2017 წელს რძის პროდუქტების მწარმოებელი 56 კომპანია დაჯარიმდა

access_time2018-01-12 16:24:58

2017 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძის პროდუქტების მწარმოებელ, გადამამუშავებელ და რეალიზატორ ბიზნესოპერატორებთან 424 სახელმწიფო კონტროლი განახორციელა, მათ შორის, 373 ინსპექტირება და 51 დოკუმენტური შემოწმება. გამოვლენილი დარღვევების გამო დაჯარიმდა 56 ბიზნესოპერატორი, მათგან 11-ს, კრიტიკული შეუსაბამობების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ამის შესახებ „კომერსანტს“ სააგენტოდან აცნობეს.



საწარმოების სანიტარიულ მდგომარეობასთან ერთად, შემოწმდა პროდუქციის შესაბამისობა რძის ტექნიკურ რეგლამენტთან. ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა 24 ბიზნესოპერატორი. რძესა და რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმის შემცველობის განსაზღვრაზე აღებულია 105 ნიმუში;Listeria monocytogenes-ის კვლევაზე - 120 ნიმუში, სალმონელაზე - 255 ნიმუში. მნიშვნელოვანია, რომ დარღვევა ამ კუთხით არ გამოვლენილა.



რძის ტექნიკური რეგლამენტი 2015 წლის აგვისტოში ამოქმედდა, 2017 წლის 1 ივლისს კი ძალაში შევიდა მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, დასახელება „ყველი შეიძლება ეწოდოს მხოლოდ რძისგან დამზადებულ პროდუქტს. სხვა შემთხვევაში, მაგ. რძის ფხვნილის გამოყენებისას ეტიკეტზე ტერმინი „ყველის მითითება დაუშვებელია.


 

ცვლილებები შეეხო ასევე „შემცირებული ცხიმშემცველობის მქონე კარაქის განმარტებას. აღნიშნული დასახელების გამოყენება შესაძლებელია კარაქზე, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 39%-ს და არაუმეტეს 79% - ს შეადგენს.

 

დაუშვებელია ეტიკეტზე ტერმინი - «კარაქის» გამოყენება, მათ შორის, ბიზნეს ოპერატორის საფირმო დასახელებაში, თუ პროდუქტის წარმოებისათვის გამოყენებულია მცენარეული ცხიმი ან სხვა ცხიმი, გარდა რძის ცხიმისა.

 

რძის ტექნიკური რეგლამენტი იცავს როგორც მომხმარებლის უფლებას, ასევე ხელს უწყობს ადგილობრივი ბაზრის გაჯანსაღებას და კონკურენტუნარიანობის გაზრდას.


 



„კომერსანტის“ შეკითხვა საქართველოს პარლამენტის წევრებს!

person access_time2018-01-18 19:00:52
მედიაჰოლდინგი „კომერსანტი“ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს შეკითხვით მიმართავს. ხელისუფლებაში მეორე ვადით მოსული მმართველი პარტიის მთავარი ლოზუნგი „კეთილდღეობა და სწრაფი განვითარებაა“. ამ ფონზე კი გადახდისუუნარო მოსახლეობის რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს. საქართველოს მოსახლეობის 6,3% გადახდისუუნაროა. აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, ბაზაში ჩანაწერების რაოდენობამ უკვე 234 ათასს გადააჭარბა, რაც თითქმის 4,7...

„ვაქცინები, რომლებიც დღეს არის საქართველოში არის მაღალხარისხიანი“ - დავით სერგეენკო ვაქცინაციაზე დამატებით განმარტებებს აკეთებს

person access_time2018-01-18 18:30:48
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ვაქცინაციასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს აკეთებს. როგორც მინისტრმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ იმუნიზაციის პროგრამით, სავარაუდოდ, ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი 29 ათასი ვაქცინა გაიხარჯა, სიმართლეს არ შეესაბამება. „გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. სიმართლეს არ შეესაბამება არცერთი პუნქტი. პირველი, რომ ეს პრობლემა ვრცელდებოდა მთლიანად იმუნიზაციის...

მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში შესაძლოა, მისი სამართალმემკვიდრე მოიძებნოს

person access_time2018-01-18 17:24:15
იმ შემთხვევაში, თუ სესხის ამღები პირი გარდაიცვალა, სესხის ამომღებ კომპანიას ამ სესხის მოთხოვნის უფლება აქვს, – განაცხადა პრობლემური აქტივების ბიუროს დირექტორმა, ლაშა ნოზაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“. „ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, გარდაცვლილი პირის სამართალმემკვიდრე მოიძებნოს, რაც სამართალდარღვევა არ არის“, – განაცხადა ლაშა ნოზაძემ. მისივე თქმით, თუ ონლაინსესხების კომპანია კონკრეტული მომხმარებლის წინააღმდეგ...

CNNMoney: 2018 მსოფლიოსთვის უარესი იქნება

person access_time2018-01-18 20:00:41
მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოკითხული ექსპერტების 90%-ზე მეტი აცხადებს, რომ 2018 წელს მსოფლიოს წამყვან ძალებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კონფრონტაცია კიდევ უფრო გამწვავდება. 80%-ის აზრით, მიმდინარე წელს გაზრდილია ომის შანსები. მთავარ პრობლემებს შორის ექსპერტები პოლიტიკურ დაძაბულობას, პროტექციონიზმს, გარემოს დაცვის მიმართულებით დეგრადაციასა და კიბერთავდასხმებს ასახელებენ. „საერთაშორისო ბაზრების მოცულობა იზრდება, ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაში არაა. თუმცა მოქალაქეები...

„მიწის ნაკვეთის ნაწილი პლიაჟის და ტბორის ტერიტორიაა“ - ქონების მართვის სააგენტო ფოთში საინვესტიციო პროექტის შეჩერების მიზეზებზე

person access_time2018-01-19 10:00:47
ფოთში მსხვილი საინვესტიციო პროექტი გაჩერების მიზეზებს ფოთის მერიის შემდეგ „კომერსანტთან“ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოც განმარტავს. საუბარია, შპს „არიკ დეველომენტის“ მიერ ფოთში 5 მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობაზე. როგორც „კომერსანტს“ სააგენტოდან აცნობეს, აღნიშნული პროექტზე უარის თქმის რამდენიმე მიზეზი არსებობდა, მათ შორის, მთავარი ისაა, რომ ტერიტორია ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონაში მდებარეობს. როგორც სააგენტოში აცხადებენ, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო...


მსგავსი სიახლეები