თბილისი საერთაშორისო კონგრესს „ჰიდროენერგეტიკა, კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია“ უკვე მეორედ მასპინძლობს

access_time2018-02-14 11:47:29

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ საერთაშორისო კონგრესი „ჰიდროენერგეტიკა, კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია" გახსნა, რომელსაც საქართველო წელს უკვე მეორედ მასპინძლობს.

 

 

„ენერგეტიკის თემაზე კონფერენციები ძირითადად იმართებოდა სახელმწიფოს ან ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერითა და დაფინანსებით, დღეს კი ჩვენ ვიმყოფებით მაღალი დონის საერთაშორისო კონგრესზე, რომელიც კერძო კომპანიების მიერ არის ორგანიზებული. დღეს სახელმწიფო სტუმრის სტატუსით არის მოწვეული. კერძო სექტორის მხრიდან ჰიდროენერგეტიკის მიმართ მსგავი ინტერესი და თავად ფაქტი, რომ თბილისი უკვე მეორედ შეირჩა აღნიშნული კონგრესის მასპინძლად, ადასტურებს, რომ რეფორმები, რომლებიც გავატარეთ და მომავალში ვგეგმავთ, ეფექტურია და ზუსტად პასუხობს დარგის გამოწვევებს. ჰიდროენერგეტიკული რესურსები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ამ რესურსების განვითარება და გამოყენება პრიორიტეტულია. ადგილობრივი რესურსების რაციონალური ათვისება და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება წარმოადგენს ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის საფუძველს" - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას.

 

 

კონგრესი წარმოადგენს მაღალ პროფესიულ პლატფორმას კასპიის ზღვისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში, კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე დიალოგისთვის.

 

 


ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები საუბრობენ რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან ჰიდროენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ამ პროექტებში კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის როლზე.

 

 

კონგრესზე სიტყვით გამოდიან თურქული, აზერბაიჯანული, სომხური, რუსული, ყაზახური, ტაჯიკური, ყირგიზული და ქართული როგორც სახელმწიფო ასევე კერძო ენერგეტიკული კომპანიები. კონგრესის ფარგლებში თბილისს 100-ზე მეტი დელეგატი სტუმრობს.

 

 

კონგრესი „ჰიდროენერგეტიკა, კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია" კომპანია „ვოსტოკ კაპიტალის" ორგანიზებით იმართება. კონგრესი ორდღიანია და ის 15 თებერვალს დასრულდება.

 

 

 

 

 



მერია „სითი პარკს“ სიურპრიზს უმზადებს

person access_time2018-02-19 08:50:27
დაახლოებით ერთ თვეში,თბილისის მერია „სითი პარკთან“ დაკავშირებით ახალ დეტალებს გაასაჯაროებს. „კომერსანტის“ მცდელობის მიუხედავად, მერიაში სიახლის დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავეს.  „ახლა „სითი პარკთან“ დაკავშირებით  გარკვეული მუშაობა მიმდინარეობს, სამუშაო პროცესია, ამიტომ წინასწარ ვერ გეტყვით დეტალებს. დაახლოებით ერთ თვეში საზოგადოებას შევატყობინებთ ახალ ინფორმაციას“, - განაცხადეს მერიაში. „კომერსანტი“ დამატებითი ინფორმაციისათვის „სითი პარკს“...

„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....


მსგავსი სიახლეები