ფრანგულ კომპანიას თბილისის გენგეგმასთან შენიშვნები აქვს

access_time2017-11-14 16:07:46

თბილისის მერიამ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო დოკუმენტის შესაფასების პროცესში დახმარების თხოვნით ,,აზიის განვითარების ბანკს'' მიმართა, რომელმაც გენგეგმის შეფასების განსახორცილებლად ფრანგული კომპანია ,,Institut d'aménagement et d'urbanisme d'Ile-deFrance'' დაიქირავა.

 

 

ფრანგი სპეციალისტები რამდენიმე მიმართულებით გამოთქვავენ შენიშვნებს და დედაქალაქის მთავრობას რეკომენდაციებს აძლევენ.

 

 

ფრანგი მკვლევარი აღნიშნავს, რომ მგგ-ში მოცემულია სხვდასხვა პოზიცია რკინიგზის ცენტრალურ სადგურთან მიმართებაში, რაც არ არის ნათლად ჩამოყალიბებული და გამყარებული შესაბამისი ძირეული კვლევებით. ის ამბობს, რომ სადგური გადამწყვეტ როლს თამაშობს ქალაქისთვის, განსაკუთრებით იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ რკინიგზის სადგური მეტროს ორ ხაზს უკავშირდება.

 

,,სარკინიგზო ხაზი, რომელიც ქალაქს კვეთს უნდა შენარჩუნდეს საქალაქთაშორისო მგზავრობისათვის და უნდა გაიხსნას სარკინიგზო დერეფანი ქალაქის შიდა ურბანული საზოგადოებრივი ტრანსპორტირების მიზნებისთვის. საერთაშორისო გამოცდილება ქალაქის შიგნით რკინიგზის შენარჩუნების მნიშვნელობაზე მეტყველებს. (მაგალითად, პარიზი და ლონდონი მილიარდობით ევროს ხარჯავს აგლომერაციის ცენტრალურ ნაწილში რკინიგზის სადგურების დასაკავშირებლად) ცენტრალური რკინიგზის სადგურის მიმდებარე 70 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ძველი მატარებლები. ეს ტერიტორია უნდა გამოთავისუფლდეს ამ მატარებლებისგან და გამოყენებულ იქნას მაღალი დონის სტრატეგიული ურბანული განვითარების პროექტისთვის, რომელიც შესაძლოა გახდეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი ქალაქში, რაც ხაზს გაუსვამს და გამოკვეთს ქალაქის ყველაზე უფრო ხელმისწვდომ ცენტრალურ ტერიტორიას. ეს ტერიტორია შეიძლება იყოს თბილისის ახალი ცენტრალური ბიზნეს უბანი'', - ვკითხულობთ გენ გეგმის შეფასების კვლევაში.

 

 

სპეციალისტების აზრით, შემოთავაზებულ მგგ-ს პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს ქალაქის შიგნით მგზავრების გადასაყვანად მატარებლის ხაზის გამოყენების იდეაზე.

 

 

,,ფაქტიურად, არსებობს დიდი რაოდენობით ყოფილი საწარმოო ტერიტორიები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია რკინიგზის ხაზის გასწვრივ მწვანე სივრცეების, შენობა-ნაგებობებისა და ურბანული განვითარების უზრუნველსაყოფად ქალაქის რეგენერაციის მიზნით. სარკინიგზო ხაზის გასწვრივ ქალაქის ცენტრის გადამკვეთი ახალი მაგისტრალის მშენებლობის საკითხი უნდა მოიხსნას დღის წესრიგიდან. ეს ქალაქის მართვის ძველი სტილია. მსხვილ ქალაქებში, როგორიცაა პარიზი, ბოსტონი, პორტლენდი, სეული, მონრეალი და სხვ. საავტომობილო მაგისტრალებს ურბანულ ბულვარებად გარდაქმნიან; ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: ოპერირების ხარჯების შემცირება, ცხოვრების მაღალი ხარისხი, ქალაქის მობილობის მოდელში მანქანის წილის შემცირება. ორი არსებული საავტომობილო მაგისტრალი უკეთესად აუნდა იყოს ინტეგრირებული ქალაქში, ქალაქის ცენტრისკენ ყოველგვარი გაფართოების გარეშე''-საუბარია კვლევაში.

 

 

მათი მოსაზრებით, ქალაქი მეტად არის დამოკიდებული ავტომობილებზე, რაც აუარესებს ცხოვრების ხარისხს, ზრდის დაბინძურებას და ხაზს უსვამს ურბანულ-სოციალურ სეგრეგაციას.

