მიხეილ ჯანელიძე: საქართველო კარგი მაგალითია თუ როგორ შეიძლება ტურიზმის განვითარების გზით პატარა ქვეყნის გარდაქმნა

access_time2017-09-13 16:31:06

საქართველოს ვიცე-პრემიერმა,  საგარეოსაქმეთა საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ტურიზმისმსოფლიო ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მონაწილეებსსიტყვით მიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთის ქ. ჩენგდუში UNWTO-ს 22 სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ვიცე-პრემიერი მიესალმა მიმდინარე წლის ტურიზმის მდგრადი განვითარების საერთაშორისო წლად“ გამოცხადებას, რაც მისი მოსაზრებით ხელს შეუწყობს ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში ტურიზმის სექტორის მდგრად განვითარებას, რაც თავის მხრივ განაპირობებს ეკონომიკურ კეთილდრეობას, ხალხთა შორის კონტაქტებს და კულტურათა თანაარსებობას.

 

 

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით მსოფლიოში ტურიზმის მზარდი როლის გათვალისწნებით, თანდათან ქვეყნები ამარტივებენმგზავრობის პროცედურებს, ავითარებენ უწყვეტ კომუნიკაციას და სხვადასხვა სერვისებს.

 

 

საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოში ტურიზმის სექტორის განვითარების წარმატებულ ტენდენციაზე, რომლის შედეგადაც 2016 წელს, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა  პირველად ასცდა ექვს მილიონიან ნიშნულს.

 



„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ტურიზმის სექტორი  დღეს საქართველოს ეკონომიკური ზრდის, კეთილდღეობის, დასაქმების, ინფრასტრუქტურული განვითარების  ერთერთი ძირითადი ხელშემწყობი ფაქტორია. ამ სექტორის მეშვეობით, საქართველომუამრავ წარმატებას მიაღწია და იქცა მაგალითად იმისა, თუ როგორ შეიძლება ტურიზმის განვითარების გზით პატარა ქვეყნისგარდაქმნა.



საქართველოს, როგორც ბრენდის განვითარება და მისი ტურისტული ინდუსტრიის საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირებამთავრობის ერთერთი უპირველესი პრიორიტეტია. ამ კუთხით, ჩვენ აქტიურად ვაფართოებთ ჩვენს ტურისტულინფრასტრუქტურას და ვცდილობთ ტურიზმის ხელშემწყობი საქმიანობის წახალისებას  როგორც შიდა, ისე საერთაშორისობაზარზე. აღნიშნული ზომების შედეგად, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურად განვითარებადსექტორად იქცა”-განაცხადა მინისტრმა.  

 

 


მინისტრმა მადლობა გადაუხადა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას და მასპინძელ ქვეყანას გულთბილი მიღებისათვის დაგამოხატა მზაობა ხელი შუწყოს თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ დონეზე.

 

 

 



სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულების ახლობლები ახალ დეტალებზე საუბრობენ

person access_time2017-11-25 13:08:09
ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაღუპულთა ახლობლებმა განუცხადეს, 11 დაღუპულიდან 8 ლიფტში იპოვეს, 1 - აუზში, 2 კი სასტუმროს სავარჯიშო...

„თუ დადასტურდა, რომ სახანძრო ნორმები დარღვეული იყო, პასუხს აგებენ ისინიც, ვინც სასტუმროს ექსპლუატაციის ნებართვა გასცა“

person access_time2017-11-25 02:04:47
„თუ დადასტურდა, რომ სახანძრო ნორმები დარღვეული იყო, პასუხს აგებენ ისინიც, ვინც სასტუმროს ექსპლუატაციის ნებართვა გასცა“, — ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.  მინისტრის განცხადებით,  სასტუმრო „ლეო გრანდში“  ხანძრის შედეგად 11 ადამიანია გარდაცვლილი. 15 ადამიანი გადაყვანილია კლინიკებში, მაგრამ მათი მდგომარეობა მძიმე არ არის. „ხანძრის...

„ლეო გრანდი“ - 40 მილიონ დოლარად აშენებული 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო

person access_time2017-11-25 01:13:10
სასტუმრო „ლეო გრანდი”, სადაც 24 ნოემბერს ძლიერი ხანძარი გაჩნდა, 2015 წლის 7 ივნისს გაიხსნა. სასტუმრო 5-ვარსკვლავიანია და მისი მშენებლობისთვის 40 მლნ. დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. პროექტის ინვესტორი  იყო თურქული კომპანია ”მერსინ ტურიზმი”. სასტუმროში განთავსებულია 180 ნომერი, საპრეზიდენტო აპარტამენტები, საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი, კლუბი და სპა ცენტრი. სასტუმროში 700-მდე ადამიანი დასაქმდა.  ”ეს უკვე მეორე ხუთვარსკვლავიანი...

შსს - სასტუმრო „ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 12 ადამიანი

person access_time2017-11-25 00:26:22
ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 12 ადამიანი, - აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „ამ ეტაპზე მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირება. მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. მათ შორის არიან როგორც სტუმრები, ასევე სასტუმროს თანამშრომლები. სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, სასტუმროში მყოფი ადამიანები გადაყვანილები არიან ბათუმის...

FAO: 2015-2016 წლებში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სავაჭრო გეოგრაფია შეიცვალა

person access_time2017-11-24 19:30:12
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) 12 პოსტსაბჭოთა ქვეყანაში აგროსასურსათო იმპორტ-ექსპორტის დინამიკა გაანალიზა და 2015-16 წლებში ვაჭრობის შეფერხებას და სურსათზე ფასების ზრდაზე განაცხადა. კვლევის მიხედვით, რეგიონის ყველა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპების შემცირების თანმდევი პროცესია ეროვნული ვალუტების დევალვაცია აშშ დოლარისა და ევროს მიმართ. გამომდინარე იქედან, რომ ამ ქვეყნების სასურსათო მოხმარებაში იმპორტის წილი მაღალია, შიდა ბაზრებზე სურსათის...


მსგავსი სიახლეები