„შედეგები, რომლებიც დღეს გვაქვს, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ რაღაც გამოგვრჩა“ - პრემიერი არასრულწლოვანთა სისხლიან გარჩევაზე

access_time2017-12-07 11:25:59

ვერაზე, ორი მოზარდის მკვლელობის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ისაუბრა. „სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა ზომა იმისათვის, რომ ხორავას ქუჩის მსგავსი ტრაგედია არ განმეორდეს, - ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერმინისტრმა მთავრობის წევრებს კონკრეტული დავალებებიც მისცა.

 

„იმისათვის, რომ ეს პრობლემა გადავჭრათ, ჩვენ გვჭირდება საუბარი ჩვენს შვილებთან, ჩვენს ახალგაზრდებთან. მეტად უნდა მოვუსმინოთ მათ; მათ აქვთ იდეებიც, თავიანთი დამოკიდებულება, რომელიც შეიძლება, ამა თუ იმ საკითხის მიმართ ჩვენი დამოკიდებულებისგან განსხვავებული იყოს და ეს დამოკიდებულება, ძალიან ხშირ შემთხვევაში, გასათვალისწინებელი არის ხოლმე. უმოკლეს პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, განათლების სამინისტროსთან ერთად, მივიღოთ ზომები, რა არის გასაკეთებელი, რომ მოკლე პერიოდში მეტი დაცულობა უზრუნველვყოთ. ამასთან ერთად, ალბათ საჭიროა მუშაობა კანონმდებლობის კუთხითაც და მინდა, იუსტიციის მინისტრი ჩაერთოს. ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით არასრულწლოვანთა დანაშაულისადმი სახელმწიფოს დამოკიდებულების კუთხით, მაგრამ ვფიქრობ, შედეგები, რომლებიც დღეს გვაქვს, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ რაღაც გამოგვრჩა. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, მაქსიმალურად მოკლე მონაკვეთში, პირველ რიგში პრევენციული ზომები მივიღოთ ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მაგრამ უფრო საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ვიფიქროთ, რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს ფონი მოიხსნას. ჩვენ, მოზრდილებს გვმართებს პირველ რიგში ალბათ იმ აგრესიული ფონის მოხსნა, რომელიც ჩვენს საზოგადოებაშია, - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

 


პირველ დეკემბერს, ვერაზე, ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. რამდენიმე ოპერაციისა და ექიმების მცდელობის მიუხედავად, მძიმედ დაჭრილი მეორე მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა. დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობსი ბრალდებით, 2001 წელს დაბადებული პირი 2 დეკემბერს დააკავეს. 4 დეკემბრის საღამოს, მიმალვაში მყოფი კიდევ ერთი ბრალდებული პოლიციას ჩაბარდა.

 

კიდევ ერთი არასრულწოვანი მოკლეს 2 დეკემბერს სოფელ ოფშკვითში, 17 წლის მოზარდის მკცლელობაში ბრალდებულიც დაკავებულია.



გიორგი კვირიკაშვილი - „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მოხდა რეფორმების სრული კომპლექსით, რომლებიც საქართველოს მთავრობამ გაატარა“

person access_time2018-01-23 21:10:07
კორუფცია არ უნდა განვიხილოთ, როგორც ცალკე გამოწვევა სხვა გამოწვევებს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამართულ პანელზე გამოსვლისას განაცხადა.     პრემიერის თქმით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მოხდა რეფორმების სრული კომპლექსით, რომლებიც საქართველოს მთავრობამ გაატარა.     „საუბარია ეკონომიკის ღიაობაზე, როგორც სატარიფო, ისე არასატარიფო სავაჭრო ბარიერების...

გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენი ისტორიული ტერიტორიების ოკუპაცია დიდი პრობლემაა, რასაც კონსტრუქციული, პრინციპული მიდგომით უნდა გავუმკლავდეთ

person access_time2018-01-23 19:10:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უნდა მოიძებნოს რუსეთთან ისეთი ზონები და არეალი, რომელიც მომავალში შეიძლება გახდეს კონფლიქტების პოლიტიკური დარეგულირების პოზიტიური განხილვების დაწყების საფუძველი, ეს სფეროები შეიძლება იყოს ვაჭრობა, ტურიზმი, ჰუმანიტარული და კულტურული ურთიერთობები. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა დავოსის მსოფლიო...

თბილისში H&M-ის მეორე მაღაზია იხსნება

person access_time2018-01-23 17:00:23
მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საერთაშორისო სავაჭრო ბრენდი Hennes & Mauritz AB (H&M), რომელიც ცნობილია თავისი ბიზნესიდეით – ტრენდული სამოსი და ხარისხი საუკეთესო ფასად, მოდის მდგრადი განვითარებისათვის –სიამაყით აცხადებს თავისი მეორე მაღაზიის გახსნას საქართველოში.   როგორც კომერსანტს H&M Georgia-დან აცნობეს, მაღაზია 2018 წლის გაზაფხულზე სავაჭრო და გასართობ ქალაქ „ისთ ფოინთში გაიხსნება, რომლის მისამართია ალექსანდრე თვალჭრელიძის N2. ბრენდი 3...

გიორგი ხანიშვილი : „2017 წელს განადგურებული მოსავალი მხოლოდ აზიური ფაროსანას მავნებლობით არ იყო გამოწვეული“

person access_time2018-01-23 18:10:49
„2017 წელს განადგურებული მოსავალი მხოლოდ აზიური ფაროსანას მავნელობით არ იყო გამოწვეული“-ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ ისაუბრა.მისი განცხადებით, ამ შემთხვევაში ბაღების მოვლა-დამუშავება აუცილებლია.როგორც ხანიშვილი აცხადებს, აუცილებელია ადგილობრივმა ფერმერებმა საკუთარ ნაკვეთებში აგროკალენდრით გათვალსიწინებული ყველა ღონისძიება...

დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს დაახლოებით 40-მილიონ ლარამდე ამცირებს

person access_time0000-00-00 00:00:00
საპენსიო რეფორმა გავლენას ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზეც - სისტემის ამოქმედების შემდგომ, საბიუჯეტო ხარჯი დაახლოებით 150-მილიონი ლარი იქნება.   როგორც მთავრობა განმარტავს, კონტრიბუციის გაანგარიშება ხდება დარიცხული ხელფასიდან და შემდეგ მოხდება საშემოსავლოს 20%-ის გადახდა. საშემოსავლო დასაბეგრი ბაზის შემცირების გამო, ბიუჯეტში დაახლოებით 17 მლნ ლარამდე ნაკლები თანხა მობილიზდება. ასევე, გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ დამსაქმებელს თავის...


მსგავსი სიახლეები