სამშაბათი ოთხშაბათი ხუთშაბათი
Max: +38°C
Min: +21°C
Max: +36°C
Min: +21°C
Max: +35°C
Min: +21°C




გადაცემა "გამჭვირვალე ბიუჯეტის" შემაჯამებელი გამოშვება. აუდიოჩანაწერი
02.07.2010
ანაკლიის პორტი როტერდამის კონკურენტობას აპირებს
06.09.2010
Financial–ის გამოკითხვა: კომპანიები კლიენტების საჩივრებს არ ითვალისწინებენ
06.09.2010
Forbes: ლიდერად იბადებიან თუ ყალიბდებიან?
06.09.2010
„ლიბერთი ბანკმა“ „საქართველოს ბანკს“ მსხვილი კლიენტი წაართვა
06.09.2010
ქართულ რესტორნებში მენიუ დროს ჩამორჩა
06.09.2010
ქართველ ბანკირებს შემოსავლების გამოქვეყნებისკენ მოუწოდებენ
06.09.2010
Commersant.ge–ს რეიტინგი – უმდიდრესი ქართველი პარლამენტარების ათეული
05.09.2010
მსოფლიოს უმდიდრესი საფეხბურთო კლუბები
  06.09.-12.09


2010
S
M
T
W
T
F
S
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 


ურმას პაეტი: "საქართველო ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობას უახლოვდება"
ესტონეთი რუსეთთან კონფლიქტის მოსაგვარებლად საქართველოს ძალისხმევას მიესალმება
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს პრიორიტეტები უცვლელი რჩება
საქართველო ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის პერიოდიდან ოკუპირებულად აღიარების ეტაპზე გადადის
აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში შექმნილი მუშა-ჯგუფები შესაძლოა, გაფართოვდეს


 


 
 ტექსტის ზომა:   კვირა, 4 ივლისი 2010 
რას ელით ახალი საგადასახადო კოდექსისგან?

რამდენად რევოლუციურია „რევოლუციურად“ წოდებული ახალი საგადასახადო კოდექსი და რეალურად, რა შედეგებს მოტანს ის ბიზნესისა და თითოეული მოქალაქისთვის? ამ საკითხებზე მსჯელობა ექსპერტთა და ბიზნეს წრეებში კვლავ აქტიურად მიმდინარეობს. ამ მსჯელობისა და შენიშვნების შედეგად, ხელისუფლება უკვე წავიდა დათმობებზე და მანამდე დაგეგმილ რამდენიმე ცვლილებაზე თქვა უარი: მაგალითად, პროექტის თავდაპირველი ვარიანტისგან განსხვავებით, კერძო უმაღლესი სასწავლებლები და სამედიცინო აპარატურის იმპორტი დღგ–თი აღარ დაიბეგრება.

თუმცა ექსპერტთა ნაწილი ახალი კოდექსისადმი უკმაყოფილებას მაინც გამოთქვამს. მაგალითად,  „ახალი ეკონომიკური სკოლის“ ვიცე–პრეზიდენტის გია ჯანდიერის განცხადებით, ახალი საგადასახადო კოდექსით საგადასახადო ადმინისტრირება კიდევ უფრო გაუარესდება და უხეში გახდება.

მისი თქმით, თუკი აქამდე საგადასახადო ინსპექცია მეწარმეებთან მეტ–ნაკლებად ფინანსური დოკუმენტაციის საფუძველზე მუშაობდა, ახლა იგი ხელების გადაგრეხვის მეთოდით დაიწყებს მეწარმეებთან ურთიერთობას, რათა გაიგოს ვინ არის მიკრო და ვინ მცირე მეწარმე.

გია ჯანდიერის განმარტებით, ახალი საგადასახადო კოდექსი მეწარმეებს უბიძგებს აირჩიონ არა განვითარების გზა, არამედ მიკრო მეწარმეებად დარჩნენ, რათა გადასახადების გადახდა არ დაეკისროთ.

სავაჭრო პალატის წარმომადგენლის განმარტებით კი, ახალ კოდექსში გაჩნდა მცირე მეწარმის ცნება, თუმცა საგადასახადო ტვირთი მასზე გაზრდილია. ასევე რამდენიმე მიმართულებით იზრდება ჯარიმებიც. მაგალითად, ზედნადების გარეშე ტვირთის გადაზიდვისთვის  კოდექსის პროექტის მიხედვით ჯარიმა ხუთმაგდება.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესის საგადასახადო კოდექსი თითქმის 100%–ით იცვლება. ჩნდება მიკრო და მცირე ბიზნესის ცნება. დღგ–ს გადამხდელთა ქვედა ზღვარი 100–დან 200 ათას ლარამდე იზრდება. 30 ათასამდე ბრუნვის მქონე მეწარმეები გადასახადებისგან თავისუფლდებიან. 30–დან 200 ათასამდე ბრუნვის მქონე მეწარმე ფიქსირებულ პროცენტს გადაიხდის, რაც 3-დან 5%–მდე იმერყევებს. ფინანსთა მინისტრის შეფასებით, მთავრობა შეგნებულად მიდის დამატებითი ღირებულების გადამხდელთა ქვედა ზღვარის გაორმაგებაზე და ამით დღგ–ს ათასობით გადამხდელს საგადასახადო ტვირთისაგან ათავისუფლებს.

