ევროკავშირშიც და ჩვენც ნათლად განვაცხადეთ, როდესაც საქმე ეხება ჩვენს ურთიერთობას საქართველოსთან, დემოკრატიულ უკან დახევას შედეგები მოჰყვება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

„ცხადია, ეს არის ევროკავშირის გადაწყვეტილება და ისინი უფრო სწორად გააკეთებენ ამაზე კომენტარს, თუმცა ვიცი, რომ მათ ნათლად განაცხადეს, და ჩვენც განვაცხადეთ, როდესაც საქმე ეხება საქართველოსთან ჩვენს ურთიერთობას, დემოკრატიულ უკანდახევას მოჰყვება შედეგები“, – განაცხადა მილერმა.

რაც შეეხება საქართველოსთან აშშ-ის ურთიერთობებს, მეთიუ მილერის თქმით, ვაშინგტონში საქართველოსთან ურთიერთობების „გადახედვა გრძელდება“.