გიორგი ჩოგოვაძე: „მომსახურების ხარისხი ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა“

access_time2018-02-12 09:50:58

„როდესაც ბიზნესმენს საქმიანობა კარგად აქვს აწყობილი ის ხარისხის დონის ამაღლებაზე ან მის შენარჩუნებაზე ნაკლებად ნერვიულობს“, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის“ ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა. 

 

მისი განცხადებით, ქვეყანაში მომსახურების ხარისხი გამოსასწორებელია.  ჩოგოვაძის აზრით, ჩვენი ზოგიერთი ქმედება საერთაშორისო სტანდარტებს არ ექვემდებარება.

 

„მომსახურების ხარისხი ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.  ქვეყანაში ზოგიერთ ადგილზე ტურისტების მომსახურების ინსტიტუციონალური გამოცდილება არ არსებობს. საქართველოში ჯერ კიდევ შემორჩა ემოციურად კეთილგანწყობილი სტუმარ-მასპინძლობა, თუმცა, ის შესაძლოა საერთაშორისო  სტანდარტს სრულად არ ექვემდებარებოდეს“, - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

 

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის“ ხელმძღვანელი  ზემოთ აღნიშნული სიტუაციის გამოსწორებაზეც საუბრობს და განმარტავს, რომ ქვეყანაში სამომავლოდ, მეტი პროფესიონალი კადრის არსებობისთვის სხვადასხვა პროფესიულ სასწავლებლებთან აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს.

 


„ტურიზმი არ არის სფერო, რომელიც სტუდენტმა შესაძლოა მეცნიერულად შეისწავლოს. ამ შემთხვევაში პრაქტიკას ძალიან დიდი როლი ეკისრება. „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია“ ყოველწლიურად 1 300-1 400 ადამიანს ჩვენივე ხარჯებით სხვადასხვა გადამზადების კურსს მთელი საქართველოს მასშტაბით ვუტარებთ. მაგალითად, შესაძლოა ეს იყოს სამთო და ღვინის გიდების ნებისმიერ რეგიონში გადამზადება.


ჩვენ სხვადასხვა პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ, რომ ქვეყანამ საბოლოო ჯამში პროფესიონალი კადრები გამოუშვას. შემდგომში უკვე მათი დასაქმებაც გამარტივებული ფორმით მოხდება. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ პროფესიონალი კადრების გამოშვება ბაზარზე მომსახურების ხარისხს აამაღლებს“, - აღნიშნა ჩოგოვაძემ.

 

 „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის“ ხელმძღვანელის თქმით, ბაზარზე სხვადასხვა დონის სასტუმრო ჩნდება, თუმცა, ფასებთან დაკავშირებული კონკურენცია ჯერ არ დაწყებულა „ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის ზრდის დინამიკამ, როგორც უცხოელ ისე ქართველ ინვესტორებში ძალიან კარგი გამოხმაურება გამოიწვია.  სასტუმროებისა და საწოლი ადგილების რაოდენობა ემატება არა მარტო თბილისს, არამედ რეგიონებსაც. ანუ  ბაზარზე სხვადასხვა დონის სასტუმრო ჩნდება. მიუხედავად აღნიშნული მატებისა, ჩვენი დაკვირვებით ფასებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი კონკურენცია ჯერ არ დაწყებულა, რადგან ამ შემთხვევაში ეს ფასების ვარდნაზე აისახებოდა. დიდია ასპარეზი, სადაც ინვესტიციების განხორციელება კონკრეტულად, სასტუმროების ან სხვა ტიპის ტურისტულ ობიექტებთან მიმართებაში შეიძლება. გარკვეული ეტაპის შემდგომ საქართველოში შემოსვლების და მიწოდების ნაწილი დასტაბილურდება, სწორედ ამის შემდგომ საფასო კონკურენცია დაიწყება. ეს ქვეყნისთვის უკეთესია.“, - განმარტა გიორგი ჩოგოვაძემ.  


ჩოგოვაძის აზრით, „როდესაც სასტუმროები მეტ აქცენტს კონკურენციაზე გააკეთებენ, ეს მათ ხარისხზე აისახება. საფასო კონკურენციის გამძაფრება ნიშნავს იმას, რომ ტურისტების რაოდენობა მეტად გაიზრდება. ასევე გაიზრდება სასტუმროების რაოდენობაც და ჩვენ ტურისტულად შემდგარ ქვეყანას დავემსგავსებით“, - აღნიშნა გიორგი ჩოგოვაძემ.


„კომერსანტი“




მერია „სითი პარკს“ სიურპრიზს უმზადებს

person access_time2018-02-19 08:50:27
დაახლოებით ერთ თვეში,თბილისის მერია „სითი პარკთან“ დაკავშირებით ახალ დეტალებს გაასაჯაროებს. „კომერსანტის“ მცდელობის მიუხედავად, მერიაში სიახლის დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავეს.  „ახლა „სითი პარკთან“ დაკავშირებით  გარკვეული მუშაობა მიმდინარეობს, სამუშაო პროცესია, ამიტომ წინასწარ ვერ გეტყვით დეტალებს. დაახლოებით ერთ თვეში საზოგადოებას შევატყობინებთ ახალ ინფორმაციას“, - განაცხადეს მერიაში. „კომერსანტი“ დამატებითი ინფორმაციისათვის „სითი პარკს“...

„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....


მსგავსი სიახლეები