ვახტანგ სვანაძე : კაპიტალის ბაზრის განვითარებას ეროვნული და კომერციული ბანკები აფერხებენ

access_time2018-02-14 09:50:57

„ეროვნული ბანკი წლების განმავლობაში  მეთოდურად ახდენდა საბროკერო კომპანიების  განდევნას ბაზრიდან, რომლებიც  კომერციული ბანკების პირდაპირი კონკურენტები არიან“- განაცხადა ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი კომპანია „კავკასრეესტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ვახტანგ სვანაძემ.

 

როგორც ვახტანგ სვანაძემ კომერსანტთან საუბარისას აღნიშნა საქართველოს სამთავრობო  და სახელისუფლებო გუნდი დაკომპლექტებულია ძირითადად საბანკო ბიზნესში ნამუშევარი პირებისგან, რომლებსაც საბანკო ბიზნესის ლობირება შეუძლიათ.   საბანკო სექტორი ხედავს, რომ კაპიტალის ბაზარი  მათი რეალური კონკურენტია.

 

2000 წლის დასაწყისში კაპიტალის ბაზარი საქართველოში სწრაფად განვითარდა.  ხალხმა დაიწყო საბანკო დეპოზიტებიდან ფულის ამოღება და ფასიან ქაღალდებში დაბანდება. შესაბამისად კომერციულ ბანკებს არ სურთ ანალოგიური სიტუაციის დაშვება და უნდათ, რომ გარანტირებულად ჰქონდეთ კონტროლის ქვეშ ეს სფერო.  კონტროლის საუკეთესო საშუალება კი არის მესაკუთრეობა.

 

1999 წელს ამერიკელი ექსპერტების დახმარებით დაიწერა  კანონი ფასიანი ქაღალდების შესახებ,  რაც ზღუდავდა საბანკო სექტორის კონტროლს კაპიტალის ბაზარზე.ამ კანონის მიხედვით ფასიანი ქაღალდების ბაზრის ინფრასტრუქტურის  ინსტიტუტებში არ შეიძლებოდა საბანკო სექტორის მესაკუთრეობა ყოფილიყო 50%-ზე მეტი.


 

სვანაძის განმარტებით სანამ  ეს კანონი მუშაობდა კაპიტალის ბაზარი იყო თავისუფალი საბანკო ზემოქმედებისაგან, მაგრამ 2007 წელს შევიდა კანონში ცვლილება და  საბანკო სექტორს მიეცა შესაძლებლობა მოეხსნა  50%-იანი შეზღუდვა,  რითაც ისარგებლეს კომერციულმა ბანკებმა და დაეპატრონნენ მთლიანად ფასიანი ქაღალდების ინფრასტრუქტურას. კანონში ცვლილებების შემდეგ გარიგებების 99% გავიდა ბირჟის გარეთ. რის შედეგადაც ფასიანი ქაღალდების ბაზარი დარჩა ლიკვიდურობის გარეშე.

 

„მას შემდეგ რაც  საქართველოს საფონდო ბირჟის აქციების 50% ზე მეტი აღმოჩნდა ბანკების ხელში, ბანკებმა გადააყენეს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც დაკომპლექტებული იყო სხვადასხვა ინსტიტუტების წარმომადგენლებისგან.საქართველოს საფონდო ბირჟის მმართველობა მთლიანად მათ ხელში გადავიდა. ამავდროულად ეროვნული ბანკი  წლების განმავლობაში მეთოდურად ახდენდა საბროკერო კომპანიების განდევნას ბაზრიდან.  განდევნის საუკეთესო საშუალება არის  ის  რომ  საბროკერო კომპანიებს დაუწესდა ბაზართან შეუსაბამო კაპიტალის მოთხოვნები"-  განაცხადა ვახტანგ სვანაძემ.

 

მისივე თქმით კაპიტალის ბაზრის  ხოლოვნური შეზღუდვის გამო  ბიზნეს ფულის სასეხებლად ბანკების გარდა ალტერნატივა აღარ რჩება. შესაბამისად ისინი იძულებულები არიან კრედიტი მაღალი საპროცენტო განაკვეთით აიღონ. როგორც სვანაძე აცხადებს,  კაპიტალის ბაზრის განუვითარებლობა მთავრობის მიერ დაგეგმილი საპენსიო რეფორმის   გატარებასაც შეაფერხებს. „ თუ არ იქნება მოსახლეობა დარწმუნებული, რომ კაპიტალის ბაზარი არის ჯანსაღი  და გავლენებისგან დაცული,  საპენსიო რეფორმას მოსახლეობა მხარს არ დაუჭერს“ -აცხადებს სვანაძე „კომერსანტთან“ საუბარში.

 

ავტორი:გიორგი ჭკადუა



მერია „სითი პარკს“ სიურპრიზს უმზადებს

person access_time2018-02-19 08:50:27
დაახლოებით ერთ თვეში,თბილისის მერია „სითი პარკთან“ დაკავშირებით ახალ დეტალებს გაასაჯაროებს. „კომერსანტის“ მცდელობის მიუხედავად, მერიაში სიახლის დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავეს.  „ახლა „სითი პარკთან“ დაკავშირებით  გარკვეული მუშაობა მიმდინარეობს, სამუშაო პროცესია, ამიტომ წინასწარ ვერ გეტყვით დეტალებს. დაახლოებით ერთ თვეში საზოგადოებას შევატყობინებთ ახალ ინფორმაციას“, - განაცხადეს მერიაში. „კომერსანტი“ დამატებითი ინფორმაციისათვის „სითი პარკს“...

„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....


მსგავსი სიახლეები