„პასუხისმგებლობისგან“ გათავისუფლებული ივანიშვილი და „მიჭირხვნილი პროფესიონალიზმი“ - პოლიტოლოგები სამთავრობო ცვლილებებს აფასებენ

access_time2017-11-14 13:16:55

მთავრობაში მასშტაბური სტრუქტურული ცვლილებები გუშინ დაიწყო. სამინისტროების რაოდენობა 18-იდან 14-მდე მცირდება. რასაც საკანონმდებლო ცვლილებები, შემდეგ კი, პარლამენტის მიერ მინისტრთა ახალი კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადება უნდა მოჰყვეს. სტრუქტურულთან ერთად, აღმასრულებელ ხელისუფლებაში საკადრო ცვლილებები და გადადგილებებიცაა. მინისტრთა კაბინეტს ორი ახალი წევრი ჰყავს, ექვსი კი მინისტრის პორტფელს დაემშვიდობა.

 

ამ ცვლილებების მიზეზად, სამთავრობო გუნდი ეფექტურ მართვას, ასევე ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების სურვილს ასახელებს.

 

როგორ აფასებენ ცვლილებებს პოლიტოლოგები?

 

„განხორციელებული სამთავრობო ცვლილებებით პროფესიონალიზმი არის მიჭირხვნილი, - ამბობს „ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი. პოლიტოლოგის თქმით, მსგავს შეფასებას ყველა არ იმსხურებს, თუმცა იგი გიორგი გახარისა და მამუკა ბახტაძის მინისტრებად დანიშვნას განსაკუთრებით აკრიტიკებს. როგორც ცისკარიშვილი ამბობს, გახარია, ქუმსიშვილი და ბახტაძე ქართულ პოლიტიკაში კადრებთუხუცესის - ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრები არიან. ექსპერტის აზრით, ეს არის ცვლილებების კარუსელი და სერიოზული დადებითი ცვლილება მხოლოდ განათლების სამინისტროშია, სხვაგან კი, ცვლილებები მხოლოდ ცვლილებებისთვის განხორციელდა.

 

არსად არის სხვაგან ისეთი მაგალითი, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გამხდარიყო უცებ შს მინისტრი, ასევე ფინანსთა მინისტრი გაათავისუფლო თანამდებობიდან და გადაიყვანო ეკონომიკის მინისტრად და ფინანსთა მინისტრად დანიშნო ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, რომელსაც მაინცდამაინც წარმატებული წინა პერიოდი არ გააჩნია, ვგულისხმობ რკინიგზას და მამუკა ბახტაძეს. რასაც ჩვენ ვაკვირდებოდით, არ გამოვრიცხავ, რომ ბატონ ბახტაძეს არავინ ეკითხებოდა რა გადაზიდვები უნდა ყოფილიყო „საქართველოს რკინიგზაში“. იქ რაც ხდებოდა, შეიძლება ითქვას, რომ არის მრავალტომიანი საქმე პროკურატურისთვის, - ამბობს სოსო ცისკარიშვილი „ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში.

პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის შეფასებით აღმასრულებელ ხელისუფლებაში ცვლილებები საჭირო იყო და დადებითია ის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ხელისუფლება არ ჩავარდა ხიბლსა და ილუზიაში და დაინახა პრობლემები.

„ 2012 წლიდან დღემდე, რა თქმა უნდა, ძალიან გაბერილია როგორც აღმასრულებელ, ასევე ადგილობრივ ხელისუფლებაში შტატები და ხარჯები. აქედან გამომდინარე, ოპტიმიზაციიდან გამომდინარე, ნამდვილად გამართლებული ნაბიჯია 4 სამინისტროს გაუქმება, თუმცა, ამასთან ერთად საინტერესოა დღე, როდესაც შეარჩიეს სამთავრობო ცვლილებების დაანონსება. ეს შემთხვევითია თუ არა, დაემთხვა თბილისის მერის კახა კალაძის მიერ დედაქალაქის ახალი მთავრობის წარდგენას. ასეთი ორი მნიშვნელოვანი თემა, როგორც წესი, ერთმანეთს არ უნდა დამთხვეოდა. ამ თვალსაზრისით საინტერესოა ერთი დაკვირვება. გვახსოვს ალბათ რამდენად ხმაურიანი იყო ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა არ მიიღო არავითარი მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში. ეს განპირობებული იყო იმით, რომ ივანიშვილი დაიღალა მის მიერვე მოყვანილი ხელისუფლების პასუხისგებით და შესაბამისად, დღეს უკვე კალაძე იქნება სრულად პასუხისმგებელი შეცდომებზეც და წარმატებებზეც, რითაც მისი მერობა იქნება გამორჩეული. აქედან გამომდინარე, თბილისზე პასუხისმგებლობა ივანიშვილს ჩაეხსნა და ახლა მე ვფიქრობ, ანალოგიური ხდება სამთავრობო ცვლილებებით. ახლა მიღებული მთავრობა მთლიანად კვირიკაშვილის პასუხისმგებლობაა. აქედან გამომდინარე, მთავრობის საქმიანობასთან დაკავშირებით ივანიშვილი გარკვეულწილად იხსნის პასუხისმგებლობას, - ასე აფასებს მმართველ გუნდში და მტავრობაში შექმნილ სიტუაციას ხათუნა ლაგაზიძე.

