საქართველოს დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების მენეჯერებს თანამედროვე SMART მონიტორინგისა და პატრულირების სისტემის ადაპტური მართვის საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ადაპტური მენეჯმენტი მოიცავს ადმინისტრაციების მენეჯერების მაქსიმალურ ჩართულობას სმარტ სისტემის ფუნქციონირების პროცესში;
ყოველდღიურ საქმიანობაში სმარტ პატრულირების და მონიტორინგის შედეგების ანალიზის საფუძველზე სწორი გადაწყვეტილებების მიღებას, რაც ხელს შეუწყობს დაცული ტერიტორიების ეფექტიან მართვას.
SMART მონიტორინგისა და პატრულირების სისტემის პილოტირება დაცულ ტერიტორიებზე, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ფინანსური მხარდაჭერით, უკვე 12 დაცულ ტერიტორიაზეა დანერგილი.