„განათლების მომავალი დისტანციურ სწავლებაშია“ — კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაცია

access_time2018-01-18 16:40:40

უმაღლესი განათლების სისტემის ევროპულ მოდელთან დაახლოება, საქართველოს, როგორც განვითარებადი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა და ამოცანაა. კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის (APU) საქმიანობის ერთ-ერთი მიზანი, ქვეყანაში განათლების სისტემის განვითრება, მოდერნიზაცია და ხარისხის ამაღლებაა. ამ მიზნის ფარგლებში, ჩვენი ორგანიზაცია დაფუძნებიდან დღემდე ჩართულია სხვადასხვა სტრატეგიულ პროექტში და ასევე მუშაობს ახალ მიმართულებებზე.



გვსურს გაგაცნოთ კანონპროექტი, რომელიც „საქართველოს კანონში უმაღლესი განათლების შესახებ“ მე-2 მუხლის „უ1“ ქვეპუნქტში ცვლილების შეტანას ეხება. კერძოდ, აღნიშნული ქვეპუნქტის თანახმად ელექტრონული სწავლებით სარგებლობის უფლება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ პირებს აქვთ. ჩანაწერით („საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირებისთვის“) ვკარგავთ ელექტრონული სწავლების ეფექტიანობას და პროდუქტულობას, რადგან ელექტრონული სწავლება თავის თავში გულისხმობს დისტანციურ ანუ გეოგრაფიული საზღვრების გარეშე განათლების მიღების საშუალებასა და შესაძლებლობას. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პუნქტი გარდა იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანას საჭიროებს, ასევე აფერხებს სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვის პროცესს.


ამასთან, აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს ამ ჩანაწერის შეუსაბამობაზე ელექტრონული სწავლების მიზნებთან. მაშინ როდესაც, ელექტრონული სწავლება არის სწავლების ერთ-ერთი მეთოდი და მისი მიზანია დისტანციური სწავლება ყოველგვარი ფარგლების და ტერიტორიის განსაზღვრის გარეშე, ნორმის ზემოთაღნიშნული ჩანაწერი იმთავითვე აზრს უკარგავს ამ მეთოდით სწავლების არსებობას უმაღლესი განათლების შესახებ კანონში.


უნდა აღინიშნოს, რომ თავად „საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ“ პირდაპირ მიუთითებს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის, ღიაობის აუცილებლობისა და ამ პროცესის წარმართვის თავისუფლებაზე, აგრეთვე კრძალავს ყველა სახის დისკრიმინაციას. მეორეს მხრივ კი, ელექტრონული სწავლებისათვის აწესებს გეოგრაფიულ შეზღუდვებს. ამდენად, აღნიშნული განმარტება ელექტრონული სწავლების შესახებ ავტომატურად არღვევს ამ კანონშივე არსებულ იმპერატიულ ჩანაწერს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის/ღიაობის და დისკრიმინაციის დაუშვებლობის შესახებ.



დისტანციური სწავლების განვითარება ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევად მიიჩნევა როგორც ევროპის განვითარებულ ქვეყნებში, ასევე აშშ-ში, რადგან განათლების ბაზარზე ყველაზე დიდი და მზარდი მოთხოვნა სწორედ ელექტრონული სწავლების პროგრამებზეა. უფრო მეტიც, რადგან ჩვენი ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებში განათლების სერვისების ექსპორტი მოიაზრება, დისტანციური სწავლება მის ერთ-ერთ ფორმად უნდა მივიჩნიოთ და სწავლების ელექტრონულად განხორციელების შემთხვევაში (სრული კურსი) კვალიფიკაციის მინიჭებას არ უნდა ზღუდავდეს. ჩვენ მიერ წარდგენილი კანონპროექტი, სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
ასოციაციის წარმომადგენლებმა საინფორმაციო და საკონსულტაციო შეხვედრები გავმართეთ როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე განათლების სფეროს ადგილობრივ ექპერტებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან. ასევე, შესაბამისი წერილით მივმართეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს.


როგორც უკვე აღვნიშნე, ამ ეტაპზე განათლების ბაზარზე ყველაზე დიდი მოთხოვნა, სწორედ, ელექტრონული სწავლების პროგრამებზეა. ამდენად, მხოლოდ სამართლებრივი ხარვეზების შესახებ რომ არ ვისაუბროთ, გაუგებარია, რატომ უნდა დაკარგოს საქართველომ ათასობითა და ათი ათასობით პოტენციური სტუდენტის მიღების შესაძლებლობა, სტუდენტების, რომლებსაც უცხო ქვეყნიდან საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში დისტანციური ფორმით განათლების მიღების სურვილი ექნებათ ან საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, ასევე, იმ სტუდენტებს, რომლებიც საქართველოში იღებენ უმაღლეს განათლებას მაგრამ გარკვეულ ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზთა გამო დატოვებენ საქართველოს ტერიტორიას, რატომ ვუწყვეტთ მათ დისტანციურად სწავლის გაგრძელების უფლებას?!


კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის მიერ წარდგენილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება და არ არღვევს ევროკავშირის დირექტივებს, შეესაბამება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ, საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს.


კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან და ვერ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. პირიქით, მისი მიღება დადებითად აისახება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ფორმირებაზე.


ავტორი: კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის იურიდიული სამსახურის უფროსი - ნიკა კვერნაძე




მერია „სითი პარკს“ სიურპრიზს უმზადებს

person access_time2018-02-19 08:50:27
დაახლოებით ერთ თვეში,თბილისის მერია „სითი პარკთან“ დაკავშირებით ახალ დეტალებს გაასაჯაროებს. „კომერსანტის“ მცდელობის მიუხედავად, მერიაში სიახლის დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავეს.  „ახლა „სითი პარკთან“ დაკავშირებით  გარკვეული მუშაობა მიმდინარეობს, სამუშაო პროცესია, ამიტომ წინასწარ ვერ გეტყვით დეტალებს. დაახლოებით ერთ თვეში საზოგადოებას შევატყობინებთ ახალ ინფორმაციას“, - განაცხადეს მერიაში. „კომერსანტი“ დამატებითი ინფორმაციისათვის „სითი პარკს“...

„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....


მსგავსი სიახლეები