მთავრობამ ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს დაფუძნებისთვის საკანონმდებლო ცვლილებები წარადგინა

access_time2017-11-14 14:48:07

ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს დაფუძნებას ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონი გადაულახავ ბარიერს უქმნის, რის გამოც მთავრობამ პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებების მხარდაჭერისთვის მიმართა.

 

კანონის მოქმედი რედაქციით, სახელმწიფო ორგანოებს ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებს, სადაც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა აღემატება 50%-ს, ეკრძალებათ ფინანსურ ინსტიტუტებში წილის ფლობა, სწორედ ამიტომ საპარტნიორო ფონდისთვის გამონაკლისის დაშვება გახდა აუცილებელი.

 

კანონპროექტი „დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონზე მითითებით ადგენს სს საპარტნიორო ფონდის საგამონაკლისო უფლებას.

 

თავის მხრივ ცვლილება შედის „დაზღვევის შესახებ კანონშიც და გარდა ამ გამონაკლისისა, ასევე ჩნდება მზღვეველის კიდევ ერთი სახე, კერძოდ, საქართველოს ექსპორტის საკრედიტო სააგენტო, რომელსაც მიღებული ექნება დაზღვევის (არა სიცოცხლის) ან/და გადაზღვევის განხორციელების ლიცენზია.

 


ახალ სააგენტოს შეეძლება დაზღვევის ობიექტის დაზღვევა/გადაზღვევა, გარანტიების გაცემა და თავდებობა, სოლიდარული თავდებობის ჩათვლით.

 

საექსპორტო ოპერაციების დროს დაზღვევის მიზნით, მითითებული დაზღვევა და გარანტიები შესაძლებელია გაცემულ იქნას საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ან/და საქართველოში ან/და უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ კრედიტორებზე, მათ მიერ ნებისმიერი ფორმით გაცემული კრედიტებისათვის (მათ შორის სესხი, გარანტია, ფაქტორინგი, აკრედიტივი და სხვა საკრედიტო რისკის შემცველი ფინანსური ინსტრუმენტები).

 

შეგახსენებთ, ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს კაპიტალი სავარაუდოდ შეადგენს 20 მლნ აშშ დოლარს, რომელიც იქნება ინვესტირებული საპარტნირო ფონდის მიერ სამი წლის განმავლობაში.

 

gbc.ge

 

 

 



ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ 25 მარტიდან 10 ახალი მიმართულებით იფრენს

person access_time2018-02-19 13:52:29
ავიაკომპანია  „ჯორჯიან ეარვეისი“  2018 წლის 25 მარტიდან ახალ რეისებს იწყებს. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, თბილისიდან პირდაპირი რეისები შესრულდება პარიზის, ბარსელონას, ბოლონიას, ბერლინის, კიოლნის, ყაზანის, ათენის, სალონიკის, ბრატისლავას და ხარკოვის მიმართულებებით. ასევე 2018 წელს განახლდება „ჯორჯიან ეარვეისის“  ავიაპარკი და მას შეემატება Embraer 190-ის და Boeing 737-800-ის ტიპის თვითმფრინავები.   ამ ეტაპზე ავიაკომპანია რეისებს...

რა თანხა დაგჭირდებათ საქართველოში 4-სულიანი ოჯახის სარჩენად

person access_time2018-02-19 16:31:48
2018 წლის იანვრის მონაცემების მიხედვით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი საქართველოში - 155 ლარი, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი კი - 309.9 ლარია.  „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორია თვეში ერთი ადამიანის ხარჯი და შემოსავალი საშუალოდ, მინიმუმ რა ოდენობის თანხაა საჭირო ოთხსულიანი ოჯახის სარჩენად და არის თუ არა ამისთვის 309.9 ლარი საკმარისი. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე ყოველწლიურად...

„ბეკო“ საფეხბურთო კლუბ „ბარსელონასთან“ სასპონსორო შეთანხმებას აგრძელებს და აფართოებს

person access_time2018-02-19 12:11:06
ბარსელონა, 15 თებერვალი, 2018. ევროპაში საყოფაცხოვრებო ტექნიკის წამყვანმა ბრენდმა „ბეკომ“ დღეს გამოაცხადა საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ სპონსორობის გაგრძელების შესახებ, რაც მომდევნო სამი სპორტული სეზონის განმავლობაში რამდენიმე საინტერესო ერთობლივ ინიციატივაში გამოიხატება. ახალი შეთანხმება, რომლის შესახებ საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ სტადიონ „კამპ ნოუზე“ მდებარე „Auditori 1899“-ში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, ანიჭებს „ბეკოს“ მთავარი პარტნიორისა და საფეხბურთო...

მშენებლობაზე პირველივე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ჯარიმა 30 ათასი ლარი იქნება

person access_time2018-02-19 13:38:26
„მივესალმებით მშენებლობის მაღალ ტემპს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა ხდებოდეს ადამიანის მსხვერპლისა და სხვა პრობლემების, მათ შორის, ურბანული დამახინჯების ხარჯზე,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.   შეხვედრაზე სამშენებლო სფეროში შრომის უსაფრთხოებისა და ამასთან დაკავშირებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ იმსჯელეს....

„აფბა“: „საგზაო დეპარტამენტი „სინოჰიდროს“ თაობაზე დასკვნას არ ასაჯაროვებს“

person access_time2018-02-19 12:40:07
ჩინურ „სინოჰიდროსთან“  დაკავშირებით, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“  განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“  უცვლელად გთავაზობთ:  „ჩინური „სინოჰიდროს“  დარღვევებზე და გზების უხარისხო მშენებლობაზე საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე საზოგადოებას ამა წლის 29 იანვარს შეპირდა, რომ სინოჰიდროს საქმიანობის თაობაზე დასკვნას 1 კვირაში გამოაქვყნებდა. თუმცა, უკვე...


მსგავსი სიახლეები