ვაჟა სირაძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ambebi.ge ავრცელებს.­

ასევე, POLICE.GE-ზესაპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლევან მაისურაძეა მითითებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე ვაჟა სირაძე 2019 წელს დაინიშნა.

„ინტერპრესნიუსი“ ინფორმაციის დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს.

Ipn.ge