ამერიკული დელეგაცია საქართველოს საინვესტიციო გარემოს სწავლობს

access_time2017-09-13 18:17:23

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და აშშ-ში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, 12-დან 18 სექტემბრის ჩათვლით, ამერიკელი ინვესტორები, კერძოდ,  საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლები  საქართველოს სტუმრობენ.

 

მასაჩუსეტის შტატის ქ. ბოსტონიდან ჩამოსული დელეგაციის შემადგენლობაში არიან საერთაშორისო პროექტების მენეჯმენტის 20 წლიანი გამოცდილების სპეციალისტი და მასაჩუსეტის შტატის საპატიო კონსულობის კანდიდატი ჯარეთ გატრი (Jarred Guthrie), ასევე საერთაშორისო კომერციული საბანკო და ტელეკომუნიკაციების სფეროში  30 წლიანი მენეჯმენტის გამოცდილების მქონე ჯიმ ბულიონი (Jim Bullion), ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების სპეციალისტი ჯოზეფ ჰაინსი (Joseph Haynes) და ფინანსური სერვისების ინდუსტრიის, მარკეტინგისა და ინვესტიციების სფეროში დიდი  გამოცდილების მქონე სპეციალისტი ჯეფრი ლეკლერი (Jeffrey LeClair). დელეგაციას თან ახლავს ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს დესპანი გიორგი ციკოლია.

 

საქართველოში არსებული ბიზნესპოტენციალისა და საინვესტიციო გარემოს ადგილზე შესაფასებლად, ამერიკული დელეგაციის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან გიორგი ჩერქეზიშვილთან, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორთან მარიანა მორგოშიასთან და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილესთან მარიამ ვალიშვილთან.

 

საჯარო სექტორის გარდა, დელეგაციის წევრები ასევე შეხვედრებს გამართავენ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ენერგეტიკის, საბანკო, საინვესტიციო, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და სატრანზიტო ლოგისტიკის სფეროების მიმართულებით. 

 

შეგახსენებთ, რომ  „აწარმოე საქართველოში - ინვესტიციის“ მიმართულების მიზანია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების  მოზიდვა,  ხელშეწყობა და განვითარება. აღნიშნული მიმართულება წარმოადგენს ერთგვარ მოდერატორს უცხოელ ინვესტორებსა და საქართველოს მთავრობას შორის, მუშაობს „ერთი ფანჯრის პრინციპით“ და ეხმარება დაინტერესებულ ინვესტორებს სხვადასხვა ინფორმაციის მიღებასა და ქართულ მხარესთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოებაში.

 

 

 

 

 

 

 



სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულების ახლობლები ახალ დეტალებზე საუბრობენ

person access_time2017-11-25 13:08:09
ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაღუპულთა ახლობლებმა განუცხადეს, 11 დაღუპულიდან 8 ლიფტში იპოვეს, 1 - აუზში, 2 კი სასტუმროს სავარჯიშო...

„თუ დადასტურდა, რომ სახანძრო ნორმები დარღვეული იყო, პასუხს აგებენ ისინიც, ვინც სასტუმროს ექსპლუატაციის ნებართვა გასცა“

person access_time2017-11-25 02:04:47
„თუ დადასტურდა, რომ სახანძრო ნორმები დარღვეული იყო, პასუხს აგებენ ისინიც, ვინც სასტუმროს ექსპლუატაციის ნებართვა გასცა“, — ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.  მინისტრის განცხადებით,  სასტუმრო „ლეო გრანდში“  ხანძრის შედეგად 11 ადამიანია გარდაცვლილი. 15 ადამიანი გადაყვანილია კლინიკებში, მაგრამ მათი მდგომარეობა მძიმე არ არის. „ხანძრის...

„ლეო გრანდი“ - 40 მილიონ დოლარად აშენებული 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო

person access_time2017-11-25 01:13:10
სასტუმრო „ლეო გრანდი”, სადაც 24 ნოემბერს ძლიერი ხანძარი გაჩნდა, 2015 წლის 7 ივნისს გაიხსნა. სასტუმრო 5-ვარსკვლავიანია და მისი მშენებლობისთვის 40 მლნ. დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. პროექტის ინვესტორი  იყო თურქული კომპანია ”მერსინ ტურიზმი”. სასტუმროში განთავსებულია 180 ნომერი, საპრეზიდენტო აპარტამენტები, საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი, კლუბი და სპა ცენტრი. სასტუმროში 700-მდე ადამიანი დასაქმდა.  ”ეს უკვე მეორე ხუთვარსკვლავიანი...

შსს - სასტუმრო „ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 12 ადამიანი

person access_time2017-11-25 00:26:22
ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 12 ადამიანი, - აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „ამ ეტაპზე მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირება. მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. მათ შორის არიან როგორც სტუმრები, ასევე სასტუმროს თანამშრომლები. სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, სასტუმროში მყოფი ადამიანები გადაყვანილები არიან ბათუმის...

FAO: 2015-2016 წლებში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სავაჭრო გეოგრაფია შეიცვალა

person access_time2017-11-24 19:30:12
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) 12 პოსტსაბჭოთა ქვეყანაში აგროსასურსათო იმპორტ-ექსპორტის დინამიკა გაანალიზა და 2015-16 წლებში ვაჭრობის შეფერხებას და სურსათზე ფასების ზრდაზე განაცხადა. კვლევის მიხედვით, რეგიონის ყველა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპების შემცირების თანმდევი პროცესია ეროვნული ვალუტების დევალვაცია აშშ დოლარისა და ევროს მიმართ. გამომდინარე იქედან, რომ ამ ქვეყნების სასურსათო მოხმარებაში იმპორტის წილი მაღალია, შიდა ბაზრებზე სურსათის...


მსგავსი სიახლეები