„თანამედროვე მსოფლიოში, ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია სოფლის მეურნეობის განვითარების დონე. მრავალფეროვანია სპეციალიზაცია, უწყვეტ რეჟიმში ვითარდება ტექნოლოგიები. მწარმოებლები ორიენტირებულები არიან მაქსიმალურად დააკმაყოფილონ მომხმარებლის მოთხოვნები.
რაც უფრო მაღალია ქვეყანაში შემოსავალი მოსახლეობის ერთ სულზე გადაანგარიშებით, მით უფრო დაბალია ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის, ანუ პირველადი წარმოების ხვედრითი წილი“,- ამის შესახებ სოფლის მეურნეობის ეკონომიკის სახელმძღვანელოშია ნათქვამი, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკვეთით 2023 წელს მომზადდა.
აღსანიშნავია, რომ მაღალგანვითარებულ ქვეყნებში სოფლის მეურნეობის ხვედრითი წილი (პირველადი წარმოება) მთლიან შიდა პროდუქტში 4%-5%-მდე მერყეობს.
მაგალითად:
- ავსტრიაში (1.2%), ბ
- ბელგიაში (0.7%),
- შვეიცარიაში (0.6%),
- ჩეხეთში (1.8%),
- გერმანიაში (0.9%),
- აშშ-ში (1.0%) და სხვა),
ხოლო დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში სოფლის მეურნეობის ხვედრითი წილი (პირველადი წარმოება) ზოგ შემთხვევაში 30%-ზე მაღალია. მაგალითად:
- ავღანეთში (33.5%)
- ეთიოპიაში (37.6%)
- მალიში (35.7%)
- ნიგერიაში (23.4%)
- სიერა ლეონეში (57.4%) დასხვა)
ასევე, მნიშვნელოვანი ინდიკატორია სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოსახლეობის რაოდენობა. აღსანიშნავია, რომ მაღალგანვითარებულ ქვეყნებში სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა დონე, ძალიან დაბალია. მაგალითად:
- არგენტინა (0.1%)
- ისრაელი (0.8%)
- მალტა (0.8%)
- კანადა(1.3%)
- აშშ (1.6%)
- შვეიცარია (1.8%)
- საფრანგეთი (2.4%)
- ჩეხეთი (2.5%)
- სლოვაკეთი(2.5%)
წყარო: ბიზნესპრესნიუსი