საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში დიდიე ტღებიუკს შეხვდა – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობასა და გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისს შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ პარტნიორობაზე. განიხილეს მიმდინარე პროგრამები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები სხვადასხვა მიმართულებით.
აღინიშნა გაეროს მნიშვნელოვანი როლი მდგრადი განვითარების მიზნების, ასევე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის პროცესში.
საუბრისას ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა დიდიე ტღებიუკს გაეროს მნიშვნელოვანი როლისთვის კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვის კუთხით“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
ირაკლი კობახიძე საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორს შეხვდა – რა საკითხები განიხილეს?
თუ შეკრების მონაწილეები შეთავაზებულ ადგილზე ან სვლა-გეზზე მანიფესტაციის ჩატარებას არ დათანხმდებიან, ჯერ ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო შემდეგ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ - ირაკლი კირცხალია
„აზერბაიჯანი ძაბავს ვითარებას, გვაგრძნობინებს, რომ კოზირები ხელში აქვთ... საზღვარზე ტრაილერების შეყოვნების საკითხიც გაზვიადებული ჩანს“ - რომან გოცირიძე
აზერბაიჯანი უკმაყოფილოა გარდაბანი-სადახლოს სატრანზიტო ტარიფის სიდიდით და მის მკვეთრ შემცირებას ითხოვს - რომან გოცირიძე აზერბაიჯანულ მედიაში საქართველოს წინააღმდეგ აგორებული კამპანიის სავარაუდო მიზეზს ასახელებს
საქართველო მსოფლიო წინააღმდეგ თამაშობს: თბილისი ბაქოს მოთმინების ზღვარს ცდის - აზერბაიჯანული მედია საქართველოზე
რა ელის „ოცნებას“, თუ საერთაშორისო სასამართლოში ქიმიური იარაღის გამოყენებას დაუმტკიცებენ?