JPMorgan- ის ხელმძღვანელის განცხადების შემდეგ ბიტკოინის კურსი ბოლო 3 კვირის მინიმუმამდე დაეცა

access_time2017-09-13 19:40:05

ამერიკული მულტინაციონალური საბანკო და საფინანსო სერვისების კომპანია JPMorgan Chase-ის ხელმძღვანელმა, ბიტკოინი მწვავედ გააკრიტიკა, ჯეიმი დაიმონმა ბიტკოინს „თაღლითობა“ უწოდა. აღნიშნული განცხადება დაიმონმა Barclays-ის საინვესტიციო კონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, JPMorgan Chase-ს დატოვებს ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც ბიტკოინით ვაჭრობს.

 

„ბლოკჩეინ ტექნოლოგიას მხარს ვუჭერდი, თუმცა ბიტკოინით ვაჭრობა ბანკის წესებთან წინააღმდეგობაში მოდის. ბიტკოინი ძალიან საშიშია“, - განაცხადა დაიმონმა, რის შემდეგაც, ყველაზე ცნობილი კრიპტოვალუტის ღირებულება შემცირდა.

 

ბიტკოინის კურსი 3953$-მდე დაეცა, 22 აგვისტოს შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც იგი 4000$ ნიშნულს ჩამოსცდა - ამის შესახებ იტყობინება Financial Times. სექტემბრის დასაწყისში კრიპტოვალუტის კურსი 4979,9$-მდე ავიდა. 2016 წლის ბოლოს ბიტკოინი 1000$-ზე ნაკლები ღირდა, ხოლო მისი რეკორდული ღირებულება 5012$-ს შეადგენდა.

 

ბიტკოინის ფასზე ასევე ნეგატიური გავლენა მოახდინა ინფორმაციამ, რომლის თანახმადაც ჩინეთი ბიტკოინისა და ყველა კრიპტოავალუტის აკრძალვას აპირებს. ამ გზით ჩინეთი არსებული კაპიტალის გადინების შეჩერებას გეგმავს.

 

„ეს კარგად არ დამთავრდება. ბიტკოინი კრიმინალურ აქტივობასთანაც ხშირად არის დაკავშირებული“, - აღნიშნა დაიმონმა და გაიხსენა შემთხვევა, როდესაც გლობალური კიბერთავდასხმის დროს ჰაკერები კომპიუტერის განბლოკვისთვის ფულის ბიტკოინით გადარიცხვას ითხოვდნენ. ამასთან, ვენესუელასა და ეკვადორში ნარკოტიკებით ვაჭრობაში ანგარიშსწორება ხშირად სწორედ ბიტკოინით ხდება.

 

დაიმონის თქმით, ბიტკოინის ფასის ზრდის ტენდენცია მუდმივად არ შენარჩუნდება. „ადამიანები ფრთხილად უნდა იყვნენ. ჩემმა ქალიშვილმა ბიტკოინი მიყიდა. მას შემდეგ მისი ღირებულება გაიზარდა, ჩემს ქალიშვილს კი თავი გენიოსი ჰგონია“, - გაიხუმრა დაიმონმა.

 

CNNMoney



სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულების ახლობლები ახალ დეტალებზე საუბრობენ

person access_time2017-11-25 13:08:09
ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაღუპულთა ახლობლებმა განუცხადეს, 11 დაღუპულიდან 8 ლიფტში იპოვეს, 1 - აუზში, 2 კი სასტუმროს სავარჯიშო...

„თუ დადასტურდა, რომ სახანძრო ნორმები დარღვეული იყო, პასუხს აგებენ ისინიც, ვინც სასტუმროს ექსპლუატაციის ნებართვა გასცა“

person access_time2017-11-25 02:04:47
„თუ დადასტურდა, რომ სახანძრო ნორმები დარღვეული იყო, პასუხს აგებენ ისინიც, ვინც სასტუმროს ექსპლუატაციის ნებართვა გასცა“, — ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.  მინისტრის განცხადებით,  სასტუმრო „ლეო გრანდში“  ხანძრის შედეგად 11 ადამიანია გარდაცვლილი. 15 ადამიანი გადაყვანილია კლინიკებში, მაგრამ მათი მდგომარეობა მძიმე არ არის. „ხანძრის...

„ლეო გრანდი“ - 40 მილიონ დოლარად აშენებული 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო

person access_time2017-11-25 01:13:10
სასტუმრო „ლეო გრანდი”, სადაც 24 ნოემბერს ძლიერი ხანძარი გაჩნდა, 2015 წლის 7 ივნისს გაიხსნა. სასტუმრო 5-ვარსკვლავიანია და მისი მშენებლობისთვის 40 მლნ. დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. პროექტის ინვესტორი  იყო თურქული კომპანია ”მერსინ ტურიზმი”. სასტუმროში განთავსებულია 180 ნომერი, საპრეზიდენტო აპარტამენტები, საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი, კლუბი და სპა ცენტრი. სასტუმროში 700-მდე ადამიანი დასაქმდა.  ”ეს უკვე მეორე ხუთვარსკვლავიანი...

შსს - სასტუმრო „ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 12 ადამიანი

person access_time2017-11-25 00:26:22
ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 12 ადამიანი, - აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „ამ ეტაპზე მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირება. მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. მათ შორის არიან როგორც სტუმრები, ასევე სასტუმროს თანამშრომლები. სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, სასტუმროში მყოფი ადამიანები გადაყვანილები არიან ბათუმის...

FAO: 2015-2016 წლებში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სავაჭრო გეოგრაფია შეიცვალა

person access_time2017-11-24 19:30:12
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) 12 პოსტსაბჭოთა ქვეყანაში აგროსასურსათო იმპორტ-ექსპორტის დინამიკა გაანალიზა და 2015-16 წლებში ვაჭრობის შეფერხებას და სურსათზე ფასების ზრდაზე განაცხადა. კვლევის მიხედვით, რეგიონის ყველა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპების შემცირების თანმდევი პროცესია ეროვნული ვალუტების დევალვაცია აშშ დოლარისა და ევროს მიმართ. გამომდინარე იქედან, რომ ამ ქვეყნების სასურსათო მოხმარებაში იმპორტის წილი მაღალია, შიდა ბაზრებზე სურსათის...


მსგავსი სიახლეები