პირველად 2006 წლის შემდეგ ჩინეთის მთავრობამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის გამოქვეყნების ნებართვა გასცა. მანამდე პეკინი ქვეყანაში ამ დოკუმენტების გასაჯაროებას იმ მიზეზით კრძალავდა, რომ ისინი ქვეყნის სავალუტო პოლიტიკის მკაცრ კრიტიკას შეიცავდა. კერძოდ, ფონდი აცხადებდა, რომ ჩინეთი ხელოვნურად ამცირებდა იუანის ღირებულებას საკუთარი ექსპორტიორების სასარგებლოდ.
სავალუტო ფონდის ბოლო მოხსენება ასევე შეიცავს კრიტიკას, მაგრამ მისი ტონი მნიშვნელოვნადაა შერბილებული. მასში ნათქვამია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ზოგიერთი დირექტორი იუანის კურსს შემცირებულად მიიჩნევს, თუმცა სხვები აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმებიან.
ევროკავშირმა და აშშ–მა არაერთხელ მოუწოდეს ჩინეთს საკუთარი კურსისათვის გამყარების საშუალება მიეცა, მაგრამ 2008 წლიდან პეკინი მათი მოთხოვნილებების იგნორირებას ახდენს. 2010 წლის გაზაფხულზე ცენტრალურმა ბანკმა მცირედით გააფართოვა იუანის სავალუტო კორიდორი, თუმცა ამას იუანის მნიშვნელოვანი გამყარება არ მოჰყოლია.
იუანის გაცვლითი კურსი მსოფლიო ეკონომიკის ერთ–ერთ ყველაზე სერიოზულ პრობლემად რჩება, რადგანაც ჩინეთი ქმნის მნიშვნელოვან სავაჭრო დადებით სალდოს თითქმის ყველაზე დიდ პარტნიორთან.
ჩინეთი ერთადერთი ქვეყანა არაა, რომელიც კრძალავს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პუბლიკაციებს. 2009 წელს ასეთი ნაბიჯი გადადგა ფონდის წევრი ქვეყნების 12 %–მა.
|