კახა კალაძემ დიდუბის მოსახლეობას თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა

access_time2017-09-13 20:20:23

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დიდუბის მოსახლეობას დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.

 

დიდუბის მაჟორიტარობისთვის „ქართული ოცნებიდან“ თარაშ შურღაია და ვლადიმერ ძნელაძე იბრძოლებენ.

 

კახა კალაძემ დიდუბის მოსახლეობასთან შეხვედრისას ვიზუალური სტანდარტების დაწესებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ განსაკუთრებული ყურადღება ფასადებსა და აბრებზე ქართული ანბანის გამოყენებას მიექცევა. ამ კონტექსტში მან განახლებული აღმაშენებლის გამზირის მაგალითი დაასახელა.

 

„ვაპირებთ ძველი თბილისის, ისტორიული ქუჩების მასშტაბურ რეაბილიტაციას, ვინაიდან ყველამ კარგად ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს. ვაპირებთ, რომ ძველ თბილისში შემოვიტანოთ ახალი სიცოცხლე. ეს ყველაფერი კარგად დავინახეთ აღმაშენებლის გამზირის მაგალითზე, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მის ვიზუალურ მხარეს. მე ამაზე რამდენჯერმე ვისაუბრე და არ დავიღლები საუბრით. ნამდვილად გულდასაწყვეტია ის, რომ რეაბილიტირებულ აღმაშენებელზე გაივლი და ქართული ასოების გარდა, ქართული წარწერების გარდა შეიძლება ყველა ენაზე იხილო დაფები. ჩვენ არავის ვეწინააღმდეგებით, ყველას აქვს უფლება ჩამობრძანდეს, ბიზნესი განახორციელოს, ხალხი დაასაქმოს, თუმცა ქართულ ანბანს, ქართულ ასოებს, ქართულ წარწერებს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა“,-განაცხადა კახა კალაძემ.

 

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა მოსახლეობასთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა დედაქალაქში ჯანსაღი ეკოლოგიის არსებობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეკოლოგია ვერ მოწესრიგდება მხოლოდ ერთი პროექტით.

 

„ეს საკითხი კომპლექსურად უნდა მოგვარდეს. პირველ რიგში ვუზრუნველყოფთ ბაღებისა და სკვერების მოწესრიგებას. განხორციელდება „მუშტაიდის ბაღი“-ს სრული რეაბილიტაცია.

 

გარდა ამისა, დედაქალაქის მერია უზრუნველყოფს 1400-მდე სკვერისა და პარკის მოვლას. ასევე რეაბილიტირდება თბილისის დენდროლოგიური პარკი და შეიქმნება ახალი მწვანე ზონები“,-განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, ასევე დიდი ყურადღება დაეთმობა სატრანსპორტო პოლიტიკას. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, გაიზრდება დედაქალაქში არსებული სამარშუტო ხაზების რაოდენობა, ხოლო მუნიციპალურ ტრანსპორტს 700-მდე ახალი, თანამედროვე, ევროპული სტანდარტების ავტობუსი დაემატება.

 

დიდუბის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე კახა კალაძე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა მიწის გასხვისების საკითხს და აღნიშნა, რომ ქართული მიწა უცხოელებზე არ გაიყიდება.

 

მისივე თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება სწორედ „ქართული ოცნების“ გუნდის დამსახურებაა.



სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულების ახლობლები ახალ დეტალებზე საუბრობენ

person access_time2017-11-25 13:08:09
ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაღუპულთა ახლობლებმა განუცხადეს, 11 დაღუპულიდან 8 ლიფტში იპოვეს, 1 - აუზში, 2 კი სასტუმროს სავარჯიშო...

„თუ დადასტურდა, რომ სახანძრო ნორმები დარღვეული იყო, პასუხს აგებენ ისინიც, ვინც სასტუმროს ექსპლუატაციის ნებართვა გასცა“

person access_time2017-11-25 02:04:47
„თუ დადასტურდა, რომ სახანძრო ნორმები დარღვეული იყო, პასუხს აგებენ ისინიც, ვინც სასტუმროს ექსპლუატაციის ნებართვა გასცა“, — ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.  მინისტრის განცხადებით,  სასტუმრო „ლეო გრანდში“  ხანძრის შედეგად 11 ადამიანია გარდაცვლილი. 15 ადამიანი გადაყვანილია კლინიკებში, მაგრამ მათი მდგომარეობა მძიმე არ არის. „ხანძრის...

„ლეო გრანდი“ - 40 მილიონ დოლარად აშენებული 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო

person access_time2017-11-25 01:13:10
სასტუმრო „ლეო გრანდი”, სადაც 24 ნოემბერს ძლიერი ხანძარი გაჩნდა, 2015 წლის 7 ივნისს გაიხსნა. სასტუმრო 5-ვარსკვლავიანია და მისი მშენებლობისთვის 40 მლნ. დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. პროექტის ინვესტორი  იყო თურქული კომპანია ”მერსინ ტურიზმი”. სასტუმროში განთავსებულია 180 ნომერი, საპრეზიდენტო აპარტამენტები, საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი, კლუბი და სპა ცენტრი. სასტუმროში 700-მდე ადამიანი დასაქმდა.  ”ეს უკვე მეორე ხუთვარსკვლავიანი...

შსს - სასტუმრო „ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 12 ადამიანი

person access_time2017-11-25 00:26:22
ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 12 ადამიანი, - აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „ამ ეტაპზე მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირება. მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. მათ შორის არიან როგორც სტუმრები, ასევე სასტუმროს თანამშრომლები. სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, სასტუმროში მყოფი ადამიანები გადაყვანილები არიან ბათუმის...

FAO: 2015-2016 წლებში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სავაჭრო გეოგრაფია შეიცვალა

person access_time2017-11-24 19:30:12
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) 12 პოსტსაბჭოთა ქვეყანაში აგროსასურსათო იმპორტ-ექსპორტის დინამიკა გაანალიზა და 2015-16 წლებში ვაჭრობის შეფერხებას და სურსათზე ფასების ზრდაზე განაცხადა. კვლევის მიხედვით, რეგიონის ყველა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპების შემცირების თანმდევი პროცესია ეროვნული ვალუტების დევალვაცია აშშ დოლარისა და ევროს მიმართ. გამომდინარე იქედან, რომ ამ ქვეყნების სასურსათო მოხმარებაში იმპორტის წილი მაღალია, შიდა ბაზრებზე სურსათის...


მსგავსი სიახლეები