საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ევროპის ბიზნესასოციაციას მედიაციის კანონპროექტი გააცნო

access_time2018-02-14 20:15:03

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ევროპის ბიზნესასოციაციას (EBA) ესტუმრა და მის წარმომადგენლებს მედიაციის შესახებ კანონის პროექტი გააცნო. როგორც „კომერსანტს“ იუსტიციის სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან აცნობეს, ღონისძიება ევროკავშირ-ნატო-ს საინფორმაციო ცენტრში „EBA-ს ინიციატივით გაიმართა. შეხვედრას ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და „EBRD-ის დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერა ესწრებოდნენ. ღონისძიების მიზანი დავების ალტერნატიული გადაწყვეტის მექანიზმებზე დისკუსია იყო.

 

თეა წულუკიანი დამსწრე საზოგადოებას მედიაციის შესახებ კანონპროექტზე ესაუბრა, რომელიც კერძო დავების არაერთი კატეგორიის განხილვისათვის მხარეებს ახალ მექანიზმს - მედიაციას სთავაზობს სასამართლო პროცესის მიმდინარეობის ფარგლებში ან მის მიღმა.

 


მედიაცია სამოქალაქო დავების გადაწყვეტის ალტერნატიული გზაა, რომელიც საშუალებას იძლევა, მოქალაქეებმა სწრაფად და მცირე ფინანსური დანახარჯით აღიდგინონ დარღვეული უფლებები. მისი დანერგვა ხელს უწყობს სასამართლოს განტვირთვას განსახილველი დავებისაგან, რაც სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა. გარდა სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულებისა, მედიაციის განვითარება მნიშვნელოვნად განტვირთავს რაიონულ (საქალაქო) თუ სააპელაციო სასამართლოებს და დაზოგავს სახელმწიფოს სახსრებს, რომლებიც საჭიროა როგორც მოსამართლეთა კორპუსის გასაზრდელად, ისე ყოველი სასამართლო პროცესის სრულად ჩასატარებლად.

 

 

საქართველოში ბიზნესის დახასიათებისას მის ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორად გაჭიანურებული სასამართლო პროცესები სახელდება, რომლის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი შესაძლოა, ქვეყანაში დავის ალტერნატიული გადაწყვეტის გზების არასათანადო ფუნქციონირება იყოს.

 

 


მედიაციის წახალისებისა და მისთვის პირობების შესაქმნელად კანონპროექტი განსაზღვრავს მედიაციის წარმოების ზოგად პრინციპებს; მისი დაწყების, წარმართვისა და დასრულების წესებს; მედიატორთა პროფესიული გაერთიანების ორგანიზებისა და საქმიანობის წესს; მედიატორის უფლებამოსილებებსა და მედიაციის პროცესთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

 

 

„მედიაციის შესახებ კანონი იუსტიციის სამინისტრომ ევროკავშირის პროექტისა (EU4Justice) და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის („USAID/PROLoG-ისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)) ჩართულობით და ფინანსური მხარდაჭერით შეიმუშავა. საკანონმდებლო პაკეტი კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში სასამართლო ხელისუფლებას, სახელმწიფო უწყებებს, ქვეყანაში მოქმედ მედიატორთა ასოციაციებს, ამ სფეროში მომუშავე სხვა ინსტიტუტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის მიღწეული ფართო კონსენსუსის შედეგია. მისი დეტალური პრეზენტაცია ევროპის ბიზნესასოციაციასთან შეხვედრაზე იუსტიციის სამინისტროს კანონშემოქმედების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირინე წაქაძემ წარმოადგინა.

 

 

პრეზენტაციის შემდეგ ამ საკითხებთან დაკავშირებით თავიანთი პოზიცია გამოხატეს დევიდ ლიმ, გიორგი ცერცვაძემ, აკაკი ჩარგეიშვილმა, ლევან ჯანაშიამ; შეხვედრის ბოლოს კი, დისკუსია გაიმართა.

 

 

ნატო-ს საინფორმაციო ცენტრში შეხვედრაში მონაწილეობდნენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესის და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

 

 

 

 

 

 



მერია „სითი პარკს“ სიურპრიზს უმზადებს

person access_time2018-02-19 08:50:27
დაახლოებით ერთ თვეში,თბილისის მერია „სითი პარკთან“ დაკავშირებით ახალ დეტალებს გაასაჯაროებს. „კომერსანტის“ მცდელობის მიუხედავად, მერიაში სიახლის დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავეს.  „ახლა „სითი პარკთან“ დაკავშირებით  გარკვეული მუშაობა მიმდინარეობს, სამუშაო პროცესია, ამიტომ წინასწარ ვერ გეტყვით დეტალებს. დაახლოებით ერთ თვეში საზოგადოებას შევატყობინებთ ახალ ინფორმაციას“, - განაცხადეს მერიაში. „კომერსანტი“ დამატებითი ინფორმაციისათვის „სითი პარკს“...

„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....


მსგავსი სიახლეები