„სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა იმ პროფესიის ადამიანებს მოამზადებს, რომელთა დასაქმებაც პრაქტიკულად გარანტირებულია"

access_time2018-01-12 15:53:15

„2800 მეტრის სიმაღლეზე ოფიციალურად გაიხსნა სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა. ძალიან მნიშვნელოვანია მისი გახსნა, რადგან ამ სკოლაში სწორედ იმ პროფესიის ადამიანები მომზადდებიან, რომელთა დასაქმებაც პრაქტიკულად გარანტირებულია და ვინც ჩვენს ქვეყანას ტურიზმის განვითარების მიმართულებით ძალიან სჭირდება," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გუდაურში სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის ოფიციალურ გახსნაზე.


სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა მიზნად ისახავს სათავგადასავლო ტურიზმის სფეროში და სხვა მასთან დაკავშირებული მაღალი რისკის აქტივობებში ჩართული კადრების (საფეხმავლო, ალპური, სათხილამურო და სამთო გამყოლების, სამთო სპორტის სახეობებისა და სათავგადასავლო აქტივობების ინსტრუქტორების) პროფესიულ მომზადებას, ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც გაზრდის საქართველოში უსაფრთხოებას.



ტურისტული სასწავლებლის ოფიციალურ გახსნას ასევე დაესწრნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" დირექტორი ალექსანდრე ონოფრიშვილი და სამთო გამყოლთა დარგის სპეციალისტები.



„კომერსანტის“ შეკითხვა საქართველოს პარლამენტის წევრებს!

person access_time2018-01-18 19:00:52
მედიაჰოლდინგი „კომერსანტი“ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს შეკითხვით მიმართავს. ხელისუფლებაში მეორე ვადით მოსული მმართველი პარტიის მთავარი ლოზუნგი „კეთილდღეობა და სწრაფი განვითარებაა“. ამ ფონზე კი გადახდისუუნარო მოსახლეობის რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს. საქართველოს მოსახლეობის 6,3% გადახდისუუნაროა. აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, ბაზაში ჩანაწერების რაოდენობამ უკვე 234 ათასს გადააჭარბა, რაც თითქმის 4,7...

„ვაქცინები, რომლებიც დღეს არის საქართველოში არის მაღალხარისხიანი“ - დავით სერგეენკო ვაქცინაციაზე დამატებით განმარტებებს აკეთებს

person access_time2018-01-18 18:30:48
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ვაქცინაციასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს აკეთებს. როგორც მინისტრმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ იმუნიზაციის პროგრამით, სავარაუდოდ, ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი 29 ათასი ვაქცინა გაიხარჯა, სიმართლეს არ შეესაბამება. „გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. სიმართლეს არ შეესაბამება არცერთი პუნქტი. პირველი, რომ ეს პრობლემა ვრცელდებოდა მთლიანად იმუნიზაციის...

მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში შესაძლოა, მისი სამართალმემკვიდრე მოიძებნოს

person access_time2018-01-18 17:24:15
იმ შემთხვევაში, თუ სესხის ამღები პირი გარდაიცვალა, სესხის ამომღებ კომპანიას ამ სესხის მოთხოვნის უფლება აქვს, – განაცხადა პრობლემური აქტივების ბიუროს დირექტორმა, ლაშა ნოზაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“. „ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, გარდაცვლილი პირის სამართალმემკვიდრე მოიძებნოს, რაც სამართალდარღვევა არ არის“, – განაცხადა ლაშა ნოზაძემ. მისივე თქმით, თუ ონლაინსესხების კომპანია კონკრეტული მომხმარებლის წინააღმდეგ...

CNNMoney: 2018 მსოფლიოსთვის უარესი იქნება

person access_time2018-01-18 20:00:41
მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოკითხული ექსპერტების 90%-ზე მეტი აცხადებს, რომ 2018 წელს მსოფლიოს წამყვან ძალებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კონფრონტაცია კიდევ უფრო გამწვავდება. 80%-ის აზრით, მიმდინარე წელს გაზრდილია ომის შანსები. მთავარ პრობლემებს შორის ექსპერტები პოლიტიკურ დაძაბულობას, პროტექციონიზმს, გარემოს დაცვის მიმართულებით დეგრადაციასა და კიბერთავდასხმებს ასახელებენ. „საერთაშორისო ბაზრების მოცულობა იზრდება, ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაში არაა. თუმცა მოქალაქეები...

„მიწის ნაკვეთის ნაწილი პლიაჟის და ტბორის ტერიტორიაა“ - ქონების მართვის სააგენტო ფოთში საინვესტიციო პროექტის შეჩერების მიზეზებზე

person access_time2018-01-19 10:00:47
ფოთში მსხვილი საინვესტიციო პროექტი გაჩერების მიზეზებს ფოთის მერიის შემდეგ „კომერსანტთან“ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოც განმარტავს. საუბარია, შპს „არიკ დეველომენტის“ მიერ ფოთში 5 მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობაზე. როგორც „კომერსანტს“ სააგენტოდან აცნობეს, აღნიშნული პროექტზე უარის თქმის რამდენიმე მიზეზი არსებობდა, მათ შორის, მთავარი ისაა, რომ ტერიტორია ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონაში მდებარეობს. როგორც სააგენტოში აცხადებენ, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო...


მსგავსი სიახლეები