ყველა ადამიანი, ვინც ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობდა, პრემიას მიიღებს - ჯამურად, 3 მილიონზე ან ცოტა მეტზე გავალთ

access_time2017-09-13 18:00:53

ის პრემიები, რომელიც გამოაცხადა პრემიერ-მინისტრმა, აუცილებლად გაიცემა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა, რომელმაც უპასუხა შეკითხვას, გაიცემა თუ არა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულ მეხანძრე-მაშველებზე პრემია-დანამატები. 



როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, ყველა ადამიანი, რომელიც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობდა, პრემიას მიიღებს. 



„ეს დამოკიდებულია კონკრეტულ უწყებაზე - რომელიღაც უწყებამ უკვე გამოწერა უწყისი, რომელიღაც დღეს გამოწერს და რომელიღაც - ხვალ. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი პროცესი. უწყებების მიხედვით, ჯამურად ვფიქრობ, რომ გავალთ 3 მილიონზე ან შესაძლოა, ცოტა მეტზე გავიდეთ, მაგრამ ეს იქნება დამოკიდებული უწყებებზე. ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობდა ცეცხლის ჩაქრობის პროცესში, პრემიას მიიღებს. ყველა უწყებამ მოახდინა აღრიცხვა იმ ადამიანების, ვინც იქ იყო, შესაბამისად, გაიცემა პრემიები და ეს ადამიანურად აუცილებლად დაუფასდებათ. თუმცა ასევე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ადამიანურად იმის აღიარება, რაც ყველამ ერთად ვაღიარეთ, რომ მეხანძრე-მაშველი არის გმირი“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

 

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელ ფეისბუქში ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის მიერ გაცემული ბრძანების ფოტოები გავრცელდა. როგორც დოკუმენტში ჩანდა, გამგებელმა გამგეობის 11 თანამშრომელს, მათ შორის საკუთარ თავს, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობის გამო, პრემიები გამოუწერა. დოკუმენტის თანახმად, პრემიის სახით ჯამში 10 150 ლარი გამოიყო. აქედან, ყველაზე მეტი 1 250 ლარი გამგებლის, მისი პირველი მოადგილისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ხელმძღვანელის სახელზეა გამოწერილი.

 

მოგვიანებით აღნიშნულ თემას შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. როგორც შსს-ში აცხადებენ, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულ ყველა პირს პრემიები უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში ჩაერიცხება. 

 

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და გამოჩენილი თავდადებისთვის, უკლებლივ ყველა მათგანი, წახალისების სახით, ფულადი პრემიით დაჯილდოვდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, რომელთა დასრულების შემდეგ, უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, ფულადი პრემიები აღნიშნული პირების პირად ანგარიშებზე ჩაირიცხება“, - აღნიშნავენ შსს-ში.

 

 



სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულების ახლობლები ახალ დეტალებზე საუბრობენ

person access_time2017-11-25 13:08:09
ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაღუპულთა ახლობლებმა განუცხადეს, 11 დაღუპულიდან 8 ლიფტში იპოვეს, 1 - აუზში, 2 კი სასტუმროს სავარჯიშო...

„თუ დადასტურდა, რომ სახანძრო ნორმები დარღვეული იყო, პასუხს აგებენ ისინიც, ვინც სასტუმროს ექსპლუატაციის ნებართვა გასცა“

person access_time2017-11-25 02:04:47
„თუ დადასტურდა, რომ სახანძრო ნორმები დარღვეული იყო, პასუხს აგებენ ისინიც, ვინც სასტუმროს ექსპლუატაციის ნებართვა გასცა“, — ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.  მინისტრის განცხადებით,  სასტუმრო „ლეო გრანდში“  ხანძრის შედეგად 11 ადამიანია გარდაცვლილი. 15 ადამიანი გადაყვანილია კლინიკებში, მაგრამ მათი მდგომარეობა მძიმე არ არის. „ხანძრის...

„ლეო გრანდი“ - 40 მილიონ დოლარად აშენებული 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო

person access_time2017-11-25 01:13:10
სასტუმრო „ლეო გრანდი”, სადაც 24 ნოემბერს ძლიერი ხანძარი გაჩნდა, 2015 წლის 7 ივნისს გაიხსნა. სასტუმრო 5-ვარსკვლავიანია და მისი მშენებლობისთვის 40 მლნ. დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. პროექტის ინვესტორი  იყო თურქული კომპანია ”მერსინ ტურიზმი”. სასტუმროში განთავსებულია 180 ნომერი, საპრეზიდენტო აპარტამენტები, საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი, კლუბი და სპა ცენტრი. სასტუმროში 700-მდე ადამიანი დასაქმდა.  ”ეს უკვე მეორე ხუთვარსკვლავიანი...

შსს - სასტუმრო „ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 12 ადამიანი

person access_time2017-11-25 00:26:22
ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 12 ადამიანი, - აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „ამ ეტაპზე მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირება. მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. მათ შორის არიან როგორც სტუმრები, ასევე სასტუმროს თანამშრომლები. სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, სასტუმროში მყოფი ადამიანები გადაყვანილები არიან ბათუმის...

FAO: 2015-2016 წლებში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სავაჭრო გეოგრაფია შეიცვალა

person access_time2017-11-24 19:30:12
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) 12 პოსტსაბჭოთა ქვეყანაში აგროსასურსათო იმპორტ-ექსპორტის დინამიკა გაანალიზა და 2015-16 წლებში ვაჭრობის შეფერხებას და სურსათზე ფასების ზრდაზე განაცხადა. კვლევის მიხედვით, რეგიონის ყველა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპების შემცირების თანმდევი პროცესია ეროვნული ვალუტების დევალვაცია აშშ დოლარისა და ევროს მიმართ. გამომდინარე იქედან, რომ ამ ქვეყნების სასურსათო მოხმარებაში იმპორტის წილი მაღალია, შიდა ბაზრებზე სურსათის...


მსგავსი სიახლეები