ტურიზმის უმაღლესმა სასწავლებელმა Vatel-მა საქართველოში სტუდენტების მიღება გადადო

access_time2018-02-13 17:50:47

საქართველოში ტურიზმის პირველმა უმაღლესმა სასწავლებელმა Vatel-მა  პირველი სტუდენტების მიღება წლის ბოლომდე გადადო. როგორც პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ბლოკ  ჯგუფის“  აღმასრულებელი დირექტორი  თორნიკე ჯანაშვილი „კომერსანტთან“  საუბრისას აცხადებს, დადეგგმილი იყო სტუდენტების 2018 წლის თებერვალში მიღება, თუმცა, ტექნიკური მიზეზების გამო პროცესი გადაიდო.

 

მისი ინფორმაციით,  ამ დროისთვის უმაღლესი სასწავლებელი Vatel-ი განათლების სამინისტროში ავტორიზაციას გადის, რაც საკმაოდ გრძელვადიანი პროცესი აღმოჩნდა.

 

„წლის ბოლომდე გვინდა სტუდენტების მიღება. თუმცა, ყველაფერი მარტო ჩვენზე დამოკიდიებული არ არის. სასტუმროების და ტურიზმის ხაზით სასწავლებელი ჩვენი კანონდმებლობით სასწავლებლად არ ითვლება. კანონში ასეთი კაზუსებია და ახლა ამის დარეგულირება  და ჩვენს კანონმდებლობაზე მორგება ხდება. ის არის ფრანგული სისტემა, რომელიც ქართულს უნდა მოერგოს“-აცხადებს ჯანაშვილი.

 

როგორც ცნობილია, უნივერსიტეტის პრეზენტაცია 2017 წლის  29 მაისს გაიმართა. ტურიზმის პირველი უმაღლესი სასწავლებელი Vatel-ი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) შენობაში განთავსდა. მაშინ  სტუდენტების მიღება მიმდინარე წლის სექტემბერში დაანონსდა. პროექტს ბლოკ ჯგუფი  და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ) ერთობლივად ახორციელებენ.

 

მაშინ ჯანაშვილი აცხადებდა, რომ Vatel-ი სტუდენტებს  წელიწადში სამჯერ მიიღებდა. კერძოდ, სექტემბერში, ნოემბერში და თებერვალში.ეს იქნება ბაკალავრიატი და მაგისტრატურა, ასევე დაგეგმილია პროფესიული ტრეინინგები. უდიპლომები კი საფრანგეთიდან გაიცემა. პირველ ეტაპზე დაგეგმილია ბაკალავრიატის 50 სტუდენტის მიღება.


 

როგორც ცნობილია, ტურიზმის მართვის სექტორში მსოფლიოში ყველაზე დიდ ფრანგულ უნივერსიტეტ Vatel-თან კონტრაქტი 2017 წლის  გაფორმდა, რომლის მიხედვით „ბლოკ ჯგუფს“  და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს (სეუ) საქართველოსა და სომხეთზე ექსკლუზიური უფლება მიენიჭა.  მაშინ ჯანაშვილი აცხადებდა, რომ Vatel-ი აღიარებულია მსოფლიოს ყველა დიდი სასტუმროების ქსელის მიერ და ის გასული წლის ნოემბერში მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტად აღიარეს.


 

თორნიკე ჯანაშვილის განცხადებითვე, უნივერსიტეტში სწავლის საფასური ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება და სავარაუდოდ, ეს იქნება 5 ათასი დოლარი წელიწადში. პროექტში კი მთლიანობაში 1,5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.


 

Vatel-ის პირველი სკოლა 1981 წელს გაიხსნა პარიზში.პირველი 10 წელიწადი უნივერსიტეტი საფრანგეთში ვითარდებოდა 1984 წელს კამპუსი გაიხსნა ლიონში, 1989 წელს ნიმესში, 1994 წელს ბორდოში. დღეისათვის Vatel GROUP-ს 35 კამპუსი აქვს მთელს მსოფლიოში. Vatel-ი სტუმართმასპინძლობისა და ტურიზმის მენეჯმენტში მსოფლიოს ნომერ პირველი სკოლაა.

 

 

 ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 

 



მერია „სითი პარკს“ სიურპრიზს უმზადებს

person access_time2018-02-19 08:50:27
დაახლოებით ერთ თვეში,თბილისის მერია „სითი პარკთან“ დაკავშირებით ახალ დეტალებს გაასაჯაროებს. „კომერსანტის“ მცდელობის მიუხედავად, მერიაში სიახლის დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავეს.  „ახლა „სითი პარკთან“ დაკავშირებით  გარკვეული მუშაობა მიმდინარეობს, სამუშაო პროცესია, ამიტომ წინასწარ ვერ გეტყვით დეტალებს. დაახლოებით ერთ თვეში საზოგადოებას შევატყობინებთ ახალ ინფორმაციას“, - განაცხადეს მერიაში. „კომერსანტი“ დამატებითი ინფორმაციისათვის „სითი პარკს“...

„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....


მსგავსი სიახლეები