ფინანსთა მინისტრი სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს წევრებს შეხვდა

access_time2017-12-07 13:43:48

მაკროეკონომიკური მდგომარეობასა და ფინანსთა სამინისტროში მომავალი წლიდან დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს წევრებთან შეხვედრისას. ამის შესახებ „კომერსანტს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს. 

 



როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ბიზნეს სექტორთან აქტიური კომუნიკაცია და შეხვედრები კვლავ გაგრძელდება. მისი თქმით, 2018 წელს რეფორმების გარდა, იგეგმება მნიშვნელოვანი ცვლილებები ხარისხობრივ ნაწილში, რათა არსებული პროცესები, მათ შორის, საბაჟო მიმართულებით, გახდეს უფრო დახვეწილი და თანამედროვე.

 



„ჩვენ ვისაუბრეთ იმ რეფორმაზე, რომელიც მომავალი წლიდან დაგეგმილია ფინანსთა სამინისტროში, მათ შორისაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობის დაბრუნების პროცედურების ავტომატიზებული სისტემის დანერგვას ითვალისწინებს. მუშავდება სისტემა, რათა მეწარმეს არანაირ დამატებით ბიუროკრატიასთან არ ჰქონდეს შეხება და მხოლოდ ელექტრონული განაცხადის შევსების საფუძველზე, შესაძლებელი იყოს დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნება 5-7 სამუშაო დღეში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საშუალო და მცირე ბიზნესისთვის, მათი საქმიანობის სტიმულირებისთვის, რადგან ბიზნესს ექნება დამატებითი ფინანსური რესურსი განვითარებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრაზე ჩვენ მოვისმინეთ ძალიან საინტერესო მოსაზრებები და შევთანხმდით, რომ ურთიერთობა ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

 



„ესაა საჯარო კერძო დიალოგის ძალიან კარგი მაგალითი. შეხვედრაზე განვიხილეთ ბევრი საკითხი, რომელიც აქტუალური იყო კერძო სექტორისთვის, ასევე, მოხდა განბაჟების დროებითი სისტემის, „ATA წიგნაკის, რომელსაც სავაჭრო-სამრეწველო პალატა და ფინანსთა სამინისტრო ერთობლივი თანამშრომლობით ახორციელებენ, პრეზენტაცია. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და იყო ძალიან აქტიური ჩართულობა ასოციაციების მხრიდან, - აღნიშნა სავაჭრო- სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ნინო ჩიქოვანმა.

 



პალატის საბჭოს წევრები, ასევე, გაეცნენ ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობას.

 

 

 



მომგებიანი ბანკების რეიტინგი – 16-დან 15 მოგებაზეა

person access_time2017-12-18 19:30:37
1 დეკემბრისთვის 16-დან 15 მოგებაზეა და 90% 5 ბანკზე მოდის (L/Y – 13; 87%). ყველაზე მეტი მოგება საქართველოს ბანკს აქვს, 2016 წელს მოგების მაჩვენებლით პირველ ადგილზე თიბისი ბანკი იყო.                                                                        ...

Reuters: ევროკავშირი ბიტკოინთან დაკავშირებით ზომების გამკაცრებას აპირებს

person access_time2017-12-18 20:00:04
ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებით, ბიტკოინითა და სხვა კრიპტოვალუტებით მიმდინარე ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღსაკვეთად, ზომების გამკაცრება იგეგმება. Reuters-ის ინფორმაციით, ახალი წესის ამოქმედების შემდეგ ადამიანები წინასწარი გადახდის ბარათებით ანონიმური გადარიცხვების წარმოებას ვეღარ შეძლებენ. „დღევანდელი გადაწყვეტილებით, გადახდები გახდება უფრო მეტად გამჭვირვალე, რაც ხელს შეუწყობს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციას,“...

ზვიად ციკოლია თვითმფრინავის პრეზენტაციას იანვარში გამართავს

person access_time2017-12-18 16:00:06
როგორ აქცია რეალობად ლუდის სმის დროს დაბადებული იდეა ზვიად ციკოლიამ დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ პირველი ქართული თვითმფრინავი შექმნა. ერთადგილიანი თვითმფრინავის შექმნის იდეა მეგობრებს რამდენიმე წლის წინ გაუჩნდათ, თუმცა ფინანსების არქონის გამო მისი განხორციელება აქამდე ვერ მოხერხდა. რამდენიმე დღეში კი პატარა, ლაჟვარდისფერი თვითმფრინავის პრეზენტაცია მალე შედგება – მას ციკოლიამ „ლიზი” უწოდა, თავისი პატარა ძმისშვილის...

ზურაბ ალავიძე: 2018-2020 წლებში საგზაო ინფრასტრუქტურაში 4,5 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტები განხორციელდება

person access_time2017-12-18 15:00:28
2018-2020 წლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით 4, 5 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტები განხორციელდება იგეგმება - ამის შესახებ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დღეს გამრთულ, მეგზევის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.     ზურაბ ალავიძემ მეგზევეებს პროფესიული დღე მიულოცა, საგზაო სექტორში დღეს არსებულ მიღწევებსა და სამომავლო გამოწვევებზე ისაუბრა. მინისტრმა გამოსვლისას, ხაზი გაუსვა სივრცითი მოწყობის გეგმის შესრულების...

ჯანდაცვის სამინისტრო მაღალმთიან სოფლებში სამედიცინო მომსახურების პრობლემას უარყოფს

person access_time2017-12-18 17:30:41
„მაღალმთიან რეგიონებში პირველადი სამედიცინო დახმარების მინიმალური სტანდარტები საკმარისია, როგორც პაციენტის დიაგნოსტიკისთვის, ასევე პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის“, - ასე ეხმაურება „კომერსანტთან“ საუბრისას, მაღალმთიან რეგიონებში არსებულ პირველად სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებულ პრობლემას ჯანდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი ქეთევან გოგინაშვილი.    მაღალმთიან სოფლებში პირველადი...


მსგავსი სიახლეები