რადიო ``კომერსანტი,`` FM 95,5
ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოში წარმოებული 18 სახეობის ღვინო გაყალბებისგან დაცული იქნება. გეოგრაფიული სახელწოდებების დაცვის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულება დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაფორმდება. დოკუმენტი შემდგომში სხვა კატეგორიის პროდუქტების დაცვასაც ხელს შეუწყობს.
როგორც მთავრობაში აცხადებენ, ხელშეკრულება წაახალისებს ახალ მარკეტინგულ წინადადებებს და ახალ ინიციატივებს ტურიზმის სექტორშიც.
|