კახა კალაძემ სამგორის მოსახლეობას დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა

access_time2017-09-13 21:18:02

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სამგორის მოსახლეობას დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.

 

პარტიის სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები- რევაზ სოხაძე, გიორგი დოხტურიშვილი, ქეთევან მამულაშვილი და გიორგი ტყემალაძე არიან.

 

კახა კალაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას ოთხივე კანდიდატის მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

 

„ეს ადამიანები იქნებიან იმ ტკივილის, იმ პრობლემების და იმ წუხილის გამზიარებლები, რომლებიც ამ რაიონს, ამ უბნებს აწუხებს. ჩვენ შევძლებთ ერთად მოვაგვაროთ ეს პრობლემები. ჩვენ შევძლებთ იმას, რომ თბილისი მალე იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი“,-აღნიშნა „ქართული ოცნების“ დედაქალაქის მერობის კანდიდატმა.

 

კახა კალაძემ მოსახლეობას ქალაქის განვითარების გეგმა გააცნო და განსაკუთრებული ყურადღება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე გაამახვილა. მისი თქმით, ამ მიმართულებით თბილისის მერია ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ყველაფერს გააკეთებს, რადგან სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს.

 

„ჩვენთვის პრიორიტეტული იქნება ეკონომიკური პროექტების განხორციელება. მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი შევქმნათ ქვეყანაში. შეიძლება ეს პირდაპირ მერიის ფუნქცია, მოვალეობა არ იყოს, მაგრამ ამისთვის ჩვენ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ვიმუშავებთ. ყველაზე დიდი პრობლემა, რაც დღეს აწუხებს ქვეყნის, დედაქალაქის მოსახლეობას, ეს არის სამუშაო ადგილები. ჩვენ გვინდა, რომ გვყავდეს მეტი დასაქმებული ადამიანი და რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად დაუცველი“,-განაცხადა კახა კალაძემ.

 

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ეკოლოგიურ პოლიტიკაზე და აღნიშნა, რომ დედაქალაქის მასშტაბით თხუთმეტივე დიდი პარკის რეაბილიტაცია განხორციელდება.

 



სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულების ახლობლები ახალ დეტალებზე საუბრობენ

person access_time2017-11-25 13:08:09
ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაღუპულთა ახლობლებმა განუცხადეს, 11 დაღუპულიდან 8 ლიფტში იპოვეს, 1 - აუზში, 2 კი სასტუმროს სავარჯიშო...

„თუ დადასტურდა, რომ სახანძრო ნორმები დარღვეული იყო, პასუხს აგებენ ისინიც, ვინც სასტუმროს ექსპლუატაციის ნებართვა გასცა“

person access_time2017-11-25 02:04:47
„თუ დადასტურდა, რომ სახანძრო ნორმები დარღვეული იყო, პასუხს აგებენ ისინიც, ვინც სასტუმროს ექსპლუატაციის ნებართვა გასცა“, — ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.  მინისტრის განცხადებით,  სასტუმრო „ლეო გრანდში“  ხანძრის შედეგად 11 ადამიანია გარდაცვლილი. 15 ადამიანი გადაყვანილია კლინიკებში, მაგრამ მათი მდგომარეობა მძიმე არ არის. „ხანძრის...

„ლეო გრანდი“ - 40 მილიონ დოლარად აშენებული 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო

person access_time2017-11-25 01:13:10
სასტუმრო „ლეო გრანდი”, სადაც 24 ნოემბერს ძლიერი ხანძარი გაჩნდა, 2015 წლის 7 ივნისს გაიხსნა. სასტუმრო 5-ვარსკვლავიანია და მისი მშენებლობისთვის 40 მლნ. დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. პროექტის ინვესტორი  იყო თურქული კომპანია ”მერსინ ტურიზმი”. სასტუმროში განთავსებულია 180 ნომერი, საპრეზიდენტო აპარტამენტები, საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი, კლუბი და სპა ცენტრი. სასტუმროში 700-მდე ადამიანი დასაქმდა.  ”ეს უკვე მეორე ხუთვარსკვლავიანი...

შსს - სასტუმრო „ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 12 ადამიანი

person access_time2017-11-25 00:26:22
ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 12 ადამიანი, - აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „ამ ეტაპზე მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირება. მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. მათ შორის არიან როგორც სტუმრები, ასევე სასტუმროს თანამშრომლები. სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, სასტუმროში მყოფი ადამიანები გადაყვანილები არიან ბათუმის...

FAO: 2015-2016 წლებში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სავაჭრო გეოგრაფია შეიცვალა

person access_time2017-11-24 19:30:12
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) 12 პოსტსაბჭოთა ქვეყანაში აგროსასურსათო იმპორტ-ექსპორტის დინამიკა გაანალიზა და 2015-16 წლებში ვაჭრობის შეფერხებას და სურსათზე ფასების ზრდაზე განაცხადა. კვლევის მიხედვით, რეგიონის ყველა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპების შემცირების თანმდევი პროცესია ეროვნული ვალუტების დევალვაცია აშშ დოლარისა და ევროს მიმართ. გამომდინარე იქედან, რომ ამ ქვეყნების სასურსათო მოხმარებაში იმპორტის წილი მაღალია, შიდა ბაზრებზე სურსათის...


მსგავსი სიახლეები