ხმაურის ნორმების გადაჭარბების ფაქტზე ბათუმში მიმდინარე წელს 42 შეტყობინება დაფიქსირდა, მათ შორის 25 სუბიექტი დაჯარიმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს. 

აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე ჯარიმის ოდენობა გასული წლის ბოლოს გაიზარდა. კოდექსში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე ფიზიკური პირი 150, იურიდიული კი 1500 ლარით დაჯარიმდება; განმეორების შემთხვევაში 500 / 5000 ლარის ოდენობით; იმავე ქმედების მესამე და ყველა მომდევნო დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური 1000 ლარით, ხოლო იურიდიული 10 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.

ხმაურის ნორმების გადაჭარბების შემთხვევაში უნდა დარეკოთ 598 85 15 20 - აღნიშნულ ნომერზე. აკუსტიკური ხმაურის მონიტორინგი არ ვრცელდება დღის საათებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებსა და თვითმმართველობასთან შეთანხმებულ ღონისძიებებზე.