სადახლოზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

access_time2018-01-12 11:57:21

11 იანვარს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“, 2000 ღერი არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის ფაქტი გამოვლინდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებულ სიგარეტთან ერთად 17,65 ლიტრი ალკოჰოლური სასმელი, რუსეთის მოქალაქის, ლ.ვ-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერებისას აღმოაჩინეს.


საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა.






გიორგი კვირიკაშვილი - „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მოხდა რეფორმების სრული კომპლექსით, რომლებიც საქართველოს მთავრობამ გაატარა“

person access_time2018-01-23 21:10:07
კორუფცია არ უნდა განვიხილოთ, როგორც ცალკე გამოწვევა სხვა გამოწვევებს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამართულ პანელზე გამოსვლისას განაცხადა.     პრემიერის თქმით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მოხდა რეფორმების სრული კომპლექსით, რომლებიც საქართველოს მთავრობამ გაატარა.     „საუბარია ეკონომიკის ღიაობაზე, როგორც სატარიფო, ისე არასატარიფო სავაჭრო ბარიერების...

გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენი ისტორიული ტერიტორიების ოკუპაცია დიდი პრობლემაა, რასაც კონსტრუქციული, პრინციპული მიდგომით უნდა გავუმკლავდეთ

person access_time2018-01-23 19:10:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უნდა მოიძებნოს რუსეთთან ისეთი ზონები და არეალი, რომელიც მომავალში შეიძლება გახდეს კონფლიქტების პოლიტიკური დარეგულირების პოზიტიური განხილვების დაწყების საფუძველი, ეს სფეროები შეიძლება იყოს ვაჭრობა, ტურიზმი, ჰუმანიტარული და კულტურული ურთიერთობები. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა დავოსის მსოფლიო...

თბილისში H&M-ის მეორე მაღაზია იხსნება

person access_time2018-01-23 17:00:23
მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საერთაშორისო სავაჭრო ბრენდი Hennes & Mauritz AB (H&M), რომელიც ცნობილია თავისი ბიზნესიდეით – ტრენდული სამოსი და ხარისხი საუკეთესო ფასად, მოდის მდგრადი განვითარებისათვის –სიამაყით აცხადებს თავისი მეორე მაღაზიის გახსნას საქართველოში.   როგორც კომერსანტს H&M Georgia-დან აცნობეს, მაღაზია 2018 წლის გაზაფხულზე სავაჭრო და გასართობ ქალაქ „ისთ ფოინთში გაიხსნება, რომლის მისამართია ალექსანდრე თვალჭრელიძის N2. ბრენდი 3...

გიორგი ხანიშვილი : „2017 წელს განადგურებული მოსავალი მხოლოდ აზიური ფაროსანას მავნებლობით არ იყო გამოწვეული“

person access_time2018-01-23 18:10:49
„2017 წელს განადგურებული მოსავალი მხოლოდ აზიური ფაროსანას მავნელობით არ იყო გამოწვეული“-ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ ისაუბრა.მისი განცხადებით, ამ შემთხვევაში ბაღების მოვლა-დამუშავება აუცილებლია.როგორც ხანიშვილი აცხადებს, აუცილებელია ადგილობრივმა ფერმერებმა საკუთარ ნაკვეთებში აგროკალენდრით გათვალსიწინებული ყველა ღონისძიება...

დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს დაახლოებით 40-მილიონ ლარამდე ამცირებს

person access_time0000-00-00 00:00:00
საპენსიო რეფორმა გავლენას ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზეც - სისტემის ამოქმედების შემდგომ, საბიუჯეტო ხარჯი დაახლოებით 150-მილიონი ლარი იქნება.   როგორც მთავრობა განმარტავს, კონტრიბუციის გაანგარიშება ხდება დარიცხული ხელფასიდან და შემდეგ მოხდება საშემოსავლოს 20%-ის გადახდა. საშემოსავლო დასაბეგრი ბაზის შემცირების გამო, ბიუჯეტში დაახლოებით 17 მლნ ლარამდე ნაკლები თანხა მობილიზდება. ასევე, გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ დამსაქმებელს თავის...


მსგავსი სიახლეები