მორალის შემცველი რამდენიმე ამბავი

0000-00-00 00:00:00




http://www.b2p.ge

 

1. ერთხელ თაგვმა შეამჩნია, რომ პატრონმა მას ხაფანგი დაუგო. თაგვმა ამის შესახებ ქათამს, ცხვარს და ძროხას მოუყვა, მაგრამ ყოველმა მათგანმა უპასუხა: "ხაფანგი ეს შენი პრობლემაა, ჩვენ ის არ გვეხება!"


მოგვიანებით ხაფანგში გველი მოხვდა და ფერმერის ცოლს უკბინა. მისი განკურნების მიზნით, ცოლს ქათმის წვნიანი მოუმზადეს. შემდგეომ ცხვარი დაკლეს, რომ ავადმყოფის მოსანახულებლად მოსული ადამიანებისთვის ემასპინძლათ. ბოლოს კი ძროხა დაკლეს, რომ გასვენებაში მოსული ადამიანები დაეპურათ. 


მთელი ეს დრო თაგვი პატარა ხვრელიდან იხედებოდა და ფიქრობდა ისეთ რამეებზე, რასაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა ამ მოვლენებთან. 

 

მორალი: თუ თქვენ რაღაც პირდაპირ არ გეხებათ, არ იფიქროთ, რომ ეს რაღაც თქვენ თავში არ ჩაგარტყამთ.

 

2. არწივი ხის კენწეროზე იჯდა და არაფერს აკეთებდა. პატარა კურდრელმა ნახა არწივი და მას კითხვით მიმართა:

 

- "შეიძლება თქვენსავით დავჯდე და არაფერი ვაკეთო?"

- "დიახ, რატომაც არა" - უპასუხა არწივმა.

კურდღელი ხის ძირში დაჯდა, დასასვენებლად. უეცრად მელა მოვიდა და კურდღელი შეჭამა.

 

მორალი: იმისთვის რომ იჯდეთ და არაფერი აკეთოთ, თქვენ ძალიან ძალიან მაღლა უნდა იჯდეთ.

 

3. ფერმაზე ცხენი ავად გახდა.

ვეტერინარი:

 

- "თუ ის დილით არ ადგება, მე მას დავაძინებ."

დილით ცხენი არ ადგა. გვერდით თხა იწვა.

 

- "მიდი ადექი თუ არა დამოკვდები!"

ცხენი წამოდგა.

 

ფერმერი:


- "სასწაულია! ეს უნდა ავღნიშნოთ! ამის აღსანიშნავად თხა დავკლათ!"

 

მორალი: სხვის საქმეში ცხვირი არასდროს ჩაყოთ (მაგრამ არ დაგავიწყდეთ პირველი ამბავი, თაგვზე და ხაფანგზე.