ეკონომიკის სამინისტროში სავაჭრო საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

access_time2018-01-18 19:34:32

2018 წლის 18 იანვარს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფარგლებში შექმნილი სავაჭრო საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა გაფართოებული ფორმატით გაიმართა, რომელსაც ღვინისა და უალკოჰოლო გაზიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

 

 

როგორც „კომერსანტს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა კვლევებზე თურქეთში ღვინისა და ასევე უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ექსპორტისას არსებული არასატარიფო ბარიერების შესახებ. კვლევები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით და USAID (აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო) „მმართველობა განვითარებისთვის პროექტის მხარდაჭერით საკონსულტაციო კომპანიამ „TBSC კონსალტინგმა მოამზადა.

 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით, კვლევებმა გამოკვეთა ის ბარიერები, რასაც ღვინისა და უალკოჰოლო გაზიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიები თურქეთის ბაზარზე აწყდებიან. მისი თქმით, დასკვნამ აჩვენა, რომ ღვინისა და უალკოჰოლო გაზიანი სასმელებისთვის თურქეთის ბაზარი რეალურად დიდი კონკურენციის მატარებელია. ამავე დროს, ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე შეზღუდულია მათი განთავსება და მოხმარება.

 

 


გენადი არველაძის განცხადებით, დასკვნამ ასევე აჩვენა, რომ თურქეთი ღვინოსა და უალკოჰოლო გაზიანი სასმელებისთვის არ არის მნიშვნელოვანი ბაზარი. შესაბამისად, ქართველ ექსპორტიორებს აღნიშნული კვლევა თურქეთში ექსპორტის განხორციელების დაგეგმვაში დაეხმარება.

 

 

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის ინფორმაციით, თურქეთში მოხმარებული ღვინის 96 პროცენტი ადგილობრივი წარმოებისაა. შესაბამისად, ნაკლებია იმპორტირებული ღვინის მოხმარება. „კვლევამ ზუსტად ასახა ის ვითარება, რაც დღეს თურქეთის ბაზარზე არსებობს. ამიტომაც აღნიშნულ ბაზარზე დიდ ცვლილებებს არ ვგეგმავთ. მიუხედავად ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთი მეზობელი ქვეყანაა, სატრანსპორტო ხარჯები დაბალია და მარკეტინგული ღონისძიებებიც უფრო ადვილად შეიძლება განხორციელდეს, ჩვენ კერძო კომპანიებთან თანამშრომლობით გავაგრძელებთ ამ ქვეყანაში ღვინის ექსპორტს და ვიაქტიურებთ იმ ბაზრებზე, სადაც მეტია მოთხოვნა აღნიშნულ პროდუქციაზე, - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.

 

 

„სამოქალაქო საზოგადოებები და ბიზნესასოციაციები ჩართულია ყველა იმ მიმართულებაში, რასაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ექსპორტის კუთხით ახორციელებს. ჩვენ ღიად ვსაუბრობთ ყველა საკითხზე, რომელზეც გამოწვევა არსებობს. კეთდება კვლევები და შემდეგ ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით ხდება მათზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება - განაცხადა ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, მისასალმებელია, როდესაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მნიშვნელოვან ინფორმაციას სავაჭრო რეჟიმების შესახებ კერძო სექტორსა და ბიზნესგაერთიანებებს უზიარებს.

 

 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში კერძო სექტორთან მსგავსი შეხვედრები რეგულარულად გაიმართება.

 

 

 

 



მერია „სითი პარკს“ სიურპრიზს უმზადებს

person access_time2018-02-19 08:50:27
დაახლოებით ერთ თვეში,თბილისის მერია „სითი პარკთან“ დაკავშირებით ახალ დეტალებს გაასაჯაროებს. „კომერსანტის“ მცდელობის მიუხედავად, მერიაში სიახლის დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავეს.  „ახლა „სითი პარკთან“ დაკავშირებით  გარკვეული მუშაობა მიმდინარეობს, სამუშაო პროცესია, ამიტომ წინასწარ ვერ გეტყვით დეტალებს. დაახლოებით ერთ თვეში საზოგადოებას შევატყობინებთ ახალ ინფორმაციას“, - განაცხადეს მერიაში. „კომერსანტი“ დამატებითი ინფორმაციისათვის „სითი პარკს“...

„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....


მსგავსი სიახლეები