თბილისის მერიაში სპეციალური ჯგუფი შეიქმნა, რომელიც კვირაში ორჯერ მოქალაქეებთან შეხვედრას გამართავს

access_time2017-12-07 16:35:36

თბილისის მერიაში სპეციალური ჯგუფი შეიქმნა, რომელიც კვირაში ორჯერ მოქალაქეებთან შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

 

კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მერთან შეხვედრის მოთხოვნით ყოველდღიურად მერიაში უამრავი განცხადება შედის. მერიასა და მოქალაქეებს შორის კოორდინაციის გამარტივებისა და გაუმჯობესების მიზნით, სპეციალური ჯგუფი თბილისელების პრობლემების შესახებ ინფორმაციას მოისმენს და სამსახურების კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება მოხდება.

 

 

„ყოველდღიურად დედაქალაქის მერთან შეხვედრის მოთხოვნით შემოდის უამრავი განცხადება, ასევე, ცხელ ხაზზე რეკავენ მოქალაქეები, ბევრი პირადადაც მიკავშირდება, ფეისბუქზე, მერიის ფეისბუქზე უამრავი მოთხოვნაა. ბუნებრივია, ფიზიკურად არ მეყოფა დრო იმისთვის, რომ თითოეულ მათგანს შევხვდე. იმის გამო, რომ არ მინდა, რომელიმე მათგანი დამრჩეს უკმაყოფილო ან განაწყენებული და სწორი ფორმა მიეცეს ამ ყველაფერს, ასევე, იმისთვის, რომ მერიისა და მოქალაქეების კოორდინაცია კიდევ უფრო გამართული იყოს, მივიღე გადაწყვეტილება, შეიქმნას სპეციალური ჯგუფი. ეს ჯგუფი კვირაში ორჯერ შეხვდება მოქალაქეებს და მათი პრობლემების შესახებ ინფორმაციას მოისმენს, რაზეც, ჩვენი სამსახურების კომპეტენციის და კანონის ფარგლებში, შესაბამისი რეაგირება მოხდება,"- აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

 

 

კახა კალაძის თქმით, მოქალაქეებთან შეხვედრები მომავალი კვირიდან დაიწყება და ხუთშაბათს, დილის 10:00-დან 15:00 საათამდე, ხოლო პარასკევს 13:00-18:00-მდე გაიმართება.

 

 

 

 



მომგებიანი ბანკების რეიტინგი – 16-დან 15 მოგებაზეა

person access_time2017-12-18 19:30:37
1 დეკემბრისთვის 16-დან 15 მოგებაზეა და 90% 5 ბანკზე მოდის (L/Y – 13; 87%). ყველაზე მეტი მოგება საქართველოს ბანკს აქვს, 2016 წელს მოგების მაჩვენებლით პირველ ადგილზე თიბისი ბანკი იყო.                                                                        ...

Reuters: ევროკავშირი ბიტკოინთან დაკავშირებით ზომების გამკაცრებას აპირებს

person access_time2017-12-18 20:00:04
ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებით, ბიტკოინითა და სხვა კრიპტოვალუტებით მიმდინარე ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღსაკვეთად, ზომების გამკაცრება იგეგმება. Reuters-ის ინფორმაციით, ახალი წესის ამოქმედების შემდეგ ადამიანები წინასწარი გადახდის ბარათებით ანონიმური გადარიცხვების წარმოებას ვეღარ შეძლებენ. „დღევანდელი გადაწყვეტილებით, გადახდები გახდება უფრო მეტად გამჭვირვალე, რაც ხელს შეუწყობს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციას,“...

ზვიად ციკოლია თვითმფრინავის პრეზენტაციას იანვარში გამართავს

person access_time2017-12-18 16:00:06
როგორ აქცია რეალობად ლუდის სმის დროს დაბადებული იდეა ზვიად ციკოლიამ დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ პირველი ქართული თვითმფრინავი შექმნა. ერთადგილიანი თვითმფრინავის შექმნის იდეა მეგობრებს რამდენიმე წლის წინ გაუჩნდათ, თუმცა ფინანსების არქონის გამო მისი განხორციელება აქამდე ვერ მოხერხდა. რამდენიმე დღეში კი პატარა, ლაჟვარდისფერი თვითმფრინავის პრეზენტაცია მალე შედგება – მას ციკოლიამ „ლიზი” უწოდა, თავისი პატარა ძმისშვილის...

ზურაბ ალავიძე: 2018-2020 წლებში საგზაო ინფრასტრუქტურაში 4,5 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტები განხორციელდება

person access_time2017-12-18 15:00:28
2018-2020 წლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით 4, 5 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტები განხორციელდება იგეგმება - ამის შესახებ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დღეს გამრთულ, მეგზევის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.     ზურაბ ალავიძემ მეგზევეებს პროფესიული დღე მიულოცა, საგზაო სექტორში დღეს არსებულ მიღწევებსა და სამომავლო გამოწვევებზე ისაუბრა. მინისტრმა გამოსვლისას, ხაზი გაუსვა სივრცითი მოწყობის გეგმის შესრულების...

ჯანდაცვის სამინისტრო მაღალმთიან სოფლებში სამედიცინო მომსახურების პრობლემას უარყოფს

person access_time2017-12-18 17:30:41
„მაღალმთიან რეგიონებში პირველადი სამედიცინო დახმარების მინიმალური სტანდარტები საკმარისია, როგორც პაციენტის დიაგნოსტიკისთვის, ასევე პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის“, - ასე ეხმაურება „კომერსანტთან“ საუბრისას, მაღალმთიან რეგიონებში არსებულ პირველად სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებულ პრობლემას ჯანდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი ქეთევან გოგინაშვილი.    მაღალმთიან სოფლებში პირველადი...


მსგავსი სიახლეები