ირაკლი მაკალათია: „დეკემბრის ბოლოს ლარი მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწევს“

access_time2017-11-14 18:30:44

ეროვნულ ვალუტას რამდენიმე კვირაა გაუფასურების ტენდენცია აქვს. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, ხვალ ერთი დოლარი 2,6830 ლარი ეღირება, რაც გუშინ დადგენილი კურსის მიხედვით, თითქმის სამი პუნქტით გაუფასურებაა.


იმის ფონზე, რომ ქვეყანაში ექსპორტის მაჩვენებელი 29,4%-ით არის გაზრდილი, გარკვეულწილად უცხოური ვალუტა შემოედინება და ფულადი გზავნილებიც მომატებულია, ეროვნული ვალუტა უფასურდება. ეკონომიკის დოქტორის ირაკლი მაკალათიას შეფასებით, გაუფასურების მთავარი მიზეზი არის ის, რომ ბრუნვაში ლარი უფრო მეტია, ვიდრე - დოლარი.


 „ძირითადი მაკროეკონომიკური ფაქტორები ხასიათდება ზრდის ტენდენციებით და გვაქვს დადებითი პროცესები: გვაქვს ეკონომიკური ზრდა, გაიზარდა ექსპორტი და უცხო ქვეყნებიდან ფულადი ნაკადების შემოდინება. სპეკულაციური ფაქტორები, ნეგატიური მოლოდინები თუ სხვა სახის შოკები არის საკმაოდ მოკლე ვადიანი და გრძელვადიან პერიოდში ისინი გავლენას ვერ ახდენენ სავალუტო კურსზე.“, - განმარტავს მაკალათია.


მისივე პროგნოზით, ლარის გაუფასურების ტენდენცია დეკემბერშიც გაგრძელდება და თვის ბოლოს მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწევს: „ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას ველოდებით. ტენდენცია ყოველთვის ასეთია, რომ ლარი შემოდგომის პერიოდიდან იწყებს გაუფასურებას და სექტემბრიდან დეკემბრამდე ეტაპობრივად უფასურდება. დეკემბრის ბოლო პერიოდში ლარი მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწევს, რადგან რადგან ამ დროს როგორც მომხმარებლების ისე მწარმოებლების მხრიდან ლარზე მოთხოვნა იზრდება.  გაზაფხულის პერიოდიდან შედარებით კლების ტენდენცია დაიწყება და ზაფხულიდან ტურისტული ნაკადებიც შემოგვეშველება.


მაკალათიას თქმით, ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფონზე, დეკემბრის ბოლოს პროდუქტებზე ფასების მატებაც მოსალოდნელია.


 „ჩვენ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ. მთლიან სავაჭრო ბრუნვაში იმპორტს 77% უკავია. ანუ მთლიანად იმპორტირებულ საქონელზე ვართ დამოკიდებული და ცხადია, როდესაც უცხოური პროდუქტი შემოგვაქვს, ანგარიშსწორება ხდება ან ლარში ან დოლარში. როცა ლარის კურსი გაუფასურდება, იმპორტირებულ პროდუქტზე ფასის ზრდას გამოიწვევს. მითუმეტეს, რომ იმპორტიორები დღეს მონოპოლისტურ რეჟიმში არიან. ბაზარი კონკურენტული არ არის, დამოკიდებული ვართ მონოპოლისტ იმპორტიორებზე, შესაბამისად, ინფლაცია კვლავ მოსალოდნელია და უახლოეს მომავალში ფასების ზრდას კიდევ უნდა ველოდოთ“, - აღნიშნავს ირაკლი მაკალათია.


რაც შეეხება ლარის გაუფასურების პროცესში მარეგულირებელი ორგანოს და ზოგადად სახელმწიფოს როლს, ეკონომიკის დოქტორი განმარტავს, რომ ეროვნული ბანკი პროცესებში არ უნდა ჩაერიოს, მთავრობამ კი გრძელვადიან პერსპექტივებზე იფიქროს.


