„გაგარინის #10-ში მცხოვრები მოსახლეობის ქირის ხარჯებს მერია თავის თავზე აიღებს, აუცილებელია ამ სახლის დემონტაჟი“

access_time2017-11-14 16:40:12

კომუნიკაცია შედგა ადგილობრივ მოსახლეობასთან და მოხდა მათი გაყვანა. ყველა ხარჯს მერია თავის თავზე აიღებს. ეს არის ქირის ხარჯები , - ამის შესახებ თბილისის ახლად არჩეულმა მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გაგარინის ქუჩაზე მდებარე სახლთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, მოსახლეობასთან მოლაპარაკება შედგა.

 

 

„რაც შეეხება კონკრეტულ სახლს გაგარინის #10-ში, აუცილებელია მისი დემონტაჟი, რადგან ადამიანების სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს, ძალიან ბევრია ასეთი სახლები, შეიძლება ითქვას, რომ ყველა რაიონში არსებობს ავარიული სახლები. რაც შეეხება ჩვენს მიდგომას, ერთი არის ის, რომ ჩვენ ვაწარმოებთ რეაბილიტაციას, გამაგრებით სამუშაოებს და მეორე არის ის, რომ ინვესტორებს აუცილებლად შევუწყობთ ხელს, რომ პირადად აწარმოონ მოლაპარაკებები ამ ადამიანებთან და დათანხმების შემთხვევაში, სადაც თანხვედრაში მოვა ინვესტორის და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესი, მერიის მხრიდან იქნება თანადგომა, რომ ახალი საცხოვრებელიო კორპუსები აშენდეს და დააკმაყოფილოს ის ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ ადგილას ცხოვრობენ, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

BPN.GE 

 

 

 



სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულების ახლობლები ახალ დეტალებზე საუბრობენ

person access_time2017-11-25 13:08:09
ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაღუპულთა ახლობლებმა განუცხადეს, 11 დაღუპულიდან 8 ლიფტში იპოვეს, 1 - აუზში, 2 კი სასტუმროს სავარჯიშო...

„თუ დადასტურდა, რომ სახანძრო ნორმები დარღვეული იყო, პასუხს აგებენ ისინიც, ვინც სასტუმროს ექსპლუატაციის ნებართვა გასცა“

person access_time2017-11-25 02:04:47
„თუ დადასტურდა, რომ სახანძრო ნორმები დარღვეული იყო, პასუხს აგებენ ისინიც, ვინც სასტუმროს ექსპლუატაციის ნებართვა გასცა“, — ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.  მინისტრის განცხადებით,  სასტუმრო „ლეო გრანდში“  ხანძრის შედეგად 11 ადამიანია გარდაცვლილი. 15 ადამიანი გადაყვანილია კლინიკებში, მაგრამ მათი მდგომარეობა მძიმე არ არის. „ხანძრის...

„ლეო გრანდი“ - 40 მილიონ დოლარად აშენებული 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო

person access_time2017-11-25 01:13:10
სასტუმრო „ლეო გრანდი”, სადაც 24 ნოემბერს ძლიერი ხანძარი გაჩნდა, 2015 წლის 7 ივნისს გაიხსნა. სასტუმრო 5-ვარსკვლავიანია და მისი მშენებლობისთვის 40 მლნ. დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. პროექტის ინვესტორი  იყო თურქული კომპანია ”მერსინ ტურიზმი”. სასტუმროში განთავსებულია 180 ნომერი, საპრეზიდენტო აპარტამენტები, საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი, კლუბი და სპა ცენტრი. სასტუმროში 700-მდე ადამიანი დასაქმდა.  ”ეს უკვე მეორე ხუთვარსკვლავიანი...

შსს - სასტუმრო „ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 12 ადამიანი

person access_time2017-11-25 00:26:22
ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 12 ადამიანი, - აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „ამ ეტაპზე მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირება. მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. მათ შორის არიან როგორც სტუმრები, ასევე სასტუმროს თანამშრომლები. სხვადასხვა სირთულის ინტოქსიკაციის გამო, სასტუმროში მყოფი ადამიანები გადაყვანილები არიან ბათუმის...

FAO: 2015-2016 წლებში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სავაჭრო გეოგრაფია შეიცვალა

person access_time2017-11-24 19:30:12
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) 12 პოსტსაბჭოთა ქვეყანაში აგროსასურსათო იმპორტ-ექსპორტის დინამიკა გაანალიზა და 2015-16 წლებში ვაჭრობის შეფერხებას და სურსათზე ფასების ზრდაზე განაცხადა. კვლევის მიხედვით, რეგიონის ყველა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპების შემცირების თანმდევი პროცესია ეროვნული ვალუტების დევალვაცია აშშ დოლარისა და ევროს მიმართ. გამომდინარე იქედან, რომ ამ ქვეყნების სასურსათო მოხმარებაში იმპორტის წილი მაღალია, შიდა ბაზრებზე სურსათის...


მსგავსი სიახლეები