ირაკლი კოვზანაძე- „ჩვენ საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებას მივესალმებით“

access_time2018-02-14 09:58:17

„ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებას. ამასთან დღეს არსებული საპარლამენტო კონტროლის პრაქტიკის პარალელურად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ  დამკვიდრდეს საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებების და სამოქალაქო საზოგადოების უფრო ნაყოფიერი თანამშრომლობის მექანიზმები. ამით ერთი მხრივ პროცესი გახდება უფრო მეტად გამჭვირვალე და მეორე მხრივ, გაჩნდება უფრო მეტი პასუხისმგებლობა როგორც მთავრობის, ასევე პარლამენტის მხრიდან. დღევანდელი კვლევის  პრეზენტაცია ამის კარგი მაგალითია,“ - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ ორგანიზებულკონფერენციაზე - „საპარლამენტო კონტროლი საქართველოში - კანონმდებლობა, პრაქტიკა და პერსპექტივები“.

 

 

 

 

სასტუმრო „მერიოტ თბილისში“ სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კოვზანაძემ ისაუბრა საჯარო ფინანსებზე, მათ შორის საბიუჯეტო პროცესებზე, საპარლამენტო კონტროლის არსებულ პრაქტიკასა და მის შემდგომ სრულყოფის მექანიზმებზე.



ირაკლი კოვზანაძემ ერთი სიახლეც გააჟღერა, რომელიც სახელმწიფო აუდიტის საქმიანობას უკავშირდება. მისი თქმით: „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსურ ანგარიშგებას, რომელსაც ამჟამად პარლამენტის მიერ შექმნილი დროებითი კომისია აწარმოებს მომავალი წლიდან დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანია  განახორციელებს ისევე, როგორც დღეს ეროვნულ ბანკშია“.


„კომერსანტი“ 

 

 

 

 

 

 




მერია „სითი პარკს“ სიურპრიზს უმზადებს

person access_time2018-02-19 08:50:27
დაახლოებით ერთ თვეში,თბილისის მერია „სითი პარკთან“ დაკავშირებით ახალ დეტალებს გაასაჯაროებს. „კომერსანტის“ მცდელობის მიუხედავად, მერიაში სიახლის დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავეს.  „ახლა „სითი პარკთან“ დაკავშირებით  გარკვეული მუშაობა მიმდინარეობს, სამუშაო პროცესია, ამიტომ წინასწარ ვერ გეტყვით დეტალებს. დაახლოებით ერთ თვეში საზოგადოებას შევატყობინებთ ახალ ინფორმაციას“, - განაცხადეს მერიაში. „კომერსანტი“ დამატებითი ინფორმაციისათვის „სითი პარკს“...

„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....


მსგავსი სიახლეები