ჯორჯ სოროსი და სტივენ როკფელერი მდიდრებისთვის გადასახადების შემცირებას ეწინააღმდეგებიან

access_time2017-11-13 20:00:11

ამერიკაში მცხოვრები 400-ზე მეტი მილიონერი და მილიარდერი ითხოვს, რომ იმ ადამიანებს, ვისაც რეკორდული  შემოსავალი აქვთ, გადასახადები არ შეუმცირონ. მათ ამერიკის კონგრესს სპეციალური მიმართვაც გაუგზავნეს. ამ ადამიანებს შორის არიას ჯორჯ სოროსი და სტივენ როკფელერი.


ღია წერილს, რომლის ადრესატებიც არიან რესპუბლიკელი კონგრესმენები, დაახლოებით 400 ადამიანი აწერს ხელს, - წერს The Washington Post-ი. გამოცემის ინფორმაციით, დოკუმენტს ხელს ამერიკის მდიდარი მოსახლეობის 5% აწერს. ხელმოწერების ორგანიზატორი არის მოძრაობა Responsible Wealth.


წერილის ავტორები აღნიშნავენ, რომ იმ ფონზე, როდესაც ამერიკის ეროვნული ვალი და ქვეყანაში უთანასწორობის მაჩვენებელი რეკორდულ ნიშნულზეა, მდიდრებისთვის გადასახადების სემცირება არ უნდა მოხდეს. უფრო მეტიც, ხელმომწერები კონგრესს სთხოვენ, რომ ზე-მდიდრებისთვის გადასახადი გაიზარდოს.


„მთავრობამ უნდა გამოყოს თანხები ისეთი მიზნებისთვის, რომლებითაც ყველა ისარგებლებს: განათლება, მეცნიერება, ინფრასტრუქტურული პროექტები, მედიკამენტები, ჯანმრთელობის დაზღვევა და სხვა, - წერია წერილში.



„გადასახადების შემცირება - ეს არის აბსურდი. რესპუბლიკელები ამბობენ, რომ ქვეყანას არ შეუძლია ფულის დახარჯვა, მაგრამ ამავე დროს, მათ შეიძლება მდიდრებს გადასახადი შეუმცირონ. ამის გაკეთება სისულელეა“, - თვლის ბობ კრენდალი, ამერიკის უმსხვილესი ავიაკომპანიის American Airlines-ის ყოფილი ხელმძღვანელი.


ბიზნესისთვის გადასახადების შემცირება დონალდ ტრამპის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. სექტემბრის ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საგადასახადო სისტემის ყველაზე მასშტაბური ცვლილებების შესახებ გეგმა წარადგინა. გამოცემის ცნობით, აშშ-ის ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში. საგახადასახადო სფეროში ასეთი რეფორმა არ განხორციელებულია.



rbc.ru




ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ 25 მარტიდან 10 ახალი მიმართულებით იფრენს

person access_time2018-02-19 13:52:29
ავიაკომპანია  „ჯორჯიან ეარვეისი“  2018 წლის 25 მარტიდან ახალ რეისებს იწყებს. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, თბილისიდან პირდაპირი რეისები შესრულდება პარიზის, ბარსელონას, ბოლონიას, ბერლინის, კიოლნის, ყაზანის, ათენის, სალონიკის, ბრატისლავას და ხარკოვის მიმართულებებით. ასევე 2018 წელს განახლდება „ჯორჯიან ეარვეისის“  ავიაპარკი და მას შეემატება Embraer 190-ის და Boeing 737-800-ის ტიპის თვითმფრინავები.   ამ ეტაპზე ავიაკომპანია რეისებს...

რა თანხა დაგჭირდებათ საქართველოში 4-სულიანი ოჯახის სარჩენად

person access_time2018-02-19 16:31:48
2018 წლის იანვრის მონაცემების მიხედვით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი საქართველოში - 155 ლარი, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი კი - 309.9 ლარია.  „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორია თვეში ერთი ადამიანის ხარჯი და შემოსავალი საშუალოდ, მინიმუმ რა ოდენობის თანხაა საჭირო ოთხსულიანი ოჯახის სარჩენად და არის თუ არა ამისთვის 309.9 ლარი საკმარისი. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე ყოველწლიურად...

„ბეკო“ საფეხბურთო კლუბ „ბარსელონასთან“ სასპონსორო შეთანხმებას აგრძელებს და აფართოებს

person access_time2018-02-19 12:11:06
ბარსელონა, 15 თებერვალი, 2018. ევროპაში საყოფაცხოვრებო ტექნიკის წამყვანმა ბრენდმა „ბეკომ“ დღეს გამოაცხადა საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ სპონსორობის გაგრძელების შესახებ, რაც მომდევნო სამი სპორტული სეზონის განმავლობაში რამდენიმე საინტერესო ერთობლივ ინიციატივაში გამოიხატება. ახალი შეთანხმება, რომლის შესახებ საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ სტადიონ „კამპ ნოუზე“ მდებარე „Auditori 1899“-ში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, ანიჭებს „ბეკოს“ მთავარი პარტნიორისა და საფეხბურთო...

მშენებლობაზე პირველივე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ჯარიმა 30 ათასი ლარი იქნება

person access_time2018-02-19 13:38:26
„მივესალმებით მშენებლობის მაღალ ტემპს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა ხდებოდეს ადამიანის მსხვერპლისა და სხვა პრობლემების, მათ შორის, ურბანული დამახინჯების ხარჯზე,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.   შეხვედრაზე სამშენებლო სფეროში შრომის უსაფრთხოებისა და ამასთან დაკავშირებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ იმსჯელეს....

„აფბა“: „საგზაო დეპარტამენტი „სინოჰიდროს“ თაობაზე დასკვნას არ ასაჯაროვებს“

person access_time2018-02-19 12:40:07
ჩინურ „სინოჰიდროსთან“  დაკავშირებით, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“  განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“  უცვლელად გთავაზობთ:  „ჩინური „სინოჰიდროს“  დარღვევებზე და გზების უხარისხო მშენებლობაზე საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე საზოგადოებას ამა წლის 29 იანვარს შეპირდა, რომ სინოჰიდროს საქმიანობის თაობაზე დასკვნას 1 კვირაში გამოაქვყნებდა. თუმცა, უკვე...


მსგავსი სიახლეები