კახა ბაინდურაშივილის განმარტებითვე, ამ შემოსავლების კომპენსაცია ძირითადად სპირტიან სასმელებზე აქციზის გაზრდით მოხდება. თუმცა, მისი განმარტებით, მოსახლეობა ამას ნაკლებად იგრძნობს.


რას ფიქრობთ ახალი კოდექსის შესახებ? რას შეცვლის ის თქვენი კომპანიის მუშაობაში და რამდენად რევოლუციურად მიიჩნევთ მას? აღნიშნულ თემებზე შეგიძლიათ საკუთარი აზრი ჩვენს ფორუმზე გამოთქვათ.

ID: 18453 
განახლებული www.sapovnela.ge

Tahizea - შავი მარგალიტი შენი სტილი - ავეჯი Baccarat Jewelry
31.08.2010 11:48
ალეკო
დარწმუნებული ვარ ეს კოდექსი არც წაგიკითხავთ მგობრებო, ხომ არ ჯობია მუშა ვარიანტი დავდოთ და (ან შეცვლილი მუხლები ) და ისე გავიაროთ ალბად ასე უფრო საინტერესო იქნება და ამომწურავადა და დასაბუთებულად შეგვეძლება ჯანსაღი აზრის გამოხატვა ახალ საგადასახადო კოდექსზე.

19.08.2010 21:32
levani
მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესის შევიწროებას და მისი განვითარებისთვის ხელის შეშლას, რისი ნიშნებიც უკვე სახეზეა.

14.08.2010 13:18
მაკო
ახლს??? რაიმე ხდება ახალი??? ძველის მოდერნიზებული ვარიანტია, ოღონ უფრო სწრაფი "ამომღები" მექანიზმებით

05.07.2010 12:47
თიკო
რას ველი ახალი საგადასახადო კოდექსიდან,(: ბიზნესის და სხვა ,ახალ დახვეწილ გატყავების დაწყებას, 2004 წლიდან დღემდე ხდება ისეთი კანონების მიღება რომლის მეშვეობითაც ხდება გატყავება ბიზნესის და ეხლა კი მატვის საჭიროებს შეცვლას რომ იმ კოდექსით ამოიწურა წასართმევები და ახალი მოდერნიზებული კოდექსი დასჭირდათ.

   
სახელი:
ტექსტი:
 

30.08.2010

რომელ პროფესიებზეა საქართველოში ყველაზე დიდი მოთხოვნა?...
04.07.2010

რა აზრის ხართ საქართველოს კურორტებზე? ...
18.06.2010

რამდენად საჭიროა გადაცემა „დაიცავი შენი ბიზნესი“...
11.06.2010

რას ფიქრობთ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტზე? ...
03.06.2010

როგორ ხდება საწარმოს რეორგანიზაცია? ...
28.05.2010

როდის დგება იურიდიული პირის სისხლის სამართლებრივი...
23.05.2010

ენდობით თუ არა სადაზღვევო კომპანიებს? ...
14.05.2010

რამდენად ობიექტურია სასამართლო მეწარმეთა მიმართ? ...
07.05.2010

როგორი უნდა იყოს საგადასახადო კოდექსი? ...
30.04.2010

გქონიათ თუ არა შეხება საერთაშორისო არბიტრაჟთან?...
23.04.2010

როგორ იცავენ ადვოკატები ბიზნესს? ...
06.04.2010

რას ელით თვითმართველობის არჩევნებისგან? ...
26.03.2010

არის თუ არა დამსაქმებელი ექსპლუატატორი? ...
26.03.2010

საგადასახადო კოდექსი - ბიზნესის ფარი თუ...
16.03.2010

რამდენად ეფექტურად მუშაობს დავების საბჭო ...
25.02.2010

როგორ შევინარჩუნოთ იპოთეკით დატვირთული ქონება ...
25.02.2010

ავიწროებენ თუ არა თქვენს ბიზნესს? ...
14.02.2010

საწვავის ქართული ფასები ...
24.01.2010

როგორ აფასებთ ჯანდაცვის რეფორმას? ...
08.01.2010

აქცევთ თუ არა ყურადღებას რეიტინგებს? ...

1 USD 1.8412
1 EUR 2.3709
1 RUB 6.0215


07-09-2010

DJLA 06/09 10447.93 1.24%
NASD 06/09 2233.75 1.53%
MMVB 07/09 1396.22 -0.88%
RTS 07/09 1454.5 -1.04%
OIL 07/09 76.77 -0.13%
GOLD 07/09 1248.30 +0.91%



კვირის თემა: მუცლის ტკივილი