Ripple-ის ხელმძღვანელი: კრიპტოვალუტების უმრავლესობა $0-მდე დაეცემა

access_time2018-02-14 15:06:09

სან-ფრანცისკოში არსებულ კომპანია Ripple-ის ხელმძღვანელმა ბრედ გარლინგჰაუსმა კრიპტოვალუტების მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ  სწორედ აღნიშნული კომპანიის მიერ არის შემუშავებული ამავე სახელწოდების ციფრული ვალუტა.

 

Goldman Sachs-ის ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გარლინგ ჰაუსმა აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტების უმრავლესობა ღირებულებას აუცილებლად დაკარგავს. „კრიპტოვალუტების უმრავლესობა ტრანზაქციისათვის ნაკლებად გამოსადეგია, შესაბამისად მათ არსებობას აზრი ეკარგება,“ განაცხადა მან.

 

რიპლის ყველაზე ძლიერ მხარეს სწრაფი და იაფი ტრანზაქცია წარმოადგენს. ბრედ გარლინგჰაუსი რიპლის არსებობის მთავარ მიზეზად სწორედ აღნიშნულ ორ მახასიათებელს ასახელებს.

 

საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით, რიპლი ბიტკოინისა და ითერიუმის შემდეგ მესამე ადგილს იკავებს ($40.1 მილიარდი). კრიპტოსაზოგადოების გარკვეული ნაწილი კომპანია Ripple-ს ხშირად აკრიტიკებს იმის გამო, რომ რიპლის ღირებულებაზე დიდ გავლენას სწორედ აღნიშნული კომპანია ახდენს.


 

რიპლის მოპოვება, იგივე „მაინინგის“ პროცესი არ ხდება - კრიპტობაზარზე რიპლს კომპანია Ripple უშვებს. რიპლის საპირისპიროდ, ბიტკოინის ფასის ცვლილებას, მაინინგის საშუალებით ახალი ბიტკოინების გამომუშავება განსაზღვრავს, მაინინგს კი ადამიანები და კომპანიები ახორციელებენ.



 

რიპლისგან განსხვავებით, ბიტკოინით ტრანზაქცია გაცილებით ნელა ხორციელდება, ხოლო ტრანსაქციის ღირებულება გაცილებით მეტია. თუმცა, გარლინგჰაუსის მიხედვით, ბიტკოინს სულ სხვა დატვირთვა გააჩნია: „ოქროს მსგავსად, ადამიანები ბიტკოინს ფულის შესახად გამოიყენებენ,“ განაცხადა მან.

 

წყარო: business insider




მერია „სითი პარკს“ სიურპრიზს უმზადებს

person access_time2018-02-19 08:50:27
დაახლოებით ერთ თვეში,თბილისის მერია „სითი პარკთან“ დაკავშირებით ახალ დეტალებს გაასაჯაროებს. „კომერსანტის“ მცდელობის მიუხედავად, მერიაში სიახლის დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავეს.  „ახლა „სითი პარკთან“ დაკავშირებით  გარკვეული მუშაობა მიმდინარეობს, სამუშაო პროცესია, ამიტომ წინასწარ ვერ გეტყვით დეტალებს. დაახლოებით ერთ თვეში საზოგადოებას შევატყობინებთ ახალ ინფორმაციას“, - განაცხადეს მერიაში. „კომერსანტი“ დამატებითი ინფორმაციისათვის „სითი პარკს“...

„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....


მსგავსი სიახლეები