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ მმართველ პოლიტიკურ ძალაში იკვეთება პასუხისმგებლობის დამოუკიდებლობის ცენტრები.

„„ქართულ ოცნებაში იკვეთება ძალის თუ არა პასუხისმგებლობის დამოუკიდებლობის ცენტრები. ერთი მხრივ, გვყავს კალაძე, თავისი დამოუკიდებელი პასუხისმგებლობის ცენტრით და ობიექტით, დედაქალაქით და მეორე მხრივ, გვყავს კვირიკაშვილი, თავისი განახლებული მთავრობით, რომელზეც თავიდან ბოლომდე ის იქნება პასუხისმგებელი. ამ კონტექსტში ძალიან საინტერესო ხდება საპრეზიდენტო კანდიდატის. კერძოდ, იქნება თუ არა ის რომელიმე პასუხისმგებლობის ცენტრის წარმომადგენელი, თუ მისი სახით შეიქმნება მესამე ცენტრი „ქართულ ოცნებაში, - აღნიშნა ხათუნა ლაგაზიძემ.

 

„საინტერესოა, ქუმსიშვილის ნახევარი მინისტრთა კაბინეტის მინისტრად დანიშნვა და ბახტაძის დანიშვნა ფინანსთა მინისტრად, ვინაიდან არსებობდა გარკვეული ინფორმაციები ამ ორ ადამიანზე, რომ შესაძლოა მათ დაიკავონ პრემიერ-მინისტრის პოსტი, თუკი კვირიკაშვილი გადაწყვეტს საპრეზიდენტო მარათონში ჩაბმას. თუ ეს ყველაფერი ასეც მოხდება, მაშინ გამოდის, რომ ამ ადამიანების დანიშვნა ერთგვარი შემზადებაა მათი პრემიერ-მინისტრობისთვის, - ამბობს ლაგაზიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.



სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულების ახლობლები ახალ დეტალებზე საუბრობენ

person access_time2017-11-25 13:08:09
ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაღუპულთა ახლობლებმა განუცხადეს, 11 დაღუპულიდან 8 ლიფტში იპოვეს, 1 - აუზში, 2 კი სასტუმროს სავარჯიშო...

„თუ დადასტურდა, რომ სახანძრო ნორმები დარღვეული იყო, პასუხს აგებენ ისინიც, ვინც სასტუმროს ექსპლუატაციის ნებართვა გასცა“

person access_time2017-11-25 02:04:47
„თუ დადასტურდა, რომ სახანძრო ნორმები დარღვეული იყო, პასუხს აგებენ ისინიც, ვინც სასტუმროს ექსპლუატაციის ნებართვა გასცა“, — ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.  მინისტრის განცხადებით,  სასტუმრო „ლეო გრანდში“  ხანძრის შედეგად 11 ადამიანია გარდაცვლილი. 15 ადამიანი გადაყვანილია კლინიკებში, მაგრამ მათი მდგომარეობა მძიმე არ არის. „ხანძრის...

„ლეო გრანდი“ - 40 მილიონ დოლარად აშენებული 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო

person access_time2017-11-25 01:13:10
სასტუმრო „ლეო გრანდი”, სადაც 24 ნოემბერს ძლიერი ხანძარი გაჩნდა, 2015 წლის 7 ივნისს გაიხსნა. სასტუმრო 5-ვარსკვლავიანია და მისი მშენებლობისთვის 40 მლნ. დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. პროექტის ინვესტორი  იყო თურქული კომპანია ”მერსინ ტურიზმი”. სასტუმროში განთავსებულია 180 ნომერი, საპრეზიდენტო აპარტამენტები, საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი, კლუბი და სპა ცენტრი. სასტუმროში 700-მდე ადამიანი დასაქმდა.  ”ეს უკვე მეორე ხუთვარსკვლავიანი...

შსს - სასტუმრო „ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 12 ადამიანი

person access_time2017-11-25 00:26:22
ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 12 ადამიანი, - აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „ამ ეტაპზე მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირება. მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. მათ შორის არიან როგორც სტუმრები, ასევე სასტუმროს თანამშრომლები. სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, სასტუმროში მყოფი ადამიანები გადაყვანილები არიან ბათუმის...

FAO: 2015-2016 წლებში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სავაჭრო გეოგრაფია შეიცვალა

person access_time2017-11-24 19:30:12
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) 12 პოსტსაბჭოთა ქვეყანაში აგროსასურსათო იმპორტ-ექსპორტის დინამიკა გაანალიზა და 2015-16 წლებში ვაჭრობის შეფერხებას და სურსათზე ფასების ზრდაზე განაცხადა. კვლევის მიხედვით, რეგიონის ყველა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპების შემცირების თანმდევი პროცესია ეროვნული ვალუტების დევალვაცია აშშ დოლარისა და ევროს მიმართ. გამომდინარე იქედან, რომ ამ ქვეყნების სასურსათო მოხმარებაში იმპორტის წილი მაღალია, შიდა ბაზრებზე სურსათის...


მსგავსი სიახლეები