ჭავჭავაძის გამზირზე Radisson RED-ის ბრენდის სასტუმრო 2019 წელს გაიხსნება (ფოტო)

access_time2018-01-12 16:20:00

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე Radisson RED-ის ბრენდის სასტუმროს გახსნა 2019 წლის მეორე ნახევარში იგეგმება.

 

/

 

ბრენდი სასტუმროების საერთაშორისო ჯგუფის Rezidor Hotel Group-ში შედის. ჯგუფის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის ელი იონესის განცხადებით,აღმოსავლეთ ევროპა ძალიან მზარდი ბაზარია მოგზაურობისა და ტურიზმისთვის, საქართველოს კი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ტემპი აქვს ტურიზმის ზრდის კუთხით რეგიონში. „ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ვაფართოებთ ჩვენს წარმომადგენლობას თბილისში და შემოგვყავს ახალი ბრენდი Radisson RED-ი. ბრენდი შთაგონებულია ხელოვნებით, მუსიკით, მოდით და არღვევს სასტუმროს ტრადიციულ მოდელს. ჩვენ გვჯერა, რომ Radisson RED-ი ჭავჭავაძეზე საქართველოში სტუმართმასპინძლობას ახალ საფეხურზე აიყვანს“, – აცხადებს იონესი.

 

/

 


პროექტის პარტნიორი საქართველოში კომპანია Commerce Group-ია, რომლის დამფუძენებელი ლაურა ღაჭავაა. პროექტების მენეჯერი გიორგი გედევანიშვილი აცხადებს, რომ რეზიდორი ერთ-ერთი ძლიერი და ინოვაციური ბრენდია და მოხარულები არიან, რომ თანამშრომლობას იწყებენ Rezidor Hotel Group-თან. სასტუმრო განკუთვნილი იქნება ბიზნეს მოგზაურებისთვის, აქვე იქნება რესტორანი, ტერასა და ბარი.

 

/


როგორც ლაურა ღაჭავა „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, სასტუმრო 100 ნომრისგან შედგება.

 

 „დედაქალაქის მერიისგან ნებართვა მივიღეთ. ახლა გარკვეული საკითხებია შესათანხმებელია არქიტექტრის სამსახურთან. მშენებლობის დაწყების ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით. საბოლოოდ სასტუმროს გახსნის თარიღი კი 2019 წლის მეორე ნახევარია“, - აცხადებს ლაურა ღაჭავა.

/

 

ავტორი: თეონა კენჭიაშვილი

 



„კომერსანტის“ შეკითხვა საქართველოს პარლამენტის წევრებს!

person access_time2018-01-18 19:00:52
მედიაჰოლდინგი „კომერსანტი“ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს შეკითხვით მიმართავს. ხელისუფლებაში მეორე ვადით მოსული მმართველი პარტიის მთავარი ლოზუნგი „კეთილდღეობა და სწრაფი განვითარებაა“. ამ ფონზე კი გადახდისუუნარო მოსახლეობის რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს. საქართველოს მოსახლეობის 6,3% გადახდისუუნაროა. აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, ბაზაში ჩანაწერების რაოდენობამ უკვე 234 ათასს გადააჭარბა, რაც თითქმის 4,7...

„ვაქცინები, რომლებიც დღეს არის საქართველოში არის მაღალხარისხიანი“ - დავით სერგეენკო ვაქცინაციაზე დამატებით განმარტებებს აკეთებს

person access_time2018-01-18 18:30:48
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ვაქცინაციასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს აკეთებს. როგორც მინისტრმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ იმუნიზაციის პროგრამით, სავარაუდოდ, ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი 29 ათასი ვაქცინა გაიხარჯა, სიმართლეს არ შეესაბამება. „გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. სიმართლეს არ შეესაბამება არცერთი პუნქტი. პირველი, რომ ეს პრობლემა ვრცელდებოდა მთლიანად იმუნიზაციის...

მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში შესაძლოა, მისი სამართალმემკვიდრე მოიძებნოს

person access_time2018-01-18 17:24:15
იმ შემთხვევაში, თუ სესხის ამღები პირი გარდაიცვალა, სესხის ამომღებ კომპანიას ამ სესხის მოთხოვნის უფლება აქვს, – განაცხადა პრობლემური აქტივების ბიუროს დირექტორმა, ლაშა ნოზაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“. „ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, გარდაცვლილი პირის სამართალმემკვიდრე მოიძებნოს, რაც სამართალდარღვევა არ არის“, – განაცხადა ლაშა ნოზაძემ. მისივე თქმით, თუ ონლაინსესხების კომპანია კონკრეტული მომხმარებლის წინააღმდეგ...

CNNMoney: 2018 მსოფლიოსთვის უარესი იქნება

person access_time2018-01-18 20:00:41
მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოკითხული ექსპერტების 90%-ზე მეტი აცხადებს, რომ 2018 წელს მსოფლიოს წამყვან ძალებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კონფრონტაცია კიდევ უფრო გამწვავდება. 80%-ის აზრით, მიმდინარე წელს გაზრდილია ომის შანსები. მთავარ პრობლემებს შორის ექსპერტები პოლიტიკურ დაძაბულობას, პროტექციონიზმს, გარემოს დაცვის მიმართულებით დეგრადაციასა და კიბერთავდასხმებს ასახელებენ. „საერთაშორისო ბაზრების მოცულობა იზრდება, ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაში არაა. თუმცა მოქალაქეები...

„მიწის ნაკვეთის ნაწილი პლიაჟის და ტბორის ტერიტორიაა“ - ქონების მართვის სააგენტო ფოთში საინვესტიციო პროექტის შეჩერების მიზეზებზე

person access_time2018-01-19 10:00:47
ფოთში მსხვილი საინვესტიციო პროექტი გაჩერების მიზეზებს ფოთის მერიის შემდეგ „კომერსანტთან“ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოც განმარტავს. საუბარია, შპს „არიკ დეველომენტის“ მიერ ფოთში 5 მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობაზე. როგორც „კომერსანტს“ სააგენტოდან აცნობეს, აღნიშნული პროექტზე უარის თქმის რამდენიმე მიზეზი არსებობდა, მათ შორის, მთავარი ისაა, რომ ტერიტორია ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონაში მდებარეობს. როგორც სააგენტოში აცხადებენ, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო...


მსგავსი სიახლეები