ამერიკელმა ინვესტორებმა მობილური ტელეფონების ფინური მწარმოებელი კომპანია Nokia ინფორმაციის დაფარვაში დაადანაშაულეს და მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.
ინვესტორების განცხადებით, ფინურმა კომპანიამ მობილური ტელეფონების რამდენიმე მოდელის შესახებ ცრუ მონაცემები გასცა. კერძოდ, ინვესტორებს თავისი პროდუქციის გრაფიკის შეფერხების შესახებ არ აცნობა.
კომპანიის ეს ნაბიჯი მობილური ტელეფონების ღირებულების დაცემამ გამოიწვია, რომელმაც თავის მხრივ ოპერაციული მოგების შემცირება განაპირობა.
Nokia-წარმომადგენელთა განცხადებით, კომპანიის ხელმძღვანელობა მზად არის მის მიმართ წაყენებული ბრალდებებისგან თავი დაიცვას.
Nokia 1865 წელს ფინეთის ქალაქ რემპერში დაფუძნდა. ამ დროისათვის კომპანია მობილური ტელეფონების წარმოებაში მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია. 2009 წელს კომპანიამ 891 მლნ ევროს მოცულობის სუფთა მოგება მიიღო.
|