2018 წლის 1-ლი იანვრიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება იწყება - რა ეღირება ავტომობილის ტექდათვალიერება

access_time2017-12-07 14:30:45

საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება სწორედ 2018 წლის 1-ელი იანვრიდან დაიწყება. ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება ქვეყანაში ეტაპობრივად განხორციელდება. ინსპექტირებას გაივლის საქართველოს მთელი ავტოპარკი მომდევნო ორი წლის განმავლობაში - 2019 წლის ბოლომდე. რაც შეეხება ფასებს, მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება 60 ლარი, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილების - 100 ლარი ეღირება. 


ყველა ავტომფლობელს, რომლის სატრანსპორტო საშუალებასაც აღმოაჩნდება ისეთი ხარვეზი, რაც ეწინააღმდეგება დადგენილ მოთხოვნებს, მიეცემა გონივრული ვადა (ერთთვიანი) პრობლემის მოსაგვარებლად. ამასთან, გამკაცრდება ინსპექტირების მოწმობის არქონის შემთხვევაში არსებული საჯარიმო სანქციები. უფრო კონკრეტულად კი, ფიზიკური პირისთვის ჯარიმა იქნება 50 ლარი, ხოლო იურიდიული პირებისთვის - 200 ლარი.


რაც შეეხება ისევ ტექდა\ტვალიერებას,  პირველ ეტაპზე, გამკაცრდება იმ ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირების პროცესი, რომლებიც, დღესაც სავალდებულო შემოწმებას ექვემდებარებიან, თუმცა, მათი ინსპექტირების პროცესი და ადმინისტრირება, მინიმუმ არაეფექტურია. ესენი არიან სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5ტ. ზემოთ) ავტომობილები.


პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დაწყების შემდგომ ეტაპზე, 2018 წლის 1-ელი ივლისიდან ინსპექტირებას გაივლიან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები.


1-ელი ოქტომბრიდან - დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილები (3.0 ძრავით და ზემოთ), რადგან ისინი მეტ საწვავს მოიხმარენ და შესაბამისად, მათგან მავნე გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურების მეტი საფრთხე არსებობს.


მომდევნო ეტაპზე - 2019 წლის 1-ელი იანვრიდან ინსპექტირებას გაივლის საქართველოს დანარჩენი ავტოპარკი - 2019 წლის ბოლომდე.


რაც შეეხება კონკრეტულ დეტალებს, ორი წლის განმავლობაში რომელი კატეგორიის მანქანები, რა ვადაში გაივლიან ინსპექტირებას და რა მოეთხოვებათ მათ, ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გაწერილია ტექნიკურ რეგლამენტში, რომელიც უკვე დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ. გრაფიკი გაწერილი იქნება ავტომანქანების რეგისტრაციის თარიღის (თვისა და რიცხვის) მიხედვით, რაც, პირველ რიგში, შესაბამისი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებს მისცემს საკმარის ვადას, მოემზადონ ტექდათვალიერებისთვის და ასევე თავიდან აგვაცილებს რიგების წარმოქმნის რისკებს.


უფრო კონკრეტულად კი, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელმა უნდა ნახოს სარეგისტრაციო მოწმობაში მანქანის გამოშვებისა და რეგისტრაციის თარიღი. რეგისტრაციის თარიღი (თვე) არის მისი ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის ბოლო ვადა. მაგალითად, თუ ავტომობილის რეგისტრაციის თარიღია 2010 წლის ნოემბერი, აღნიშნულმა ავტოსატრანსპორტო საშუალებას პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისთვის ბოლო ვადა დაწყებიდან ნოემბრამდე ექნება.


