დიმიტრი ქუმსიშვილი: „USAID-ის მხარდაჭერილი ენერგოპროგრამები ხელს უწყობს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას“

access_time2018-02-14 15:52:34

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ახალი ენერგეტიკული პროგრამის პრეზენტაციაში, რომელიც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" შენობაში გაიმართა. ღონისძიებას ასევე დაესწრო აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იან კელი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ენერგეტიკული პროგრამის მენეჯერი ჯეიკ დელფია.

 

 

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის მთავრობას და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი უწევენ საქართველოს. მისი განცხადებით, აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, USAID-ის მხარდაჭერილი პროექტები კი ეხმარება საქართველოს დემოკრატიის მშენებლობის პროცესში და მოიცავს ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია ეკონომიკური განვითარების დაჩქარებაზე.

 

 

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახმარებით, საქართველოს ეკონომიკაში რამდენიმე ასეული მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. მან დადებითად შეაფასა აღნიშნული პროექტების მნიშვნელობა საქართველოს ენერგეტიკაზე და აღნიშნა, რომ ამ პროექტებმა ასევე დიდი როლი ითამაშეს საქართველოს ჰიდროენერგეტიკაში ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.

 


 

ახალ ენერგეტიკულ პროგრამაზე საუბრისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ ის ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარებას საქართველოს ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მიხედვით. გარდა ამისა, პროექტი წაახალისებს ინვესტიციებს ენერგეტიკის სექტორში, ასევე ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას, ელექტროენერგეტიკულ სისტემაში არაგანახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრაციის ხელშეწყობას და საქართველოს მთავრობისთვის სტრატეგიული საკონსულტაციო მომსახურების გაწევას ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით.

 

 

პრეზენტაციის დასასრულს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ, სულხან ზუმბურიძემ საპატიო სტუმრებს ეროვნული სადისპეჩერო ცენტრი და იქ დამონტაჟებული მართვის ფარი დაათვალიერებინა.

 

 

USAID-ის ენერგეტიკული პროგრამა (UEP) 7.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამწლიანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარების მხარდაჭერას, ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობასთან დაკავშირებული შესაძლებლობების განვითარებას, ენერგოინვესტიციების ოპტიმიზაციას, განახლებადი ენერგიების ქსელში ინტეგრაციას და საქართველოს მთავრობისთვის სტრატეგიული საკონსულტაციო დახმარების გაწევას ენერგოუსაფრთხოების გაზრდის თვალსაზრისით.

 

 

 

 



მერია „სითი პარკს“ სიურპრიზს უმზადებს

person access_time2018-02-19 08:50:27
დაახლოებით ერთ თვეში,თბილისის მერია „სითი პარკთან“ დაკავშირებით ახალ დეტალებს გაასაჯაროებს. „კომერსანტის“ მცდელობის მიუხედავად, მერიაში სიახლის დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავეს.  „ახლა „სითი პარკთან“ დაკავშირებით  გარკვეული მუშაობა მიმდინარეობს, სამუშაო პროცესია, ამიტომ წინასწარ ვერ გეტყვით დეტალებს. დაახლოებით ერთ თვეში საზოგადოებას შევატყობინებთ ახალ ინფორმაციას“, - განაცხადეს მერიაში. „კომერსანტი“ დამატებითი ინფორმაციისათვის „სითი პარკს“...

„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....


მსგავსი სიახლეები