წყალმომარაგების სექტორში, მომავალი 3 წლის ახალი ტარიფები უნდა დადგინდეს. როგორც სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორი, გივი სანიკიძე გადაცემა „ბიზნესი რუსთავი 2-თან" აცხადებს, ამ ეტაპზე სატარიფო საქმის წარმოება GWP-სა და „რუსთავის წყალთან" მიმდინარეობს.
მისივე ცნობით, ამ კომპანიებში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია "აქვალია" შევიდა, რომელსაც საინვესტიციოდ მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის მოზიდვის შესაძლებლობა აქვს.
„ამჟამად, მარეგულირებელ კომისიასთან სატარიფო განაცხადთან ერთად, საინვესტიციო გეგმაცაა წარმოდგენილი, რომელიც GWP-სა და „რუსთავის წყლის" მიერ უნდა განხორციელდეს. მისი საინვესტიციო თანხა კი, დაახლოებით 400 მლნ. ლარს შეადგენს, რაც ბუნებრივია წყალმომარაგების ტარიფებზე აისახება,"- აცხადებს სანიკიძე.
სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკუტი ანალიზის დეპარტამენტის დირექტორი აღნიშნავს, რომ სამომხმარებლო წყალმომარაგების ტარიფები მხოლოდ საინვესტიციო კომპონენტით არ განისაზღვრება და მასზე სხავადასხვა კომპონენტების აუდიტიც გასათვალისწინებელია, რაზეც განხილვა ამჟამად მიმდინარეობს.
სანიკიძის განცხადებით, ტარიფების ცვლილების შესახებ ზუსტი ინფორმაცია, მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოს იქნება ცნობილი.
წყარი: ბიზნეს-პარტნიორი