ავტომფლობელებისთვის ამოქმედდება საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული წესი, კერძოდ, 4 წლამდე ავტომანქანებისთვის ინსპექტირება არ იქნება საჭირო, 4-დან 6 წლამდე - ორ წელიწადში ერთხელ, 6-დან 8 წლამდე - ორ წელიწადში ერთხელ, ხოლო 8 წლის ზემოთ ასაკის ავტომანქანებისთვის - ყოველწლიურად. შეასაბამისად, მანქანის გამოშვების თარიღის მიხედვით, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი მიხვდება, მოუწევს თუ არა და რა პეროდულობით მის ავტომობილს ტექნიკური ინსპექტირების გავლა.



bpn.ge




მომგებიანი ბანკების რეიტინგი – 16-დან 15 მოგებაზეა

person access_time2017-12-18 19:30:37
1 დეკემბრისთვის 16-დან 15 მოგებაზეა და 90% 5 ბანკზე მოდის (L/Y – 13; 87%). ყველაზე მეტი მოგება საქართველოს ბანკს აქვს, 2016 წელს მოგების მაჩვენებლით პირველ ადგილზე თიბისი ბანკი იყო.                                                                        ...

Reuters: ევროკავშირი ბიტკოინთან დაკავშირებით ზომების გამკაცრებას აპირებს

person access_time2017-12-18 20:00:04
ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებით, ბიტკოინითა და სხვა კრიპტოვალუტებით მიმდინარე ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღსაკვეთად, ზომების გამკაცრება იგეგმება. Reuters-ის ინფორმაციით, ახალი წესის ამოქმედების შემდეგ ადამიანები წინასწარი გადახდის ბარათებით ანონიმური გადარიცხვების წარმოებას ვეღარ შეძლებენ. „დღევანდელი გადაწყვეტილებით, გადახდები გახდება უფრო მეტად გამჭვირვალე, რაც ხელს შეუწყობს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციას,“...

ზვიად ციკოლია თვითმფრინავის პრეზენტაციას იანვარში გამართავს

person access_time2017-12-18 16:00:06
როგორ აქცია რეალობად ლუდის სმის დროს დაბადებული იდეა ზვიად ციკოლიამ დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ პირველი ქართული თვითმფრინავი შექმნა. ერთადგილიანი თვითმფრინავის შექმნის იდეა მეგობრებს რამდენიმე წლის წინ გაუჩნდათ, თუმცა ფინანსების არქონის გამო მისი განხორციელება აქამდე ვერ მოხერხდა. რამდენიმე დღეში კი პატარა, ლაჟვარდისფერი თვითმფრინავის პრეზენტაცია მალე შედგება – მას ციკოლიამ „ლიზი” უწოდა, თავისი პატარა ძმისშვილის...

ზურაბ ალავიძე: 2018-2020 წლებში საგზაო ინფრასტრუქტურაში 4,5 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტები განხორციელდება

person access_time2017-12-18 15:00:28
2018-2020 წლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით 4, 5 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტები განხორციელდება იგეგმება - ამის შესახებ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დღეს გამრთულ, მეგზევის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.     ზურაბ ალავიძემ მეგზევეებს პროფესიული დღე მიულოცა, საგზაო სექტორში დღეს არსებულ მიღწევებსა და სამომავლო გამოწვევებზე ისაუბრა. მინისტრმა გამოსვლისას, ხაზი გაუსვა სივრცითი მოწყობის გეგმის შესრულების...

ჯანდაცვის სამინისტრო მაღალმთიან სოფლებში სამედიცინო მომსახურების პრობლემას უარყოფს

person access_time2017-12-18 17:30:41
„მაღალმთიან რეგიონებში პირველადი სამედიცინო დახმარების მინიმალური სტანდარტები საკმარისია, როგორც პაციენტის დიაგნოსტიკისთვის, ასევე პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის“, - ასე ეხმაურება „კომერსანტთან“ საუბრისას, მაღალმთიან რეგიონებში არსებულ პირველად სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებულ პრობლემას ჯანდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი ქეთევან გოგინაშვილი.    მაღალმთიან სოფლებში პირველადი...


მსგავსი სიახლეები