 „ასეთ დროს ეროვნული ბანკი ინტერვენციას ახდენს. ლარს ყიდულობს და ბაზარზე დოლარს უშვებს, თუმცა ამ მექანიზმსაც ვერ ფლობს იმიტომ, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში უცხოური ვალუტის რეზერვები მინიმალურ დონეზე აქვს დაყვანილი. შესაბამისად, მეტ დოლარს ვეღარ გამოიყენებს და ბაზარზე ვერ გაუშვებს, ამ მხრივ ეროვნულ ბანკს ხელ-ფეხი შეკრული აქვს, რომ ინტერვენცია განახორციელოს. რომც განახორციელოს, მოკლევადიანი ეფექტი ექნება და შემდეგ ბაზარზე ფასების ზრდა კვლავ მოხდება. მისი ფუნქცია ამ ეტაპზე უნდა იყოს დაკვირვება, სწორი ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისთვის, ის პროცესებში არ უნდა ჩაერიოს. რაც შეეხება ეკონომიკურ პოლიტიკას, ქვეყანაში უნდა განვითარდეს ადგილობრივი წარმოება, მწარმოებლებს უნდა ჰქონდეთ მეტი ეკონომიკური თავისუფლება და ფინანსური უზრუნველყოფა. გაიზარდოს ბიზნესი და მწარმოებლები, რომ მათ კონკურენციის პირობებში შეძლონ უფრო მეტი პროდუქტის წარმოება მომხმარებლისათვის მისაღებ ფასად და შესაბამის ხარისხად. ასევე, ექსპორტი უნდა გაიზარდოს და უარყოფითი სავაჭრო ბალანსი რაც გვაქვს, ეს უნდა შეიცვალოს. მთავრობამ გრძელვადიან პერსპექტივებზე უნდა იფიქროს, რომ ლარი დასტაბილურდეს“, - განაცხადა ირაკლი მაკალათიამ.  


ავტორი: თეონა კენჭიაშვილი

 



სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულების ახლობლები ახალ დეტალებზე საუბრობენ

person access_time2017-11-25 13:08:09
ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაღუპულთა ახლობლებმა განუცხადეს, 11 დაღუპულიდან 8 ლიფტში იპოვეს, 1 - აუზში, 2 კი სასტუმროს სავარჯიშო...

„თუ დადასტურდა, რომ სახანძრო ნორმები დარღვეული იყო, პასუხს აგებენ ისინიც, ვინც სასტუმროს ექსპლუატაციის ნებართვა გასცა“

person access_time2017-11-25 02:04:47
„თუ დადასტურდა, რომ სახანძრო ნორმები დარღვეული იყო, პასუხს აგებენ ისინიც, ვინც სასტუმროს ექსპლუატაციის ნებართვა გასცა“, — ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.  მინისტრის განცხადებით,  სასტუმრო „ლეო გრანდში“  ხანძრის შედეგად 11 ადამიანია გარდაცვლილი. 15 ადამიანი გადაყვანილია კლინიკებში, მაგრამ მათი მდგომარეობა მძიმე არ არის. „ხანძრის...

„ლეო გრანდი“ - 40 მილიონ დოლარად აშენებული 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო

person access_time2017-11-25 01:13:10
სასტუმრო „ლეო გრანდი”, სადაც 24 ნოემბერს ძლიერი ხანძარი გაჩნდა, 2015 წლის 7 ივნისს გაიხსნა. სასტუმრო 5-ვარსკვლავიანია და მისი მშენებლობისთვის 40 მლნ. დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. პროექტის ინვესტორი  იყო თურქული კომპანია ”მერსინ ტურიზმი”. სასტუმროში განთავსებულია 180 ნომერი, საპრეზიდენტო აპარტამენტები, საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი, კლუბი და სპა ცენტრი. სასტუმროში 700-მდე ადამიანი დასაქმდა.  ”ეს უკვე მეორე ხუთვარსკვლავიანი...

შსს - სასტუმრო „ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 12 ადამიანი

person access_time2017-11-25 00:26:22
ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 12 ადამიანი, - აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „ამ ეტაპზე მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირება. მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. მათ შორის არიან როგორც სტუმრები, ასევე სასტუმროს თანამშრომლები. სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, სასტუმროში მყოფი ადამიანები გადაყვანილები არიან ბათუმის...

FAO: 2015-2016 წლებში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სავაჭრო გეოგრაფია შეიცვალა

person access_time2017-11-24 19:30:12
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) 12 პოსტსაბჭოთა ქვეყანაში აგროსასურსათო იმპორტ-ექსპორტის დინამიკა გაანალიზა და 2015-16 წლებში ვაჭრობის შეფერხებას და სურსათზე ფასების ზრდაზე განაცხადა. კვლევის მიხედვით, რეგიონის ყველა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპების შემცირების თანმდევი პროცესია ეროვნული ვალუტების დევალვაცია აშშ დოლარისა და ევროს მიმართ. გამომდინარე იქედან, რომ ამ ქვეყნების სასურსათო მოხმარებაში იმპორტის წილი მაღალია, შიდა ბაზრებზე სურსათის...


მსგავსი სიახლეები