აკაკი ზოიძე - „ჩვენნაირ ქვეყანას 18 სამინისტრო არ სჭირდებოდა, ალბათ, შესაძლებელი იქნებოდა, რომ კიდევ 2 სამინისტრო შეგვემცირებინა“

access_time2017-11-14 15:39:07

ჩვენნაირ ქვეყანას 18 სამინისტრო არ სჭირდებოდა, ალბათ, იქნებოდა შესაძლებელი, რომ კიდევ 2 სამინისტრო შეგვემცირებინა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. აკაკი ზოიძე ოპტიმიზაციის პროცესს მიესალმება.

 

 

"ეს ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო და არაერთხელ გაცხადებული პრიორიტეტი, რომ მაქსიმალურად ეფექტიანი და მოქნილი გახდეს მთავრობა და ზოგადად, მმართველობა. ჩვენნაირ ქვეყანას 18 სამინისტრო არ სჭირდებოდა, შესაძლებელი ალბათ, იქნებოდა, რომ კიდევ 2 სამინისტრო შეგვემცირებინა. იმედი მაქვს, ყველაფერი ეტაპობრივად მოხდება", - განაცხადა ზოიძემ.

 

 

ზოიძის განცხადებით, ამ შემთხვევაში უნდა დაველოდოთ იმ კანონპროექტს, რომლითაც მთავრობა პარლამენტში შევა, როგორ მოხდება გაერთიანება, რა ვარიანტია მთავრობის მიერ შემოთავაზებული და "ამის მიხედვით გახდება ცნობილი, თუ რამდენად შეეხება ეს ადამიანებს".

 

 

"ზოგადად, ჩვენი მიდგომა იყო აქამდე და მხარს დავუჭერ მიდგომას მინიმალურად აუცილებელი ადამიანური "დანაკარგებით", რადგან თითოეული ადამიანი ეს არის დაკარგული სამუშაო და შემოსავლი ოჯახებისთვის. ჩვენ მივესალმებით, თუ ეს ყველაფერი მოხდება მაქსიმალურად უმტკივნეულოდ, მოხდება სტრუქტურებში გადანაწილება, თუმცა რეზერვს ვხედავთ ადამინისტრაციულ დანახარჯებში, რომლის შემცირებაც ასეთი ტიპის რადიკალური რეფორმით რეალურია", - განაცხადა ზოიძემ და იქვე განმარტა, რომ ადმინისტრაციულ დანახარჯებში იგულისხმა არა ადამიანების ხელფასები, არამედ ის ხარჯები, რაც ემსახურებოდა სამინისტროების, სხვადასხვა დეპარტამენტების უზრუნველყოფას. ზოიძე მიიჩნევს, რომ დაზოგილი თანხები უნდა მიემართოს სოციალური მიზნებისთვის.

 

 


კითხვაზე, მისი აზრით, რამდენი სამინისტრო უნდა ფუქნციონირებდეს, ზოიძის განცხადებით, მისი პირადი აზრით, რომელიც გუნდთან არ არის შეთანხმებული, 12 სამინისტრო საკმარისი იქნებოდა.

 

 

ზოიძე მიიჩნევს, რომ შესაძლებელი იქნებოდა სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის სამინისტროების ან ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამინისტროების გაერთიანება.

 

 

"მე მაგალითად გარემოს დაცვის სამინისტროს ცალკე დავტოვებდი, რადგან ეს ქვეყნისთვის, გლობალურად არის დიდი პრიორიტეტი. აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება იყოს. მთავრობა გვთავაზობს ამ ვარიანტს, რომელიც ერთმნიშვნელოვნად წინაგადადგმული ნაბიჯია. ახლა უკვე განვიხილავთ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტში შემოვა, გვექნება საჯარო მსჯელობა", - განაცხადა ზოიძემ.

 

 

ipn.ge

 

 

 

 

 

 

 

 



მერია „სითი პარკს“ სიურპრიზს უმზადებს

person access_time2018-02-19 08:50:27
დაახლოებით ერთ თვეში,თბილისის მერია „სითი პარკთან“ დაკავშირებით ახალ დეტალებს გაასაჯაროებს. „კომერსანტის“ მცდელობის მიუხედავად, მერიაში სიახლის დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავეს.  „ახლა „სითი პარკთან“ დაკავშირებით  გარკვეული მუშაობა მიმდინარეობს, სამუშაო პროცესია, ამიტომ წინასწარ ვერ გეტყვით დეტალებს. დაახლოებით ერთ თვეში საზოგადოებას შევატყობინებთ ახალ ინფორმაციას“, - განაცხადეს მერიაში. „კომერსანტი“ დამატებითი ინფორმაციისათვის „სითი პარკს“...

„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....


მსგავსი სიახლეები