 

 

"ახალი მგგ-ს ფარგლებში შემოთავზებულია რამდემიმე ველო ბილიკი, თუმცა არ არის წარმოდგენილი კონკრეტული პროექტი. იგი უნდა ითვალისწინებდეს მუნიციპალიტეტის მიერ მომზადებულ "თბილისის ველოქსელის" პროექტს, რომელიც უფრო თანმიმდევრული და სრულყოფილია. ფაქტიურად, მგგ ქალაქში ავტომობილების წილის გაზრდას გვთავაზობს რაც კიდევ უფრო გაზრდის საცობებს. მსუბუქი გადაადგილება არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც დამატებითი გადაადგილების საშუალება ქალაქში ყველაზე გავრცელებულ მობილობის საავმტომობილო მოდელთან ერთად. ეს არის სრულიად განსხვავებული მიდგომა ურბანული მობილობისა და ცხოვრების ხარისხის თვალსაზრისით", - ნათქვამია Institut d'aménagement et d'urbanisme d'Ile-deFrance''-ის სპეციალისტების რეკომენდაციებში.

 

 

bm.ge

 

 

 



სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულების ახლობლები ახალ დეტალებზე საუბრობენ

person access_time2017-11-25 13:08:09
ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაღუპულთა ახლობლებმა განუცხადეს, 11 დაღუპულიდან 8 ლიფტში იპოვეს, 1 - აუზში, 2 კი სასტუმროს სავარჯიშო...

„თუ დადასტურდა, რომ სახანძრო ნორმები დარღვეული იყო, პასუხს აგებენ ისინიც, ვინც სასტუმროს ექსპლუატაციის ნებართვა გასცა“

person access_time2017-11-25 02:04:47
„თუ დადასტურდა, რომ სახანძრო ნორმები დარღვეული იყო, პასუხს აგებენ ისინიც, ვინც სასტუმროს ექსპლუატაციის ნებართვა გასცა“, — ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.  მინისტრის განცხადებით,  სასტუმრო „ლეო გრანდში“  ხანძრის შედეგად 11 ადამიანია გარდაცვლილი. 15 ადამიანი გადაყვანილია კლინიკებში, მაგრამ მათი მდგომარეობა მძიმე არ არის. „ხანძრის...

„ლეო გრანდი“ - 40 მილიონ დოლარად აშენებული 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო

person access_time2017-11-25 01:13:10
სასტუმრო „ლეო გრანდი”, სადაც 24 ნოემბერს ძლიერი ხანძარი გაჩნდა, 2015 წლის 7 ივნისს გაიხსნა. სასტუმრო 5-ვარსკვლავიანია და მისი მშენებლობისთვის 40 მლნ. დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. პროექტის ინვესტორი  იყო თურქული კომპანია ”მერსინ ტურიზმი”. სასტუმროში განთავსებულია 180 ნომერი, საპრეზიდენტო აპარტამენტები, საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი, კლუბი და სპა ცენტრი. სასტუმროში 700-მდე ადამიანი დასაქმდა.  ”ეს უკვე მეორე ხუთვარსკვლავიანი...

შსს - სასტუმრო „ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 12 ადამიანი

person access_time2017-11-25 00:26:22
ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 12 ადამიანი, - აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „ამ ეტაპზე მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირება. მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. მათ შორის არიან როგორც სტუმრები, ასევე სასტუმროს თანამშრომლები. სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, სასტუმროში მყოფი ადამიანები გადაყვანილები არიან ბათუმის...

FAO: 2015-2016 წლებში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სავაჭრო გეოგრაფია შეიცვალა

person access_time2017-11-24 19:30:12
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) 12 პოსტსაბჭოთა ქვეყანაში აგროსასურსათო იმპორტ-ექსპორტის დინამიკა გაანალიზა და 2015-16 წლებში ვაჭრობის შეფერხებას და სურსათზე ფასების ზრდაზე განაცხადა. კვლევის მიხედვით, რეგიონის ყველა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპების შემცირების თანმდევი პროცესია ეროვნული ვალუტების დევალვაცია აშშ დოლარისა და ევროს მიმართ. გამომდინარე იქედან, რომ ამ ქვეყნების სასურსათო მოხმარებაში იმპორტის წილი მაღალია, შიდა ბაზრებზე სურსათის...


მსგავსი სიახლეები