სს „საქართველოს ბანკი“ დივიდენდების გაცემას გეგმავს.

მენეჯმენტი აქციონერებს წლიური მოგებიდან 272.169 მლნ ლარის დივიდენდად განაწილებას სთავაზობს. საკითხზე საერთო კრება მიმდინარე წლის 26 ივნისს იმსჯელებს.

ორგანიზაციის შეთავაზების მიხედვით, 2023 წლის საბოლოო დივიდენდად 1 აქციაზე 9.7265 ლარი გაიცემა. თუ აქციონერები შეთავაზებას მხარს დაუჭერენ დივიდენდის გაცემა 2 ივლისს მოხდება.

ცნობისთვის, 2023 წელს, „საქართველოს ბანკმა“ ₾1.3 მილიარდის წმინდა მოგება გამოიმუშავა.