„12 წელიწადია ვამბობ, რომ თბილისის მერიაში ბიუროკრატია უნდა დასრულდეს და მშენებლობებზე რეგულაციები გამკაცრდეს“

access_time2017-11-13 10:30:38

„12 წელიწადია ვამბობ, რომ თბილისის მერიაში ბიუროკრატია უნდა დასრულდეს და მშენებლობებზე რეგულაციები გამკაცრდეს“, — განაცხადა  რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ დეველოპერული კომპანია „რედიქს ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა,  ლაშა პაპაშვილმა. რაც შეეხება მთავრობის 2006 წლის 28 იანვრის 41-ე დადგენილებაში ( ტექნიკური რეგლამენტი „შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესები“ ) შესატან ცვლილებებზე, პაპაშვილის თქმით, ამის წინააღმდეგი სექტორი ნამდვილად არ არის. 


როგორც პაპაშვილმა განაცხადა, საქართველოსგან განსხვავებით, განვითარებულ ქვეყნებში სამშენებლო საკითხებთან დაკავშირებული პრობლემები მოგვარებულია.

 

„დღეს დეველოპერებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ კონცეფცია რაიონების მიხედვით შემუშავდეს. ადგილზე უფლებების მეტი დელეგირება უნდა მოხდეს. ამ სექტორში არეულობაა. ვინ რას? როდის? და სად? აშენებს ეს არავინ იცის. აღნიშული ფაქტი, განვითარებულ ქვეყნებში დარეგულირებულია.

 

ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივა იყო, რომ შემდგომი ნაბიჯები ბიზნესთან შეთანხმებულად გადაედგათ.

 


შეხვედრაზე, რომელიც ახალარჩეულ მერთან და ეკონომიკის მინისტრთან გაიმართა,  ამ იდეას არავინ შეწინააღმდეგებია და მას ყველა მიესალმება. თუ ნორმები გამკაცრდება და შემოსავლები გაიზრდება, ამ შემთხვევაში უძრავი ქონების ფასიც მოიმატებს. ქვეყანაში უძრავი ქონება ყველას აქვს და არავის უხარია ის, რომ ათწლეულების განმავლობაში მასზე ფასი არ იზრდება“, - განაცხადა პაპაშვილმა.

 

რაც შეეხება მერიაში არსებულ ბიუროკრატიას, ლაშა პაპაშვილის თქმით, დედაქალაქის ახალმა მერმა ამ პრობლემის აღმოფხვრაზე ისაუბრა.

 

„კალაძის თქმით, ბიუროკრატიის მიმართულებით სისწრაფე და სწორი გადაწყვეტილებების მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მისი განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ნაკლები ბიუროკრატია იყოს. რა თქმა უნდა, მისასალმებელია მისი ამგვარი ხედვა და სურვილი.

 

ჩვენ ამ მიმართულებით რომელიმე წამყვანი ქვეყნის მაგალითი უნდა ავიღოთ. უცხოელი ექსპერტების ჩართვა და გამოცდილი დეველოპერების მოსმენაა საჭირო. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ზედამხედველობის სამსახური საერთოდ არ არსებობს, ხოლო მშენებლობის დასრულების სერტიფიკატს თავად არქიტექტორი გასცემს. ეს საუკეთესო ვარიანტია.

 

უკვე 12 წელიწადია ვამბობ, რომ ბიუროკრატია უნდა დასრულდეს და მშენებლობებზე რეგულაციები გამკაცრდეს, რათა მოქალაქეებს პრობლემები არ შეექმნათ“, - განმარტა პაპაშვილმა.  


„კომერსანტი“



ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ 25 მარტიდან 10 ახალი მიმართულებით იფრენს

person access_time2018-02-19 13:52:29
ავიაკომპანია  „ჯორჯიან ეარვეისი“  2018 წლის 25 მარტიდან ახალ რეისებს იწყებს. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, თბილისიდან პირდაპირი რეისები შესრულდება პარიზის, ბარსელონას, ბოლონიას, ბერლინის, კიოლნის, ყაზანის, ათენის, სალონიკის, ბრატისლავას და ხარკოვის მიმართულებებით. ასევე 2018 წელს განახლდება „ჯორჯიან ეარვეისის“  ავიაპარკი და მას შეემატება Embraer 190-ის და Boeing 737-800-ის ტიპის თვითმფრინავები.   ამ ეტაპზე ავიაკომპანია რეისებს...

რა თანხა დაგჭირდებათ საქართველოში 4-სულიანი ოჯახის სარჩენად

person access_time2018-02-19 16:31:48
2018 წლის იანვრის მონაცემების მიხედვით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი საქართველოში - 155 ლარი, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი კი - 309.9 ლარია.  „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორია თვეში ერთი ადამიანის ხარჯი და შემოსავალი საშუალოდ, მინიმუმ რა ოდენობის თანხაა საჭირო ოთხსულიანი ოჯახის სარჩენად და არის თუ არა ამისთვის 309.9 ლარი საკმარისი. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე ყოველწლიურად...

„ბეკო“ საფეხბურთო კლუბ „ბარსელონასთან“ სასპონსორო შეთანხმებას აგრძელებს და აფართოებს

person access_time2018-02-19 12:11:06
ბარსელონა, 15 თებერვალი, 2018. ევროპაში საყოფაცხოვრებო ტექნიკის წამყვანმა ბრენდმა „ბეკომ“ დღეს გამოაცხადა საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ სპონსორობის გაგრძელების შესახებ, რაც მომდევნო სამი სპორტული სეზონის განმავლობაში რამდენიმე საინტერესო ერთობლივ ინიციატივაში გამოიხატება. ახალი შეთანხმება, რომლის შესახებ საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ სტადიონ „კამპ ნოუზე“ მდებარე „Auditori 1899“-ში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, ანიჭებს „ბეკოს“ მთავარი პარტნიორისა და საფეხბურთო...

მშენებლობაზე პირველივე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ჯარიმა 30 ათასი ლარი იქნება

person access_time2018-02-19 13:38:26
„მივესალმებით მშენებლობის მაღალ ტემპს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა ხდებოდეს ადამიანის მსხვერპლისა და სხვა პრობლემების, მათ შორის, ურბანული დამახინჯების ხარჯზე,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.   შეხვედრაზე სამშენებლო სფეროში შრომის უსაფრთხოებისა და ამასთან დაკავშირებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ იმსჯელეს....

„აფბა“: „საგზაო დეპარტამენტი „სინოჰიდროს“ თაობაზე დასკვნას არ ასაჯაროვებს“

person access_time2018-02-19 12:40:07
ჩინურ „სინოჰიდროსთან“  დაკავშირებით, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“  განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“  უცვლელად გთავაზობთ:  „ჩინური „სინოჰიდროს“  დარღვევებზე და გზების უხარისხო მშენებლობაზე საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე საზოგადოებას ამა წლის 29 იანვარს შეპირდა, რომ სინოჰიდროს საქმიანობის თაობაზე დასკვნას 1 კვირაში გამოაქვყნებდა. თუმცა, უკვე...


მსგავსი სიახლეები