2023 წელს საზღვარგარეთ მივლინებებში პარლამენტის 98 წევრზე 1,836,033.17 ლარი დაიხარჯა, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"  საქართველოს პარლამენტის 2023 წლის საქმიანობის შეფასებაში ვკითხულობთ.

TI-ის შეფასებით, ყველაზე მეტი კანონპროექტის ინიციატორია უმრავლესობიდან ირმა ზავრადაშვილი (105 კანონის პროექტი), ხოლო ოპოზიციიდან - ალექსანდრე რაქვიაშვილი (74 კანონის პროექტი);

პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტჯერ გააცდინა ოპოზიციიდან ცეზარ ჩოჩელმა (23 გაცდენა), ხოლო უმრავლესობიდან ელისო ბოლქვაძემ ( 13 გაცდენა);

კომიტეტის სხდომა არასაპატიო მიზეზით ოპოზიციიდან ყველაზე მეტჯერ გააცდინა გიორგი გოდაბრელიძემ (16 გაცდენა), ხოლო უმრავლესობიდან მარიამ ლაშხმა (10 გაცდენა).

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" საქართველოს პარლამენტის 2023 წლის საქმიანობის შეფასება სრულად ნახეთ აქ.