სტარტაპერი, როგორც საჯარო მოხელე სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე რჩება

access_time2018-02-14 11:20:12

სახლის ხელნაკეთი დეკორის - Birdie-ის დამფუძნებული მაგდა სოლოღაშვილი ქართველი სტარტაპერის სპეციფიკურ გამოწვევაზე ამახვილებს ყურადღებას. როგორც მან „კომერსანტთან“ აღნიშნა, სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა მკვეთრად პასიურია. მას კი კონკრეტული მიზეზის გამო პასიურ მხარდაჭერაში მონაწილეობის საშუალებაც არ აქვს.


„მე პირადად ვარ საჯარო მოხელე და რადგან ამ შემთხვევაში არ შემიძლია დავრეგისტრირდე როგორც მცირე ან მიკრო მეწარმე, ვერ ვმონაწილეობ სახელმწიფო პროექტში „ აწარმოე საქართველოში“. თუმცა, ფაქტია ვარ სტარტაპერი და  ჩემი საქმის განვითარებისთვის მხარდაჭერა როგორც სხვა სტარტაპერებს, მეც აუცილებლად მჭირდება“,-აღნიშნავს სოლოღაშვილი.


მისივე თქმით, სტარტაპერებს ძირითადად კერძო პირები თუ კომპანიები ეხმარებიან. მთავრობის მხრიდან ჩართულობა და გააქტიურება კი რაიმე კუთხით მინიმუმ თვეში ერთხელ მაინც უნდა ხორციელედებოდეს და არა კვარტლურად.


რაც შეეხება სტარტაპერის სხვა გამოწვევებს, Birdie-ის დამფუძნებული  განმარტავს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია საქმე მარტო არ აკეთო და დამხმარე აიყვანო.



„ეს პრობლემა ფინანსების გამო ალბათ აბსოლუტურად ყველა სტარტაპერს აქვს. როცა ყველაფერს შენ აკეთებ, საბოლოოდ ეს უარყოფითად აისახება პროდუქტის რეალიზაციაზე. ასევე პრობლემაა სახლიდან მუშაობა, რადგან მოხმარებელთან უშუალო კომუნიკაცია არ გაქვს. ფართის დაქირავება  კი ცალკე სირთულეა და ეს ფაქტიც ხშირად ხელისშემშლელია ხოლმე“,-აღნიშნავს სოლოღაშვილი. 


ბიზნესის მომგებიანობის თვალსაზრისით, სტარტაპერის შემოსავალი ამ ეტაპზე არ არის სტაბილური, რის გამოც სამსახურისთვის თავის დანებება უჭირს.


„პროდუქტზე მოთხოვნა ნამდვილად არის, თუმცა ნაკლებია მომგებიანობა. არის აქტიური პერიოდი, მაგალითად დეკემბერი, როცა საშუალო მოგემამ 1000 ლარამდე შეადგინა, თუმცა შემდეგ თვეში (იანვარი) მოგება თითქმის არ მქონია. ციფრები რომ 12 თვეზე გადავანაწილო, სიტუაცია  არასტაბილურია, რის გამოც სამსახურს ჯერჯერობით თავს ვერ ვანებებ“,- ამბობს მაგდა სოლოღაშვილი.


რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივებს, ხელნაკეთი დეკორი Birdie-ი თავის მოხმარებელს უხლოეს მომავალში ახალ პროდუქტს - ხელნაკეთ სამკაულებს შესთავაზებს. როგორც მაგდა სოლოღაშვილი აღნიშნავს, ამ კუთხით ბაზარზე ძირითადად დაპრინტული აქსესუარებია გაყიდვაში, ხელით მოხატული კი ნაკლებად ხელმისაწვდომია, ამიტომ დიდია შანსი აღნიშნული სიახლე მომხმარებლისთვის საინტერესო იყოს.

ავტორი: სალომე ლემონჯავა



მერია „სითი პარკს“ სიურპრიზს უმზადებს

person access_time2018-02-19 08:50:27
დაახლოებით ერთ თვეში,თბილისის მერია „სითი პარკთან“ დაკავშირებით ახალ დეტალებს გაასაჯაროებს. „კომერსანტის“ მცდელობის მიუხედავად, მერიაში სიახლის დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავეს.  „ახლა „სითი პარკთან“ დაკავშირებით  გარკვეული მუშაობა მიმდინარეობს, სამუშაო პროცესია, ამიტომ წინასწარ ვერ გეტყვით დეტალებს. დაახლოებით ერთ თვეში საზოგადოებას შევატყობინებთ ახალ ინფორმაციას“, - განაცხადეს მერიაში. „კომერსანტი“ დამატებითი ინფორმაციისათვის „სითი პარკს“...

„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....


მსგავსი სიახლეები