ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი განცხადებას ავრცელებს

access_time2017-12-07 15:25:08

ჯორჯიან უთერ ენდ ფაური ეხმაურება თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტის დავით სუბელიანის განცხადებას და აცხადებს, რომ ჯივიპი არის ქვეყნის სტრატეგიული ობიექტი, რომელიც სასმელი წყლით უზრუნველყოფს ქალაქ თბილისს. თანამშრომელთა უმეტესობა ყოველდღიურად ასრულებს მაღალი რისკის შემცველ ტექნიკურ სამუშოებს, მართავს მძიმე სპეცტექნიკას და მუშაობს მიწისქვეშა კომუნიკაციებზე. ჩვენ პასუხისმგებელი ვართ თითოეული თანამშრომლის სიცოცხლის უსაფრთხოებაზე, ასევე იმ არეალზე, სადაც მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. სტრატეგიულ ობიექტებზე, რისკის შემცველი სამუშაოს შესრულების დროს სახიფათოა თანამშრომლების მიერ ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული საშუალებების გამოყენება.



გამოვლინდა რამდენიმე კონკრეტული შემთხვევა, როდესაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი თანამშრომლები ასრულებდნენ სწორედ ასეთი ტიპის ტექნიკურ სამუშოებს. მათი და მათ გვერდით მომუშავე თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვის და პრევენციის მიზნით, კომპანიამ შეამოწმა მათი მდგომარეობა.



ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის პრიორიტეტია თითოეული თანამშრომლისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა.






მომგებიანი ბანკების რეიტინგი – 16-დან 15 მოგებაზეა

person access_time2017-12-18 19:30:37
1 დეკემბრისთვის 16-დან 15 მოგებაზეა და 90% 5 ბანკზე მოდის (L/Y – 13; 87%). ყველაზე მეტი მოგება საქართველოს ბანკს აქვს, 2016 წელს მოგების მაჩვენებლით პირველ ადგილზე თიბისი ბანკი იყო.                                                                        ...

Reuters: ევროკავშირი ბიტკოინთან დაკავშირებით ზომების გამკაცრებას აპირებს

person access_time2017-12-18 20:00:04
ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებით, ბიტკოინითა და სხვა კრიპტოვალუტებით მიმდინარე ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღსაკვეთად, ზომების გამკაცრება იგეგმება. Reuters-ის ინფორმაციით, ახალი წესის ამოქმედების შემდეგ ადამიანები წინასწარი გადახდის ბარათებით ანონიმური გადარიცხვების წარმოებას ვეღარ შეძლებენ. „დღევანდელი გადაწყვეტილებით, გადახდები გახდება უფრო მეტად გამჭვირვალე, რაც ხელს შეუწყობს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციას,“...

ზვიად ციკოლია თვითმფრინავის პრეზენტაციას იანვარში გამართავს

person access_time2017-12-18 16:00:06
როგორ აქცია რეალობად ლუდის სმის დროს დაბადებული იდეა ზვიად ციკოლიამ დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ პირველი ქართული თვითმფრინავი შექმნა. ერთადგილიანი თვითმფრინავის შექმნის იდეა მეგობრებს რამდენიმე წლის წინ გაუჩნდათ, თუმცა ფინანსების არქონის გამო მისი განხორციელება აქამდე ვერ მოხერხდა. რამდენიმე დღეში კი პატარა, ლაჟვარდისფერი თვითმფრინავის პრეზენტაცია მალე შედგება – მას ციკოლიამ „ლიზი” უწოდა, თავისი პატარა ძმისშვილის...

ზურაბ ალავიძე: 2018-2020 წლებში საგზაო ინფრასტრუქტურაში 4,5 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტები განხორციელდება

person access_time2017-12-18 15:00:28
2018-2020 წლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით 4, 5 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტები განხორციელდება იგეგმება - ამის შესახებ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დღეს გამრთულ, მეგზევის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.     ზურაბ ალავიძემ მეგზევეებს პროფესიული დღე მიულოცა, საგზაო სექტორში დღეს არსებულ მიღწევებსა და სამომავლო გამოწვევებზე ისაუბრა. მინისტრმა გამოსვლისას, ხაზი გაუსვა სივრცითი მოწყობის გეგმის შესრულების...

ჯანდაცვის სამინისტრო მაღალმთიან სოფლებში სამედიცინო მომსახურების პრობლემას უარყოფს

person access_time2017-12-18 17:30:41
„მაღალმთიან რეგიონებში პირველადი სამედიცინო დახმარების მინიმალური სტანდარტები საკმარისია, როგორც პაციენტის დიაგნოსტიკისთვის, ასევე პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის“, - ასე ეხმაურება „კომერსანტთან“ საუბრისას, მაღალმთიან რეგიონებში არსებულ პირველად სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებულ პრობლემას ჯანდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი ქეთევან გოგინაშვილი.    მაღალმთიან სოფლებში პირველადი...


მსგავსი სიახლეები