Gem Fest-ის ორგანიზატორებს ფესტივალის ჩასატარებლად მიწის გადაცემის და დაფინანსების თაობაზე ეკონომიკის სამინისტროსთვის არ მიუმართავთ

Gem Fest-ის ორგანიზატორებს ფესტივალის ჩასატარებლად მიწის გადაცემის და დაფინანსების თაობაზე ეკონომიკის სამინისტროსთვის არ მიუმართავთ

access_time2018-01-12 18:05:40

Gem Fest-ის ორგანიზატორებმა 2018 წელს განმუხურში ფესტივალის ჩატარება კვლავ დააანონსეს და ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყეს, თუმცა ქონების ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ განმუხურსა და ანაკლიაში მიწის გადაცემასთან დაკავშირებით არანაირი წარმოება არ მიმდინარეობს.



როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ეკატერინე სისაურმა განუცხადა, Gem Fest-ის ორგანიზატორებს განმუხურსა და ანაკლიაში მიწის გადაცემასთან დაკავშირებით სააგენტოსთვის არ მიუმართავს. 



„მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული ფესტივალი განმუხურის ტერიტორიაზე ტარდებოდა და დაახლოებით 28 ჰექტარზე იყო განთავსებული. აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და შესაბამისად, იმისთვის, რომ ფესტივალის ჩასატარებლად კონკრეტულმა სუბიექტმა სახელმწიფოსგან უფლება მოიპოვოს, მან უნდა მიმართოს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს განაცხადით, წარმოადგინოს შესაბამისი წინადადებები და პირობები და ჩვენ დავიწყებთ ადმინისტრაციულ წარმოებას“, - განაცხადა ეკატერინე სისაურმა.



კითხვაზე, ხომ არ შესულა ორგანიზატორებისგან განაცხადი სხვა ლოკაციასთან დაკავშირებით, Gem Fest-ის ჩატარების თაობაზე, ეკატერინე სისაურის განცხადებით, სააგენტოში არანაირი განაცხადი არ არის შესული არც ერთ ლოკაციაზე, მათ შორის, არც განმუხურში.




ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განუცხადა, ფესტივალის ორგანიზატორებს არც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის მიუმართავთ. 



„ჩვენი გაკვირვება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ბილეთების გაყიდვა დაიწყო იმ ფონზე, როდესაც ფესტივალის ორგანიზატორებს არ მიუმართავს ფართის მფლობელისთვის - ეკონომიკის სამინისტროსთვის მიწის გამოყოფასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ფესტივალის ბილეთების გაყიდვა ამ კუთხითაც ნაადრევად გვეჩვენება, როდესაც არ არის გარკვეული ტერიტორიაზე შესვლის ნებართვა. ამავდროულად, როგორც მათ არ მიუმართავთ ჩვენი კოლეგებისთვის ფართის ნაწილში, ასევე არც ჩვენთვის არ მოუმართავთ საორგანიზაციო, სარეკლამო, ან რაიმე ტიპის ფინანსურ დახმარებაზე. არანაირი კომუნიკაცია საორგანიზაციო ჯგუფთან არ ყოფილა და შესაბამისად, არანაირი მხარდაჭერ ან დახმარება ჩვენი მხრიდან განსაზღვრული არ არის“, - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.



GEM Fest 2018-ის ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. როგორც tkt.ge-ზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ფესტივალი სოფელ განმუხურში ახალ ფორმატში ჩატარდება და 4 დღის - 9-დან 12 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.



რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები