200 ჰექტარი ტყე თუ ელექტროენერგია ყოველწლიურად -პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტში პრიორიტეტის განსაზღვრა უჭირთ

access_time2018-02-13 13:26:22

მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით გარემოს დაცვის კომიტეტში განსხვავებული შეფასებებია.„კომერსანტის“ კითხვაზე, ღირს თუ არა 280 მეგავატის სანაცვლოდ, 200 ჰექტარი ბიომრავალფეროვანი ტყის გაჩეხვა, კომიტეტის თავმჯდომარის კახა კუჭავას თქმით,  არცერთი ჰიდრო თუ სხვა მასშტაბური პროექტი გარემოს დაზიანების ხარჯზე არ უნდა განხორციელდეს.

 

„სოციალური საკითხებისა და სტრატეგიულობის გათვალისიწინება აუცილებელია, ამის შემდეგ კი აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ღირს თუ არა პროექტის დაწყება, რაც მოხდა კიდეც ნენსკრას შემთხვევაში.  აქვე აღვნიშნავ,  რომ არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ უნდა ხორციელდებოდეს გარემოს დაზიანების ხარჯზე“,-აღნიშნავს კუჭავა.მისივე თქმით, მნიშვნელოვანი კომპონენტია სავალდებულო აღდგენითი ღონისძიებები და რეაბილიტაცია.

 

გარემოს დაცვითი სავალდებულო აღდგენითი ღონისძიება მნიშვნლოვანია. მსგავსი ვალდებულების არსებობა საჭიროა ყველა მცირე თუ მასშტაბური პროექტისთვის, რომელიც გარემოზე ზემოქმედებას ახდენს-განმარტავს კუჭავა.

 

საკითხთან დაკავშრებით განსხვავებული მოსაზრება აქვს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ზაზა ხუციშვილს. მისი თქმით, ყოველდღიურად იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება, ამიტომ გარკვეულ დათმობაზე წასვლა საჭიროა. როგორც ხუციშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ნენსკრასთან დაკავშირებით დეტალურად არ ფლობს ინფორმაციას, თუმცა  მიღებულია ძალიან მკაცრი  კანონი გარემოზე ზემოქმედების შეფასების კუთხით და სწორედ მის ფარგლებში  ხდება გადაწყვეტილების მიღებაც.

 


„რაც შეეხება ნენკსრას, წარმოიდგინეთ, რომ  არ გვქონდეს ენგურჰესი, რომელმაც ისედაც დიდი ტერიტორია დატბორა, რა მოხდებოდა. ისედაც ცოტაა ენერგომატარებლები, არ გვაქვს არც გაზი და არც საწვავი (დიზელი და ბენზინი), ხოლო ელექტროენერგის თვალსაზრისით კი ისედაც ყიდვა-გაყიდვის რეჟიმში ვართ, ამიტომ მცირე და საშუალო ჰესების ათვისება არის ძალიან მნიშვნელოვანი“,-აღნიშნავს ზაზა ხუციშვილი.

 

„კომერსანტი“  საკითხის შესახებ „ნენსკრა ჰიდროს“ დაუკავშირდა. ჩვენ გავაგზავნეთ კონკრეტული კითხვები, თუმცა პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია. როგორც კომპანიაში აცხადებენ, პასუხები იგვიანებს, რადგან თითოეული კითხვა დეტალურ შესწავლას საჭიროებს.  ჩვენ ვაგრძელებთ ან თემის შესახებ მუშაობას და ველოდებით საჭირო ინფორმაციას პროექტის ყველა მონაწილისგან. მანადე იხილეთ კითხვების ნაწილი, რომლიც „ნენკსრა ჰიდროს“ გადავუგზავნეთ:

 

1. რამდენი ჰექტარი ტყის აღდგენაზეა საუბარი და რა დრო დასჭირდება გეგმის რეალიზაციას ?

2. რა დაუჯდება კომპანიას ტყის აღდგენა?

3. რა მოთხოვნები და რა ვალდებულებებია გათვალისწინებული საინვესტიციო პირობაში ტყის აღდგენისა და გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით?

 

სს „ნენსკრაჰიდრო კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water-ისა და სს „საპარტნიორო ფონდის თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. მიზანს მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა წარმოადგენს. ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, რომლის სანაცვლოდ პროექტი სვანეთში 200 ჰექტარი ფართობის ტყის გაჩეხვას ითვალისწინებს.

 

ავტორი:სალომე ლემონჯავა



მერია „სითი პარკს“ სიურპრიზს უმზადებს

person access_time2018-02-19 08:50:27
დაახლოებით ერთ თვეში,თბილისის მერია „სითი პარკთან“ დაკავშირებით ახალ დეტალებს გაასაჯაროებს. „კომერსანტის“ მცდელობის მიუხედავად, მერიაში სიახლის დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავეს.  „ახლა „სითი პარკთან“ დაკავშირებით  გარკვეული მუშაობა მიმდინარეობს, სამუშაო პროცესია, ამიტომ წინასწარ ვერ გეტყვით დეტალებს. დაახლოებით ერთ თვეში საზოგადოებას შევატყობინებთ ახალ ინფორმაციას“, - განაცხადეს მერიაში. „კომერსანტი“ დამატებითი ინფორმაციისათვის „სითი პარკს“...

„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....


მსგავსი სიახლეები